სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანჯელინა ჯოლის მტკიცებით, ბრედ პიტმა "შატო მირავალი" განქორწინების გამო შურის საძიებლად წაართვა - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის დაპირისპირება
ანჯელინა ჯოლის მტკიცებით, ბრედ პიტმა "შატო მირავალი" განქორწინების გამო შურის საძიებლად წაართვა - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის დაპირისპირება

ბრედ პიტი და ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი კვლავ ვერ მო­რიგ­დნენ საფ­რან­გე­თის ვე­ნა­ხე­ბის თა­ო­ბა­ზე წა­მო­წყე­ბუ­ლი და­ვი­სას. ამ­ჯე­რად ჯო­ლის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ამ, "Nouvel"-მა 250-მი­ლი­ონ­დო­ლა­რი­ა­ნი სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა ბრედ პი­ტის წი­ნა­აღ­მდეგ. კომ­პა­ნია ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლიმ ღვი­ნის ქარ­ხა­ნა­ში თა­ვი­სი წი­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და­ა­არ­სა. ჯოლი სარ­ჩელ­ში ამ­ტკი­ცებს, რომ ბრედ­მა და მის­მა "ბან­დამ“ მზაკ­ვრუ­ლი კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყეს "შატო მი­რა­ვა­ლის" ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად, რად­გან პიტს გან­ქორ­წი­ნე­ბის და ბავ­შვებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის გამო ყო­ფილ ცოლ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბა სურ­და. ის ასვვე ფიქ­რობს, რომ ბრედს სურ­და, რომ ჯო­ლის ვე­ნა­ხის უზარ­მა­ზა­რი მო­გე­ბი­დან კა­პი­კიც კი არ ენა­ხა.

სარ­ჩელ­ში ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი ამ­ტკი­ცებს, რომ ბრედ პიტ­მა ისარ­გებ­ლა იმით, რომ ყო­ფილ ცოლს დიდი წილი ჰქონ­და "შატო მი­რა­ვალ­ში" და ის იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და, ხელი მო­ე­წე­რა "გა­ჩუ­მე­ბის პუნ­ქტზე“, რო­მე­ლიც ქალს უკ­რძა­ლავ­და იმ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამ­ხე­ლას, რა­მაც მათი გან­ქორ­წი­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. ან­ჯე­ლი­ნას ასე­ვე სა­ი­დუმ­ლოდ უნდა შე­ე­ნა­ხა ის ფაქ­ტიც, რომ პიტ­მა "შატო მი­რა­ვა­ლის" კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი გაფ­ლან­გა "უაზ­რო პრო­ექ­ტებ­ში“ , მათ შო­რის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია სა­ცუ­რაო აუზი, რო­მელ­შიც მან მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­და­ი­ხა­და. პი­ტის მი­თი­თე­ბით, კომ­პა­ნი­ამ ასე­ვე შე­უკ­ვე­თა შა­ტო­ში ერთი კი­ბის აშე­ნე­ბა, მაგ­რამ იმის გამო, რომ პიტ­მა სამ­ჯერ და­ი­წუ­ნა მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი, სულ ოთხჯერ მო­უ­წი­ათ მისი ხე­ლახ­ლა აშე­ნე­ბა. ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბი იმა­საც ამ­ტკი­ცებს, რომ პიტ­მა "აი­ძუ­ლა", რომ შა­ტოს ხორ­ვა­ტი­უ­ლი ქვის კედ­ლე­ბის რე­კონ­სტრუქ­ცი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ე­ხარ­ჯა.

"ეს თან­ხე­ბი ჯო­ლი­სა და "ნუ­ვე­ლის" წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად და­ი­ხარ­ჯა", - ნათ­ქვა­მია ჯო­ლის მიერ შე­ტა­ნილ სარ­ჩელ­ში.

სა­სა­მარ­თლო­ში წარ­მოდ­გე­ნილ ქა­ღალ­დებ­ში აქვე ნათ­ქვა­მია, რომ პიტი და ჯოლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე შე­თან­ხმდნენ: საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტებ­ზე ან­ჯე­ლი­ნას უნდა ეზ­რუ­ნა, მათ შო­რის ჯოლი-პი­ტის ფონ­დზე, ხოლო "შატო მი­რა­ვა­ლის" ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა პი­ტის ხელ­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "მი­რა­ვა­ლის" ბიზ­ნე­სი აყ­ვავ­და, მას შემ­დეგ წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში უამ­რა­ვი რამ მოხ­და: პიტს ალ­კოჰო­ლიზ­მის პრობლმა და­ე­წყო, რა­საც მოჰ­ყვა სწო­რედ მათი ცნო­ბი­ლი ჩხუ­ბი თვითმფრი­ნავ­ში და შემ­დეგ მათი გაყ­რა.

მსა­ხი­ო­ბი შე­ტა­ნილ სარ­ჩელ­ში წერს:

"გან­ქორ­წი­ნე­ბი­სა და მე­ურ­ვე­ო­ბის პრო­ცე­სის სა­პა­სუ­ხოდ, პიტ­მა მრა­ვალ­მხრი­ვი და მრა­ვალ­წლი­ა­ნი კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყო "შატო მი­რა­ვალ­ზე" კონ­ტრო­ლის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად. მას სურ­და "მი­რა­ვა­ლი" მის ერ­თპი­როვ­ნულ სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­სუ­ლი­ყო." აქვე წე­რია, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ბრე­დი ან­ჯე­ლი­ნას არ ახე­დებ­და "შატო მი­რა­ვა­ლის" საქ­მე­ებ­ში და კომ­პა­ნი­ის მარ­თვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უმა­ლავ­და".

ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი ასე­ვე ამ­ტკი­ცებს, რომ პიტ­მა შე­ი­მუ­შა­ვა და შე­ას­რუ­ლა გეგ­მა, შა­ტო­დან ფა­რუ­ლად გა­და­ე­ტა­ნა თა­ვი­სი წი­ლე­ბი მისი და მისი მე­გობ­რე­ბის კუთ­ვნილ კომ­პა­ნი­ებ­ში, რათა "ჯო­ლის აქ­ტი­ვე­ბი გა­ე­უ­ფა­სუ­რე­ბი­ნა“.

წყვი­ლი ქო­ნე­ბის გამო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო სხვა­დას­ხვა იუ­რი­დი­ულ და­ვებ­ში. ჯო­ლი­სა და მისი ად­ვო­კა­ტე­ბის მხრი­დან ეს უკა­ნას­კნე­ლი სარ­ჩე­ლი პი­ტის ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ შე­ტა­ნი­ლი სა­ბუ­თე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­პა­სუ­ხო სვლაა.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფერიდე
3

აუ ნეტავ ეხლა ყოფილ ქმარს ვედავებოდე 230 მილიონს და ისე კიდევ რამდენიმე ასეულობით მილიონი მქონდეს ქონება. ამათი პრობლემა ზღაპარივით იკითხება

ვაჩე!
8

ანჯელინა "დოროყაშვილი"!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ანჯელინა ჯოლის მტკიცებით, ბრედ პიტმა "შატო მირავალი" განქორწინების გამო შურის საძიებლად წაართვა - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის დაპირისპირება

ანჯელინა ჯოლის მტკიცებით, ბრედ პიტმა "შატო მირავალი" განქორწინების გამო შურის საძიებლად წაართვა - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის დაპირისპირება

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი კვლავ ვერ მორიგდნენ საფრანგეთის ვენახების თაობაზე წამოწყებული დავისას. ამჯერად ჯოლის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ, "Nouvel"-მა 250-მილიონდოლარიანი სარჩელი შეიტანა ბრედ პიტის წინააღმდეგ. კომპანია ანჯელინა ჯოლიმ ღვინის ქარხანაში თავისი წილის შესანარჩუნებლად დააარსა. ჯოლი სარჩელში ამტკიცებს, რომ ბრედმა და მისმა "ბანდამ“ მზაკვრული კამპანია წამოიწყეს "შატო მირავალის" ხელში ჩასაგდებად, რადგან პიტს განქორწინების და ბავშვებზე მეურვეობის პროცედურების გამო ყოფილ ცოლზე შურისძიება სურდა. ის ასვვე ფიქრობს, რომ ბრედს სურდა, რომ ჯოლის ვენახის უზარმაზარი მოგებიდან კაპიკიც კი არ ენახა.

