კრემლის პროპაგანდისტი, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვლადიმერ სალავიოვი ეთერში სახეზე ნაკაწრებითა და სილურჯეებით გამოჩნდა. როდესაც ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, თუ რა სჭირდა სახეზე, ისინი "უბრალოდ ჯოჯოხეთში გაგზავნა".
რუსულ მედიაში ვრცელდება ვერსიები, თუ რა შეიძლებოდა დამართოდა სალავიოვს. ერთ-ერთი ვერსიით, სალავიოვის ჩალურჯებას რუსეთში დაბრუნებულ ალა პუგაჩოვას უკავშირებენ. 1 სექტემბერს ერთ-ერთ გამოსვლაში ალა პუგაჩოვამ განაცხადა, რომ დაბრუნების შემდეგ სურვილი ჰქონდა ერთი ადამიანისთვის "სახე შეევსო".
ვის გულისხმობდა პრიმადონა, არ დაუკონკრეტებია, მაგრამ მოგვიანებით სალოვიოვის შესახებ პოსტიც დაწერა. შეგახსენებთ, რომ ემიგრაციაში წასული ალას ვარსკვლავური ოჯახი ვლადიმერმა არაერთხელ გააკრიტიკა და არც თუ ისე სასიამოვნოდ მოიხსენია.
"მართლა დაგიჭირა პუგაჩოვამ?";
"რაღაც უცნაურია. პუგაჩოვას სურდა მისი სახის ამოვსება. დამთხვევაა? არა მგონია";
"დარწმუნებული არ ვარ, არის თუ არა ეს დაკავშირებული ალასთან, მაგრამ ამბავი სასაცილოა", - წერენ სოციალურ ქსელში.