ავტორი:

"მარადონასთან ახლოსაც ვერ მივალ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ კლუბის დიდი მოთამაშე ვიყო“ - რას წერს BBC -ი ხვიჩა კვარაცხელიაზე?

"მარადონასთან ახლოსაც ვერ მივალ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ კლუბის დიდი მოთამაშე ვიყო“ - რას წერს BBC -ი ხვიჩა კვარაცხელიაზე?

"შეიძლება, ხვიჩა კვარაცხელიას მოსვლას არ გამოუწვევია ისეთივე აჟიოტაჟი, როგორც დიეგო მარადონას ტრანსფერს ბარსელონადან 38 წლის წინ, მაგრამ სერია A-ში ბრწყინვალე დასაწყისი აღფრთოვანებას იწვევს და გარემარბს "კვარადონაც" კი უწოდეს", - წერს BBC -ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ.

გამოცემის თანახმად, კვარაცხელიამ ისაუბრა იმ პასუხისმგებლობაზე, როცა შენს სახელს მარადონას გვერდით იხსენიებენ, თუმცა აღიარა, რომ მას ეს მეტსახელი მოსწონს.

"მარადონასთან ახლოსაც ვერ მივალ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ კლუბის დიდი მოთამაშე ვიყო“, - მოჰყავს გამოცემას კვარაცხელიას ეს ციტატა.

"7 სექტემბერს, როცა "ნაპოლი" "ლივერპულს" დიეგო არმანდო მარადონას სტადიონზე უმასპინძლებს, ეს ჩემპიონთა ლიგაში კვარაცხელიას დებიუტი იქნება.

კვარაცხელიაზე კომენტარი სპალეტიმაც გააკეთა:

"იმ დღეს, როცა მან კონტრაქტს ხელი მოაწერა, ჩემს სახლში დავპატიჟე ჩაის დასალევად... მას ნებისმიერი ბურთის კონტროლი შეუძლია. ზოგადად, ძალიან მორცხვია, არასდროს უნდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ როცა ფეხბურთს თამაშობს, თავდაჯერებულია“, - წერს BBC.

იხილეთ ასევე:

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა