პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგლის თავზე სახარების კითხვას“ ჰგავს, გამოდიან და პირდაპირ ითხოვენ ისეთ რაღაცას, რაც პოლარიზაციას აღვივებს" - კობახიძე ოპოზიციაზე
"მგლის თავზე სახარების კითხვას“ ჰგავს, გამოდიან და პირდაპირ ითხოვენ ისეთ რაღაცას, რაც პოლარიზაციას აღვივებს" - კობახიძე ოპოზიციაზე

ხალ­ხს პირ­ველ პუნ­ქტად ეუბ­ნე­ბი­ან, რომ მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა უნდა იყოს დე­პო­ლა­რი­ზა­ცია და "მგლის თავ­ზე სა­ხა­რე­ბის კი­თხვას“ ჰგავს, ესე­ნი გა­მო­დი­ან და პირ­და­პირ ითხო­ვენ ისეთ რა­ღა­ცას, რაც პო­ლა­რი­ზა­ცი­ას აღ­ვი­ვებს - ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, აქ­ცი­ე­ბი და ა.შ., - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის მო­თხოვ­ნას ეხე­ბა.

მისი შე­ფა­სე­ბით, ნიკა მე­ლი­ამ რა­დი­კა­ლუ­რი მე­სი­ჯე­ბით პარ­ტი­ის შიგ­ნით სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­მაგ­რე­ბა სცა­და, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი მო­თხოვ­ნის თა­ვა­დაც არ სჯე­რა.

"ჩვენ ვმოქ­მე­დებთ ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით. ჩვენ შევ­ქმე­ნით სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბი და ყვე­ლას მო­ვუ­წო­დეთ ჩარ­თვის­კენ. ისი­ნი თუ არ ერ­თვე­ბი­ან რა ვქნათ, ვერც დე­პო­ლა­რი­ზა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ცალ­მხრი­ვად, ვერც ვა­ი­ძუ­ლებთ ვინ­მეს, რომ ჩა­ერ­თონ. დე­მოკ­რა­ტი­აა. ვი­ღა­ცას არ უნდა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია. "ნაც­მოძ­რა­ო­ბას“, რო­გორც ვა­შა­ძეს აშ­კა­რად არ უნდა 12 პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბა, დე­მოკ­რა­ტი­აა და შე­უძ­ლი­ათ ჰქონ­დეთ სა­კუ­თა­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნი, მაგ­რამ ჩვე­ნი სურ­ვი­ლია ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა და მათ ეში­ნი­ათ ამის, რომ ჩვენ ქუ­ლებს და­ვი­წერთ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს თუ მოგ­ვა­ნი­ჭე­ბენ და ა.შ. ეში­ნო­დეთ, აქვთ სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი, დე­მოკ­რა­ტი­ის ნა­წი­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებს - ხალ­ხს პირ­ველ პუნ­ქტად ეუბ­ნე­ბი­ან, რომ მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა უნდა იყოს დე­პო­ლა­რი­ზა­ცია და მგლის თავ­ზე სა­ხა­რე­ბის კი­თხვას ჰგავს, ესე­ნი გა­მო­დი­ან და პირ­და­პირ ითხო­ვენ ისეთ რა­ღა­ცას, რაც პო­ლა­რი­ზა­ცი­ას აღ­ვი­ვებს - ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, აქ­ცი­ე­ბი და ა.შ. ეს არის მათი არ­ჩე­ვა­ნი, არ სურთ არც დე­პო­ლა­რი­ზა­ცია, არც 12 პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბა, რად­გან მათ ეში­ნი­ათ 12 პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბის. ჰგო­ნი­ათ, რომ თუ მოგ­ვა­ნი­ჭე­ბენ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ დაგ­ვე­წე­რე­ბა ქუ­ლე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად მათ და­აკ­ლდე­ბა. დარ­ჩნენ ამ შიშ­ში და იყ­ვნენ თა­ვის ად­გილ­ზე, დე­მოკ­რა­ტი­აა და მათი არ­ჩე­ვა­ნია.

არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა 2024 წელს. თვი­თონ არ სჯე­რათ სა­კუ­თა­რი მო­თხოვ­ნის. გა­მო­ვი­და ნიკა მე­ლია, აქვთ შიდა პრობ­ლე­მე­ბი, რაც "ფე­ის­ბუქ­შიც“ ჩანს ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ და რა­ღაც რა­დი­კა­ლუ­რი მე­სი­ჯე­ბით სცა­და, რომ გა­ე­მაგ­რე­ბი­ნა პარ­ტი­ის შიგ­ნით სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი მო­თხოვ­ნის, რომ არ სჯე­რო­და ეს ნათ­ლად ჩან­და. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა რა არის მათი? ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის არ­ქო­ნა, ანუ ხალ­ხი მათ არ უჭერს მხარს და ასეთ პი­რო­ბებ­ში, რა თქმა უნდა, ვერ იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვერ­ცერთ მო­თხოვ­ნა, რო­მელ­საც ისი­ნი და­ა­ყე­ნე­ბენ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვერც აქ­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი. ბოლო არ­ჩევ­ნებ­ში ჩვენ ავი­ღეთ 47%, რაც არის დე­მოკ­რა­ტი­ა­ში სას­წა­უ­ლი შე­დე­გი, რო­დე­საც მმარ­თვე­ლი პარ­ტია 8 წლის თავ­ზე იღებს 47%-ს ეს არის მარ­თლაც ის შე­დე­გი, რო­მე­ლიც ბევრ რა­მეს აჩ­ვე­ნებს, მათ შო­რის იმას, თუ რამ­დე­ნად ნე­გა­ტი­უ­რად არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი გან­წყო­ბი­ლი იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მი­მართ, რას ჰქვია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ , რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნას მო­უ­ტა­ნა ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გვა, წა­მე­ბა და ათა­სი უბე­დუ­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ შექ­მნი­ლი უმ­ძი­მე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გან­სა­მუხ­ტად სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა და­ი­ნიშ­ნოს ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. მისი თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყვე­ლა ნა­ბი­ჯი, მოქ­მე­დე­ბა, აქ­ტი­ვო­ბა ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

საყოველთაო კეთილდღეობა მისი მიღწევის საყოველთაო სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობების გზით. ამის მიღწევა შეიძლება ინდივიდის და მეწარმის სრული თავისუფლების და სახელმწიფოსთან თანაბარ უფლება მოვალეობრივი სისტემის ფარგლებში- "კანონი სწორია ,მაგრამ გადასახადის გადამხდელი ყოველთვის მართალია" !!!! სახელმწიფო ეკონომიკურად აქტიური პირის პარტნიორი უნდა იყოს საქმეში და მფარველი მისი ბიზნესის და არა სადამსჯელო საექსპროპიაციო ინსტიტუტი, როგორც დღესაა, სახელმწიფომ არა მხოლოდ საკუთარი ინსტიტუტების , არამედ ინდივიდის დაცვის ველზე უნდა განახორციელოს თავისი კლასიკური დანიშნულება, შექმნას და განახორციელოს სამართლიანი სამართალი.

ალექს
0

იდეა როგორ არ არსებობს, ის ჭაბუა ამირეჯიბმაც გამოაქვეყნა ოცი თუ ოცდახუთი წლის წინ , დიახ და ის იდეა რეალურია -ეს საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევაა სრული სოციალური , პოლიტიკური და მატერიალური სამართლიანობის დამყარების გზით , ანუ ახალი სახელმწიფოსი , ახალი კონსტიტუციით , ახალი კანონმდებლობით, ახალი მმართველობით, ეს ძველი, იმ კომპარტიის ერთიანი ნაშთია ! ახალი სისტემის დროს მათ, ძველებს, ცხადია გამოვიყენებთ-ვალი აქვთ ჩვენი და ქვეყნისაც , ოღონდ არამმართველ , არაგანმკარგულებელ, არამაკონტროლებელ და არა დამსჯელმიმსჯელდამჯარიმებელ პოზიციებზე -ამეებით უკავია მაგათ სული და მონოპოლიზირებული აქვთ პოლიტიკაც და ბიზნესიც, არცერთის მმართველი კი არ არიან და თავად არიან საკონტროლო და დასასჯელი, ყაჩაღების შთამომავლებია და არც თვითონ აკლებენ, მათი ძალა ამ სისტემაშია, რომელიც ბოლშევიკურია და უზრუნველყოფს მცირე ჯგუფით მასებზე გაბატონებას და ამის ხარჯზე კარგად ცხოვრებას, სხვისთვის ნორმალურად ცხოვრების საშუალების შეზღუდვით, ან მოსპობით!

ავტორი:

"მგლის თავზე სახარების კითხვას“ ჰგავს, გამოდიან და პირდაპირ ითხოვენ ისეთ რაღაცას, რაც პოლარიზაციას აღვივებს" - კობახიძე ოპოზიციაზე

"მგლის თავზე სახარების კითხვას“ ჰგავს, გამოდიან და პირდაპირ ითხოვენ ისეთ რაღაცას, რაც პოლარიზაციას აღვივებს" - კობახიძე ოპოზიციაზე

ხალხს პირველ პუნქტად ეუბნებიან, რომ მთავარი ამოცანა უნდა იყოს დეპოლარიზაცია და "მგლის თავზე სახარების კითხვას“ ჰგავს, ესენი გამოდიან და პირდაპირ ითხოვენ ისეთ რაღაცას, რაც პოლარიზაციას აღვივებს - ვადამდელი არჩევნები, აქციები და ა.შ., - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას ეხება.

მისი შეფასებით, ნიკა მელიამ რადიკალური მესიჯებით პარტიის შიგნით საკუთარი პოზიციების გამაგრება სცადა, თუმცა საკუთარი მოთხოვნის თავადაც არ სჯერა.

"ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობით. ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფები და ყველას მოვუწოდეთ ჩართვისკენ. ისინი თუ არ ერთვებიან რა ვქნათ, ვერც დეპოლარიზაცია განხორციელდება ცალმხრივად, ვერც ვაიძულებთ ვინმეს, რომ ჩაერთონ. დემოკრატიაა. ვიღაცას არ უნდა ევროინტეგრაცია. "ნაცმოძრაობას“, როგორც ვაშაძეს აშკარად არ უნდა 12 პუნქტის შესრულება, დემოკრატიაა და შეუძლიათ ჰქონდეთ საკუთარი საგარეო პოლიტიკური არჩევანი, მაგრამ ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსის მიღება და მათ ეშინიათ ამის, რომ ჩვენ ქულებს დავიწერთ კანდიდატის სტატუსს თუ მოგვანიჭებენ და ა.შ. ეშინოდეთ, აქვთ საკუთარი არჩევანი, დემოკრატიის ნაწილია ეს ყველაფერი.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს - ხალხს პირველ პუნქტად ეუბნებიან, რომ მთავარი ამოცანა უნდა იყოს დეპოლარიზაცია და მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს, ესენი გამოდიან და პირდაპირ ითხოვენ ისეთ რაღაცას, რაც პოლარიზაციას აღვივებს - ვადამდელი არჩევნები, აქციები და ა.შ. ეს არის მათი არჩევანი, არ სურთ არც დეპოლარიზაცია, არც 12 პუნქტის შესრულება, რადგან მათ ეშინიათ 12 პუნქტის შესრულების. ჰგონიათ, რომ თუ მოგვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვეწერება ქულები და შესაბამისად მათ დააკლდება. დარჩნენ ამ შიშში და იყვნენ თავის ადგილზე, დემოკრატიაა და მათი არჩევანია.

არჩევნები იქნება 2024 წელს. თვითონ არ სჯერათ საკუთარი მოთხოვნის. გამოვიდა ნიკა მელია, აქვთ შიდა პრობლემები, რაც "ფეისბუქშიც“ ჩანს ძალიან მკაფიოდ და რაღაც რადიკალური მესიჯებით სცადა, რომ გაემაგრებინა პარტიის შიგნით საკუთარი პოზიციები, მაგრამ საკუთარი მოთხოვნის, რომ არ სჯეროდა ეს ნათლად ჩანდა. მთავარი პრობლემა რა არის მათი? ეს არის საზოგადოების მხარდაჭერის არქონა, ანუ ხალხი მათ არ უჭერს მხარს და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ვერ იქნება წარმატებული ვერცერთ მოთხოვნა, რომელსაც ისინი დააყენებენ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ვერც აქციები იქნება წარმატებული. ბოლო არჩევნებში ჩვენ ავიღეთ 47%, რაც არის დემოკრატიაში სასწაული შედეგი, როდესაც მმართველი პარტია 8 წლის თავზე იღებს 47%-ს ეს არის მართლაც ის შედეგი, რომელიც ბევრ რამეს აჩვენებს, მათ შორის იმას, თუ რამდენად ნეგატიურად არის საზოგადოების უდიდესი ნაწილი განწყობილი იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რას ჰქვია "ნაციონალური მოძრაობა“ , რომელმაც ქვეყანას მოუტანა ტერიტორიების დაკარგვა, წამება და ათასი უბედურება“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება, აქტივობა ამ მიზნის მისაღწევად იქნება მიმართული.