სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარიერა რუსეთში, სასიყვარულო ამბები და პრეზიდენტის ფავორიტობა - სოფო ნიჟარაძე: "პირად ურთიერთობებზე ბევრს არ ვლაპარაკობ, არც ჭორებს ავყვები ხოლმე..."
კარიერა რუსეთში, სასიყვარულო ამბები და პრეზიდენტის ფავორიტობა - სოფო ნიჟარაძე: "პირად ურთიერთობებზე ბევრს არ ვლაპარაკობ, არც ჭორებს ავყვები ხოლმე..."

მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მას შემ­დეგ მო­ექ­ცა, რაც 2008 წელს აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ, რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და დღემ­დე მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა თუ მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს. მას­ზე ბევ­რს ჭო­რა­ობ­დნენ, მე­დია მას ჯერ იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფა­ვო­რიტ მომ­ღერ­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­და, შემ­დეგ კი - საყ­ვა­რელ ქა­ლად. თუმ­ცა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის გა­რე­მოც­ვის­თვსაც და თა­ვად მომ­ღერ­ლის­თვის ეს უხერ­ხუ­ლი მით­ქმა-მოთ­ქმა იყო.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში სოფო ნი­ჟა­რა­ძე მღე­რო­და ყველ­გან. სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად ჩა­მო­სუ­ლი ჯო ბა­ი­დე­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად, გა­ნახ­ლე­ბულ ბა­თუმ­ში ან­დრია ბო­ჩე­ლის­თან თუ კრის დე ბურგთან ერ­თად. ამ­ბობ­დნენ, რომ მი­უ­ზიკ­ლი "ქეთო და კოტე“, რო­მელ­შიც სო­ფომ მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა, სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის და­იდ­გა.

ჭორი კი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ წლე­ბის შემ­დეგ და­დას­ტურ­და. 2015 წელს, მი­შას და სო­ფოს პირ­ვე­ლი სა­ერ­თო ფოტო გა­მოქ­ვეყ­ნდა, წყვი­ლი ბრი­უ­სე­ლის ქუ­ჩებ­ში ჩუ­მად გა­და­ი­ღეს.

მას შემ­დეგ კი, რაც სოფო ნი­ჟა­რა­ძეს შვი­ლი ამე­რი­კა­ში შე­ე­ძი­ნა, ამ­ბობ­დნენ, რომ ბავ­შვის მამა ექ­სპრე­ზი­დენ­ტი იყო, რაც უკვე პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა 2022 წლის დად­გო­მამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე "ფე­ის­ბუქპოს­ტით" და­ა­დას­ტუ­რა. თან ისე, რომ იმ დრო­ის­თვის უკვე გა­ცხა­დე­ბუ­ლი ჰქონ­და, რომ ცო­ლად უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კო მო­იყ­ვა­ნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოჩ­ნდა ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­შიც ჩანს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ქა­ლიშ­ვილს სა­ნა­ხა­ვად ამე­რი­კა­შიც აკი­თხავ­და. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერ­და, რომ სოფო მი­ხე­ილ­თან კი­ევ­შიც ჩა­დი­ო­და. ამას ისიც ადას­ტუ­რებს, რომ ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, მხარ­და­ჭე­რის ნიშ­ნად სოფო ნი­ჟა­რა­ძემ უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი, სო­ფომ ბავ­შვთან ერ­თად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ა­ვამდყო­ფო­შიც მო­ი­ნა­ხუ­ლა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მისი ოჯა­ხის­თვი­საც ამო­უხ­სნე­ლი დარ­ჩა. ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­დე­საც სოფო ნი­ჟა­რა­ძეს ბავ­შვი შე­ე­ძი­ნა, ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მამა მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ ბავ­შვის მამა სა­ა­კაშ­ვი­ლი არ იყო.

"ტყუ­ი­ლია ეს ინ­ფორ­მა­ცია, იმ გო­გო­საც ნუ აყე­ნებთ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ეს ისეა სი­მარ­თლე, რო­გორც მე მე­კუთ­ვნის, მთე­ლი უკ­რა­ი­ნის კუ­რორ­ტე­ბი. ჭორს რა გა­მო­ლევს უსაქ­მურ და ბოღ­მი­ან ხალ­ხში? მის ოჯახ­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, არა­ფე­რი არ მომ­ხდა­რა”, - აცხა­დებ­და ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სან­დრა რუ­ლოვსმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ლიზა იას­კო­ზე ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ი­დან შე­ი­ტყო.

  • რუ­სე­თი...

ვიდ­რე მი­შას შეხ­ვდე­ბო­და სოფო ნი­ჟა­რა­ძის ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოდ გან­ვი­თარ­და. მისი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა ბავ­შვო­ბი­დან და­ი­წყო. ხში­რად გა­მო­დი­ო­და სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სებ­ზე, სა­დაც უმე­ტეს­წი­ლად იმარ­ჯვებ­და.

1997 წელს პირ­ვე­ლად მოხ­ვდა რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში, მა­შინ მომ­ღე­რა­ლი Crystal Note-ის ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. 2002 წელს კი სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ვი­და მოს­კოვ­ში. ერთი წლის შემ­დეგ GITIS-ის სტუ­დენ­ტი გახ­და.

სო­ფოს პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი წარ­მა­ტე­ბა მი­უ­ზიკლმა "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტამ“ მო­უ­ტა­ნა, რო­მელ­შიც ქა­ლის მთა­ვარ როლ­ზე და­ამ­ტკი­ცეს მა­შინ, რო­დე­საც ამ როლ­ზე რამ­დე­ნი­მე ათა­სი აპ­ლი­კან­ტი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. მი­უ­ზიკ­ლის პრე­მი­ე­რა მოს­კოვ­ში 2004 წლის მა­ის­ში შედ­გა. შემ­დეგ კი და­ი­წყო თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი კა­რი­ე­რა და გას­ტრო­ლე­ბი. 2008 წელს ომის შემ­დეგ სოფო დე­დას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

  • ან­დრეი ალექ­სან­დრი­ნი

სოფო ან­დრეი ალექ­სან­დრინს, მი­უ­ზიკლ "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა­ზე“ მუ­შა­ო­ბი­სას შეხ­ვდა. ისი­ნი შეყ­ვა­რე­ბულ წყვილს თა­მა­შობ­დნენ. იმ­ჟა­მად რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, რომ ერ­თმა­ნე­თი პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მო­ე­წო­ნათ. ან­დრეი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უფრთხილ­დე­ბო­და სო­ფი­ას, ჩუქ­ნი­და თა­ი­გუ­ლებს, ავ­სებ­და კომ­პლი­მენ­ტე­ბით, წყვი­ლი ღა­მით ქა­ლაქ­ში ხში­რად სე­ირ­ნობ­და.

2005 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ან­დრეი ალექ­სან­დრინ­მა და სო­ფია ნი­ჟა­რა­ძემ ახლო მე­გობ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი კარ­მა-ბა­რის კლუბ­ში მი­იწ­ვი­ეს, სა­დაც სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მა Just Married წარ­მო­ად­გი­ნეს. ამ სპექ­ტაკლს რუ­სულ მე­დი­ა­ში დღემ­დე ქორ­წი­ნე­ბად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­მა­კაც­მა მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ ეს იყო შოუ და უბ­რა­ლოდ იხუმ­რეს.

ისი­ნი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რძე­ლებ­დნენ მე­გობ­რო­ბას. 2010 წელს ან­დრეი სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყო ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ჩა­მო­სუ­ლი, სა­დაც წყვი­ლი ისევ შეხ­ვდა ერ­თმა­ნეთს.

  • პა­ველ ბურე

სო­ფოს მოს­კოვ­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მას­ზე ჰო­კე­ისტი პა­ველ ბურე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ეს ქორ­წი­ნე­ბაც არ შედ­გა. წყვილს ხში­რად ხე­დავ­დნენ ერ­თად სხვა­დას­ხვა მოს­კო­ვურ წვე­უ­ლე­ბებ­ზე, ბურე სო­ფი­ას სპექ­ტაკ­ლე­ბის სტუ­მა­რიც იყო. წლე­ბის შემ­დეგ, როცა წყვი­ლი და­შორ­და, ამ­ბობ­დნენ, რომ პა­ველ­მა ნი­ჟა­რა­ძეს ხე­ლიც სთხო­ვა, მაგ­რამ... ბო­ლოს, ბუ­რემ მას­თან და­სამ­შვი­დო­ბებ­ლად და­რე­კა - ამე­რი­კა­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და. შეხ­ვედ­რაც კი ვერ შეძ­ლეს. სო­ფომ ცხოვ­რე­ბა ძვე­ლე­ბუ­რად გა­ნაგ­რძო.

2008 წელს სო­ფი­ას და პა­ველ ბუ­რეს გზე­ბი სა­ბო­ლო­ოდ გა­ი­ყო, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის გამო, სო­ფომ რუ­სეთ­ში აწყო­ბი­ლი კა­რი­ე­რა და­ტო­ვა, რამ­დე­ნი­მე თვე­ში კი პა­ველ ბუ­რემ ოლი­გარ­ქის ფა­ნის ჰა­სა­ნო­ვის ქა­ლიშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა.

