ავტორი:

ვინ შეცვლის ვანო ჯავახიშვილს "მთავარ არხზე"?

ვინ შეცვლის ვანო ჯავახიშვილს "მთავარ არხზე"?

მას შემდეგ, რაც მთავარი არხი "კომედი შოუს" გუნდმა დატოვა, არხი კომედიური გადაცემის გარეშე არ დარჩენილა და გუშინ სოციალურ ქსელში ახალი ანონსი გამოაქვეყნა.

იუმორისტულ შოუს ვანო ჯავახიშვილის ნაცვლადრ ილო ბეროშვილი წაიყვანს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, ბეროშვილს მსგავსი ფორმატის გადაცემა "იმედზე“ მიჰყავდა.

გადაცემის პრომოში ჩანს გრძელწვერა მამაკაცი, რომელიც ცივილიზაციას მოწყვეტილად, ქოხში ცხოვრობს. მოულოდნელად შეშის ჩეხვის დროს მასთან ვერტმფრენით ორი მამაკაცი მიფრინდება. დროა... სახლში შესული ბეროშვილი უკვე შარვალ-კოსტიუმითა და გადაცემის წამყვანისთვის მორგებული იმიჯით გამოდის.

"მთავარ არხზე“ დარჩა ნიკა გრიგოლიაც. არხზე შაბათ-კვირას "შენს დილას" ილო ბეროშვილი, ნიკა გრიგოლია, სალომე დადუნაშვილი წაიყვანენ...

რაც შეეხება ვანო ჯავახიშვილს, მისი იუმორისტული შოუ "ტვ პირველზე” გავა. არხიდან ვანოს გუნდის წასვლას კრიტიკულად გამოეხმაურა "მთავარი არხი", რასაც შემდგომ იუმორისტის განაწყენება მოხდა. მხარეები ერთმანეთს სპეციალური მიმართვებით გამოეხმაურნენ. მართალია მხარდამჭერების ნაწილს "მთავარი არხის“ განცხადების ტონი არ მოეწონათ, მაგრამ მოგვიანებით არხის პოზიციას ციხიდან მხადაჭერა ნიკა გვარამიამაც გამოუცხადა.