სარჩელში ანჯელინა ჯოლი ამტკიცებს, რომ ბრედ პიტმა ისარგებლა იმით, რომ ყოფილ ცოლს დიდი წილი ჰქონდა "შატო მირავალში" და ის იძულებული გახადა, ხელი მოეწერა "გაჩუმების პუნქტზე“, რომელიც ქალს უკრძალავდა იმ გარემოებების გამხელას, რამაც მათი განქორწინება გამოიწვია. ანჯელინას ასევე საიდუმლოდ უნდა შეენახა ის ფაქტიც, რომ პიტმა "შატო მირავალის" კომპანიის კუთვნილი მილიონობით დოლარი გაფლანგა "უაზრო პროექტებში“ , მათ შორის დასახელებულია საცურაო აუზი, რომელშიც მან მილიონზე მეტი გადაიხადა. პიტის მითითებით, კომპანიამ ასევე შეუკვეთა შატოში ერთი კიბის აშენება, მაგრამ იმის გამო, რომ პიტმა სამჯერ დაიწუნა მიღებული შედეგი, სულ ოთხჯერ მოუწიათ მისი ხელახლა აშენება. ჰოლივუდის მსახიობი იმასაც ამტკიცებს, რომ პიტმა "აიძულა", რომ შატოს ხორვატიული ქვის კედლების რეკონსტრუქციაზე რამდენიმე მილიონი დოლარი დაეხარჯა.

"ეს თანხები ჯოლისა და "ნუველის" წინააღმდეგობის მიუხედავად დაიხარჯა", - ნათქვამია ჯოლის მიერ შეტანილ სარჩელში.

სასამართლოში წარმოდგენილ ქაღალდებში აქვე ნათქვამია, რომ პიტი და ჯოლი პასუხისმგებლობების განაწილებაზე შეთანხმდნენ: საქველმოქმედო პროექტებზე ანჯელინას უნდა ეზრუნა, მათ შორის ჯოლი-პიტის ფონდზე, ხოლო "შატო მირავალის" ინვესტიციების ზედამხედველობა პიტის ხელში უნდა ყოფილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ "მირავალის" ბიზნესი აყვავდა, მას შემდეგ წყვილის ცხოვრებაში უამრავი რამ მოხდა: პიტს ალკოჰოლიზმის პრობლმა დაეწყო, რასაც მოჰყვა სწორედ მათი ცნობილი ჩხუბი თვითმფრინავში და შემდეგ მათი გაყრა.

მსახიობი შეტანილ სარჩელში წერს:

"განქორწინებისა და მეურვეობის პროცესის საპასუხოდ, პიტმა მრავალმხრივი და მრავალწლიანი კამპანია წამოიწყო "შატო მირავალზე" კონტროლის ხელში ჩასაგდებად. მას სურდა "მირავალი" მის ერთპიროვნულ საკუთრებაში გადასულიყო." აქვე წერია, რომ განქორწინების შემდეგ ბრედი ანჯელინას არ ახედებდა "შატო მირავალის" საქმეებში და კომპანიის მართვის შესახებ ინფორმაციას უმალავდა".

ანჯელინა ჯოლი ასევე ამტკიცებს, რომ პიტმა შეიმუშავა და შეასრულა გეგმა, შატოდან ფარულად გადაეტანა თავისი წილები მისი და მისი მეგობრების კუთვნილ კომპანიებში, რათა "ჯოლის აქტივები გაეუფასურებინა“.

წყვილი ქონების გამო თვეების განმავლობაში იყო სხვადასხვა იურიდიულ დავებში. ჯოლისა და მისი ადვოკატების მხრიდან ეს უკანასკნელი სარჩელი პიტის ადვოკატების მიერ შეტანილი საბუთების წინააღმდეგ საპასუხო სვლაა.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა