პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-ის საელჩო თავის აგენტურას პოლარიზაციისთვის და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს" - ე.წ. ოთხეული
"აშშ-ის საელჩო თავის აგენტურას პოლარიზაციისთვის და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს" - ე.წ. ოთხეული

აშშ-ის სა­ელ­ჩო თა­ვის აგენ­ტუ­რას დღეს პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის, ხალ­ხის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლი­სა და მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნის მცდე­ლო­ბის­თვის იყე­ნებს - მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აგენ­ტუ­რის სია არას­რუ­ლია და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვაწ­ვდით ჩვენს ხელთ არ­სე­ბულ მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას აგენ­ტე­ბის თე­მა­ზე,- ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ გა­სუ­ლი ოთხი დე­პუ­ტა­ტის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

რო­გორც დე­პუ­ტა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, გზავ­ნი­ლი იმის შე­სა­ხებ, რომ მხო­ლოდ რუ­სე­თის აგენ­ტია ცუდი და ამე­რი­კის აგენ­ტი კარ­გი, სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია და "პარტნი­ო­რი სა­ხელ­მწი­ფოს აგენ­ტო­ბა ზუს­ტად ისე­თი­ვე სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი და უღირ­სი ქმე­დე­ბაა, რო­გო­რიც ოკუ­პან­ტი სა­ხელ­მწი­ფოს აგენ­ტო­ბა“.

"ორი­ო­დე დღის წინ, რამ­დე­ნი­მე ქარ­თულ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში გავ­რცელ­და წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ამე­რი­კუ­ლი აგენ­ტუ­რის შე­სა­ხებ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის­თვის ამ წე­რილ­ში შე­იძ­ლე­ბა დიდი სი­ახ­ლე არც არა­ფე­რი ყო­ფი­ლი­ყო. პო­ლი­ტი­კა­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად ღრმად ჩა­ხე­დულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა კარ­გად იცი­ან, რო­გორ შე­იყ­ვა­ნა 90-იანი წლე­ბის ბო­ლო­დან ამე­რი­კის სა­ელ­ჩომ შე­ვარ­დნა­ძის იძუ­ლე­ბი­თი თან­ხმო­ბით თა­ვი­სი ხალ­ხი თით­ქმის ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში, ე.წ. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ მო­სა­წყო­ბად რო­გორ შე­იქ­მნა და აღი­ჭურ­ვა ათე­უ­ლო­ბით ენ­ჯეო და რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ვერ­ტი­კა­ლი, რო­მე­ლიც 2004-12 წლებ­ში სა­ელ­ჩოს სრულ კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და.

შე­სა­ბა­მი­სად, თუ 80-იან და 90-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს მთა­ვარ საფრ­თხეს "კა­გე­ბეშ­ნი­კე­ბი“ და რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის აგენ­ტე­ბი უქ­მნიდ­ნენ, 2000-იან წლებ­ში რუ­სულ აგენ­ტუ­რას­თან ერ­თად სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თვის სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მად ამე­რი­კუ­ლი აგენ­ტუ­რაც იქცა. მე­ტიც, აგენ­ტუ­რის სიას თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, შე­ვამ­ჩნევთ, რომ არა­ერთ შემ­თხვე­ვა­ში კონ­კრე­ტულ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა ამე­რი­კულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ში პირ­და­პირ რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან ამოყ­ვეს თავი. ეს ფაქ­ტი თა­ვის­თა­ვად იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ აგენ­ტი სხვა სა­ხელ­მწი­ფოს სამ­სა­ხურ­ში არა მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის, არა­მედ მხო­ლოდ უპ­რინ­ცი­პო­ბი­სა და უსამ­შობ­ლო­ბის გამო დგე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის სი­ახ­ლე ვერც ის იქ­ნე­ბა, რომ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ შემ­დეგ მო­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი ლი­დე­რე­ბი და იდე­ო­ლო­გე­ბი ამე­რი­კულ აგენ­ტუ­რა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს იკა­ვებ­დნენ. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2013 წელს ორი მათ­გა­ნი სწო­რედ სა­ელ­ჩოს და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით გა­და­ურ­ჩა და­ჭე­რას, რო­დე­საც პრო­კუ­რა­ტუ­რას მათ­ზე სრუ­ლი­ად უნაკ­ლო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი ჰქონ­და გამ­ზა­დე­ბუ­ლი. ენ­ჯე­ო­ე­ბის რამ­დე­ნი­მე ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი ლი­დე­რის აგენ­ტო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ვფიქ­რობთ, თა­ვი­სი მკა­ფიო წარ­მოდ­გე­ნა აქვს შექ­მნი­ლი. აგენ­ტუ­რა საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რად იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი 2012 წლის სამ­თავ­რო­ბო კო­ა­ლი­ცი­ა­შიც, რის გა­მოც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას ამე­რი­კე­ლე­ბი მა­შინ შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვად შე­ე­გუ­ენ.

დღე­ი­სათ­ვის, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ და სხვა რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­შია გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. მათ­გან ზო­გი­ერ­თი ჯერ­ჯე­რო­ბით შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ჩი­ნის აგენ­ტე­ბი უნდა იყ­ვნენ, თუმ­ცა, ვხე­დავთ, რომ და­წი­ნა­უ­რე­ბის­თვის ისი­ნი მაქ­სი­მუმს კად­რუ­ლო­ბენ.

ბუ­ნებ­რი­ვია, მი­ა­მი­ტე­ბი ვერ ვიქ­ნე­ბო­დით და იმის ილუ­ზია ვერ გვექ­ნე­ბო­და, რომ ისე­თი დიდი ქვე­ყა­ნა, რო­გო­რიც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბია, ისეთ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, აგენ­ტუ­რის ქსე­ლის გა­რე­შე იმოქ­მე­დებ­და. აქ სა­ყუ­რა­დღე­ბო ორი ფაქ­ტია:

პირ­ვე­ლი, გზავ­ნი­ლი იმის შე­სა­ხებ, რომ მხო­ლოდ რუ­სე­თის აგენ­ტია ცუდი და ამე­რი­კის აგენ­ტი კარ­გია, რო­მე­ლიც რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე პირ­და­პი­რი ფორ­მი­თაც კი შე­მოგ­ვა­პა­რეს, სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია. პარტნი­ო­რი სა­ხელ­მწი­ფოს აგენ­ტო­ბა ზუს­ტად ისე­თი­ვე სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი და უღირ­სი ქმე­დე­ბაა, რო­გო­რიც ოკუ­პან­ტი სა­ხელ­მწი­ფოს აგენ­ტო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამე­რი­კე­ლე­ბის მიერ აგენ­ტუ­რის ქსე­ლის შექ­მნას გარ­კვე­უ­ლი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ახ­სნა თუ აქვს, ქარ­თვე­ლე­ბის აგენ­ტო­ბას იო­ტი­სო­დე­ნა გა­მარ­თლე­ბაც ვერ ექ­ნე­ბა;

მე­ო­რე, გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ისაა, რომ სა­ელ­ჩო თა­ვის აგენ­ტუ­რას დღეს პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის, ხალ­ხის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლი­სა და მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნის მცდე­ლო­ბის­თვის იყე­ნე­ბენ. ვე­რა­ვინ დაგ­ვა­ჯე­რებს, რომ ამ საქ­მე­ში აგენ­ტე­ბი სა­ელ­ჩოს მხო­ლოდ ბრმად მიყ­ვე­ბი­ან და ქვე­ყა­ნას შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვნე­ბენ. ეს ფაქ­ტი აგენ­ტე­ბის უღირ­სო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ძაფ­რით წარ­მო­ა­ჩენს.

აქვე გან­ვმარ­ტავთ, რომ ჩვენს მიერ ნახ­სე­ნებ წე­რილ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აგენ­ტუ­რის სია მცი­რე კო­რექ­ტი­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს და არას­რუ­ლია. ამას­თან, აღ­ნიშ­ნულ სი­ა­ში მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გვა­რე­ბია მო­ცე­მუ­ლი, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბის აგენ­ტო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რა­ი­მე არ­სე­ბი­თი დის­კუ­სი­ის სა­გა­ნი ვერ გახ­დე­ბა. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვაწ­ვდით ჩვენს ხელთ არ­სე­ბულ მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას აგენ­ტე­ბის თე­მა­ზე, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჰქონ­დეს რაც შე­იძ­ლე­ბა ფარ­თო ინ­ფორ­მა­ცია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც არა სა­კუ­თა­რი, არა­მედ სხვა სა­ხელ­მწი­ფოს სამ­სა­ხურ­ში დგა­ნან.

ამ შემ­თხვე­ვა­შიც, ჩვე­ნი მი­ზა­ნი არა ვინ­მეს პერ­სო­ნა­ლუ­რი მხი­ლე­ბა, არა­მედ ხალ­ხის­თვის სი­მარ­თლის გა­ზი­ა­რე­ბა და ამით, ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვაა, რაც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი ჩვე­ნი მთა­ვა­რი და­პი­რე­ბა იყო. ღრმად გვწამს, რომ არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა მხო­ლოდ სი­მარ­თლით აღ­ჭურ­ვი­ლი ხალ­ხის ძა­ლით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მირზა
1

რატომ არ იჭერთ? აგენტი თუა და არ იჭერთ თქვენ ვინ გამოდიხართ ამ შემთხვევაში?

Მიხო
1

Უკვე გულისამრწყევები გახდით, ღმერთმა როგორ და ნანა თქვენზა, ფჩხილზე წასასობი ტვინი?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"აშშ-ის საელჩო თავის აგენტურას პოლარიზაციისთვის და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს" - ე.წ. ოთხეული

"აშშ-ის საელჩო თავის აგენტურას პოლარიზაციისთვის და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს" - ე.წ. ოთხეული

აშშ-ის საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს - მედიაში გავრცელებული აგენტურის სია არასრულია და საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას მივაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ მეტ ინფორმაციას აგენტების თემაზე,- ამის შესახებ "ქართული ოცნებიდან“ გასული ოთხი დეპუტატის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც პარლამენტი ავრცელებს.

როგორც დეპუტატები აცხადებენ, გზავნილი იმის შესახებ, რომ მხოლოდ რუსეთის აგენტია ცუდი და ამერიკის აგენტი კარგი, სრულიად მიუღებელია და "პარტნიორი სახელმწიფოს აგენტობა ზუსტად ისეთივე სამშობლოს ღალატი და უღირსი ქმედებაა, როგორიც ოკუპანტი სახელმწიფოს აგენტობა“.

"ორიოდე დღის წინ, რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა წერილი საქართველოში მოქმედი ამერიკული აგენტურის შესახებ. საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ამ წერილში შეიძლება დიდი სიახლე არც არაფერი ყოფილიყო. პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ღრმად ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, როგორ შეიყვანა 90-იანი წლების ბოლოდან ამერიკის საელჩომ შევარდნაძის იძულებითი თანხმობით თავისი ხალხი თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, ე.წ. "ვარდების რევოლუციის“ მოსაწყობად როგორ შეიქმნა და აღიჭურვა ათეულობით ენჯეო და რევოლუციის შემდეგ როგორ ჩამოყალიბდა ხელისუფლების ვერტიკალი, რომელიც 2004-12 წლებში საელჩოს სრულ კონტროლს ექვემდებარებოდა.

შესაბამისად, თუ 80-იან და 90-იან წლებში საქართველოს სუვერენიტეტს მთავარ საფრთხეს "კაგებეშნიკები“ და რუსული სპეცსამსახურების აგენტები უქმნიდნენ, 2000-იან წლებში რუსულ აგენტურასთან ერთად სუვერენიტეტისთვის სერიოზულ პრობლემად ამერიკული აგენტურაც იქცა. მეტიც, აგენტურის სიას თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ არაერთ შემთხვევაში კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ამერიკულ სპეცსამსახურებში პირდაპირ რუსული სპეცსამსახურებიდან ამოყვეს თავი. ეს ფაქტი თავისთავად იმაზე მიუთითებს, რომ აგენტი სხვა სახელმწიფოს სამსახურში არა მისი პოლიტიკური ორიენტაციის, არამედ მხოლოდ უპრინციპობისა და უსამშობლობის გამო დგება.

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სიახლე ვერც ის იქნება, რომ "ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსული ხელისუფლების მთავარი ლიდერები და იდეოლოგები ამერიკულ აგენტურაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდნენ. ჩვენი ინფორმაციით, 2013 წელს ორი მათგანი სწორედ საელჩოს დაჟინებული თხოვნით გადაურჩა დაჭერას, როდესაც პროკურატურას მათზე სრულიად უნაკლო სისხლის სამართლის საქმეები ჰქონდა გამზადებული. ენჯეოების რამდენიმე ყოფილი და მოქმედი ლიდერის აგენტობაზე საზოგადოებას, ვფიქრობთ, თავისი მკაფიო წარმოდგენა აქვს შექმნილი. აგენტურა საკმაოდ სოლიდურად იყო წარმოდგენილი 2012 წლის სამთავრობო კოალიციაშიც, რის გამოც "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას ამერიკელები მაშინ შედარებით მარტივად შეეგუენ.

დღეისათვის, ამ ადამიანების უმეტესობა "ნაციონალურ მოძრაობაში“ და სხვა რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებშია გადანაწილებული. მათგან ზოგიერთი ჯერჯერობით შედარებით დაბალი ჩინის აგენტები უნდა იყვნენ, თუმცა, ვხედავთ, რომ დაწინაურებისთვის ისინი მაქსიმუმს კადრულობენ.

ბუნებრივია, მიამიტები ვერ ვიქნებოდით და იმის ილუზია ვერ გვექნებოდა, რომ ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აგენტურის ქსელის გარეშე იმოქმედებდა. აქ საყურადღებო ორი ფაქტია:

პირველი, გზავნილი იმის შესახებ, რომ მხოლოდ რუსეთის აგენტია ცუდი და ამერიკის აგენტი კარგია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე პირდაპირი ფორმითაც კი შემოგვაპარეს, სრულიად მიუღებელია. პარტნიორი სახელმწიფოს აგენტობა ზუსტად ისეთივე სამშობლოს ღალატი და უღირსი ქმედებაა, როგორიც ოკუპანტი სახელმწიფოს აგენტობა. შესაბამისად, ამერიკელების მიერ აგენტურის ქსელის შექმნას გარკვეული რაციონალური ახსნა თუ აქვს, ქართველების აგენტობას იოტისოდენა გამართლებაც ვერ ექნება;

მეორე, განსაკუთრებით შემაშფოთებელი ისაა, რომ საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებენ. ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ამ საქმეში აგენტები საელჩოს მხოლოდ ბრმად მიყვებიან და ქვეყანას შეგნებულად არ ვნებენ. ეს ფაქტი აგენტების უღირსობას განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენს.

აქვე განვმარტავთ, რომ ჩვენს მიერ ნახსენებ წერილში გამოქვეყნებული აგენტურის სია მცირე კორექტირებას საჭიროებს და არასრულია. ამასთან, აღნიშნულ სიაში მხოლოდ იმ ადამიანების გვარებია მოცემული, რომელთა უმეტესობის აგენტობა საზოგადოებაში რაიმე არსებითი დისკუსიის საგანი ვერ გახდება. საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას მივაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ მეტ ინფორმაციას აგენტების თემაზე, რათა საზოგადოებას ჰქონდეს რაც შეიძლება ფართო ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც არა საკუთარი, არამედ სხვა სახელმწიფოს სამსახურში დგანან.

ამ შემთხვევაშიც, ჩვენი მიზანი არა ვინმეს პერსონალური მხილება, არამედ ხალხისთვის სიმართლის გაზიარება და ამით, ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვაა, რაც ქართული საზოგადოებისადმი ჩვენი მთავარი დაპირება იყო. ღრმად გვწამს, რომ არსებული საფრთხეების განეიტრალება მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალით არის შესაძლებელი“,- აღნიშნულია განცხადებაში.