პოლიტიკა
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მან ხელში აიყვანა დამშეული 1 კვირის ბიჭუნა და ძუძუთი გამოკვება - სალმა ჰაიეკის ემოციური ისტორია
მან ხელში აიყვანა დამშეული 1 კვირის ბიჭუნა და ძუძუთი გამოკვება - სალმა ჰაიეკის ემოციური ისტორია

ჩვი­ლის ფორ­მუ­ლის და საკ­ვე­ბი ბოთ­ლე­ბის გა­მო­გო­ნე­ბამ­დე სხვი­სი ბავ­შვე­ბის ძუ­ძუ­თი კვე­ბა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა იყო. ქალ­თა კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვის დიდი ხნის ჩემ­პი­ონ­მა, სალ­მა ჰა­ი­ეკ­მა, სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნის 1 კვი­რის ჩვი­ლი შიმ­ში­ლის­გან იხ­სნა და თა­ვი­სი რძე მო­ა­წო­ვა. ეს ემო­ცი­უ­რი ის­ტო­რია სალ­მამ კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნა.

მსა­ხი­ო­ბი, აფ­რი­კის საქ­ველ­მოქ­მე­დო მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, 2008 წელს ჩაფ­რინ­და სი­ე­რა ლე­ო­ნეს რეს­პუბ­ლი­კა­ში. სა­ა­ვად­მყო­ფოს დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, ის ერთ-ერთ დე­დას გა­და­ა­წყდა, რო­მელ­საც რძე დამ­შრა­ლი ჰქონ­და. თა­ვად სალ­მას კი 1 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და. მან აიყ­ვა­ნა ავად­მყო­ფი და დამ­შე­უ­ლი 1 კვი­რის ბი­ჭუ­ნა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გარ­შე­მო უამ­რა­ვი კა­მე­რა და გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი იყო, სალ­მამ ბავ­შვის ძუ­ძუ­თი გა­მოკ­ვე­ბა და­ი­წყო.

გარ­და ამი­სა, ჰა­ი­ეკ­მა გან­მარ­ტა, რომ ბავ­შვე­ბის ამ გზით დახ­მა­რე­ბის ტრა­დი­ცია მის ოჯახ­ში დიდი ხნის წი­ნათ და­ი­წყო. მრა­ვა­ლი წლის წინ, მექ­სი­კურ სო­ფელ­ში მის­მა დიდ­მა ბე­ბი­ამ სა­სო­წარ­კვე­თი­ლი უცხო ადა­მი­ა­ნის მში­ე­რი ჩვი­ლი გა­და­არ­ჩი­ნა თა­ვი­სი რძით.

ჰა­ი­ე­კი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მისი გა­და­წყვე­ტილ­ბა უცხო ბავ­შვი ძუ­ძუ­თი გა­მო­ეკ­ვე­ბა, იმის მცდე­ლო­ბაც იყო, რომ გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა სტიგ­მა, რო­მე­ლიც ქა­ლებს ძუ­ძუ­თი ბავ­შვის გა­მოკ­ვე­ბის გარ­შე­მო აქვთ. ამ კე­თილ­შო­ბი­ლი ქმე­დე­ბით მან მკა­ფი­ოდ და­ა­ფიქ­სი­რა, რომ ქა­ლებს უნდა ჰქონ­დეთ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და არ უნდა ეში­ნო­დეთ სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის.

წყა­რო: brightside

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
21

მეც მომშივდა

*
29

სალმა დეიდაა, რომ იცოდე როგორი ნაშიმშილარი და დამშეული ვარგული დაგეწვება ჩემი ცოდვიით, ეგებ მეც მიშველო :)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მან ხელში აიყვანა დამშეული 1 კვირის ბიჭუნა და ძუძუთი გამოკვება - სალმა ჰაიეკის ემოციური ისტორია

მან ხელში აიყვანა დამშეული 1 კვირის ბიჭუნა და ძუძუთი გამოკვება - სალმა ჰაიეკის ემოციური ისტორია

ჩვილის ფორმულის და საკვები ბოთლების გამოგონებამდე სხვისი ბავშვების ძუძუთი კვება გავრცელებული პრაქტიკა იყო. ქალთა კეთილდღეობაზე ზრუნვის დიდი ხნის ჩემპიონმა, სალმა ჰაიეკმა, სრულიად უცნობი ადამიანის 1 კვირის ჩვილი შიმშილისგან იხსნა და თავისი რძე მოაწოვა. ეს ემოციური ისტორია სალმამ კიდევ ერთხელ გაიხსენა.

მსახიობი, აფრიკის საქველმოქმედო მისიაში მონაწილეობის მისაღებად, 2008 წელს ჩაფრინდა სიერა ლეონეს რესპუბლიკაში. საავადმყოფოს დათვალიერებისას, ის ერთ-ერთ დედას გადააწყდა, რომელსაც რძე დამშრალი ჰქონდა. თავად სალმას კი 1 წლის ქალიშვილი ჰყავდა. მან აიყვანა ავადმყოფი და დამშეული 1 კვირის ბიჭუნა და მიუხედავად იმისა, რომ გარშემო უამრავი კამერა და გადამღები ჯგუფი იყო, სალმამ ბავშვის ძუძუთი გამოკვება დაიწყო.

გარდა ამისა, ჰაიეკმა განმარტა, რომ ბავშვების ამ გზით დახმარების ტრადიცია მის ოჯახში დიდი ხნის წინათ დაიწყო. მრავალი წლის წინ, მექსიკურ სოფელში მისმა დიდმა ბებიამ სასოწარკვეთილი უცხო ადამიანის მშიერი ჩვილი გადაარჩინა თავისი რძით.

ჰაიეკი ამტკიცებდა, რომ მისი გადაწყვეტილბა უცხო ბავშვი ძუძუთი გამოეკვება, იმის მცდელობაც იყო, რომ გაენადგურებინა სტიგმა, რომელიც ქალებს ძუძუთი ბავშვის გამოკვების გარშემო აქვთ. ამ კეთილშობილი ქმედებით მან მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ქალებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის გაკეთების საშუალება და არ უნდა ეშინოდეთ საკუთარი სხეულის.

წყარო: brightside

მოამზადა: ანა სიბოშვილმა