"ჩემი რო­მეო" მსა­ხი­ო­ბი ან­დრეი ალექ­სან­დრი­ნი იყო, რო­მელ­თა­ნაც დღე­საც ვმე­გობ­რობ. ჩემი და ცნო­ბი­ლი ჰო­კე­ის­ტის პა­ველ ბუ­რეს გზე­ბი კი კარ­გა ხა­ნია გა­ი­ყო... სა­ერ­თოდ, პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ბევ­რს არ ვლა­პა­რა­კობ, არც ჭო­რებს ავ­ყვე­ბი ხოლ­მე... ერთს კი გე­ტყვით, რომ ყვე­ლა­ზე უკეთ თავს თბი­ლის­ში ვგრძნობ. მოს­კო­ვი­დან დღე­საც მეხ­მი­ა­ნე­ბი­ან, მაგ­რამ იქ დაბ­რუ­ნე­ბას არ ვა­პი­რებ...“ - ამ­ბობ­და მე­დი­ას­თან სოფო 2010 წელს.

  • და­ბო­ლოს...

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ღერ­ლის ახ­ლან­დელ ცხოვ­რე­ბას, სოფო ქა­ლიშ­ვილ­თან ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. ამე­რი­კი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ აგ­რძე­ლებს მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რას, გა­მო­დის კონ­ცერ­ტებ­ზე, თუმ­ცა არა სამ­თავ­რო­ბო...

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
imereli
16

ეს მაგარი იციან პირადიაო. არ არის პირადი უკვე როცა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ასეთი უზნეო და ხურუშიანია, ოჯახი რომ სულ ეკიდა თან საყვარლებს დონეების მიხედვით რომ ასაჩუქრებდა ბიუჯეტის ფულით

otari
43

ეს არის ნამუსისგან შორს მდგომი არსება! ყველა საყვარელთან ფულის გამო იყო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

კარიერა რუსეთში, სასიყვარულო ამბები და პრეზიდენტის ფავორიტობა - სოფო ნიჟარაძე: "პირად ურთიერთობებზე ბევრს არ ვლაპარაკობ, არც ჭორებს ავყვები ხოლმე..."

კარიერა რუსეთში, სასიყვარულო ამბები და პრეზიდენტის ფავორიტობა - სოფო ნიჟარაძე: "პირად ურთიერთობებზე ბევრს არ ვლაპარაკობ, არც ჭორებს ავყვები ხოლმე..."

მომღერალი სოფო ნიჟარაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა და დღემდე მისი პირადი ცხოვრება თუ მუსიკალური კარიერა აქტუალობას არ კარგავს. მასზე ბევრს ჭორაობდნენ, მედია მას ჯერ იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფავორიტ მომღერლად მოიხსენიებდა, შემდეგ კი - საყვარელ ქალად. თუმცა დაოჯახებული პრეზიდენტის გარემოცვისთვსაც და თავად მომღერლისთვის ეს უხერხული მითქმა-მოთქმა იყო.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში სოფო ნიჟარაძე მღეროდა ყველგან. საქართველოში სტუმრად ჩამოსული ჯო ბაიდენის პატივსაცემად, განახლებულ ბათუმში ანდრია ბოჩელისთან თუ კრის დე ბურგთან ერთად. ამბობდნენ, რომ მიუზიკლი "ქეთო და კოტე“, რომელშიც სოფომ მთავარი როლი შეასრულა, სპეციალურად მისთვის დაიდგა.

ჭორი კი მიხეილ სააკაშვილთან სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ წლების შემდეგ დადასტურდა. 2015 წელს, მიშას და სოფოს პირველი საერთო ფოტო გამოქვეყნდა, წყვილი ბრიუსელის ქუჩებში ჩუმად გადაიღეს.

მას შემდეგ კი, რაც სოფო ნიჟარაძეს შვილი ამერიკაში შეეძინა, ამბობდნენ, რომ ბავშვის მამა ექსპრეზიდენტი იყო, რაც უკვე პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა 2022 წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე "ფეისბუქპოსტით" დაადასტურა. თან ისე, რომ იმ დროისთვის უკვე გაცხადებული ჰქონდა, რომ ცოლად უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო მოიყვანა.

მოგვიანებით გამოჩნდა ფოტოები, რომელშიც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქალიშვილს სანახავად ამერიკაშიც აკითხავდა. უკრაინული მედია წერდა, რომ სოფო მიხეილთან კიევშიც ჩადიოდა. ამას ისიც ადასტურებს, რომ ომის დაწყების შემდეგ, მხარდაჭერის ნიშნად სოფო ნიჟარაძემ უკრაინაში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. რამდენიმე თვის წინ კი, სოფომ ბავშვთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი საავამდყოფოშიც მოინახულა.

სააკაშვილის პირადი ცხოვრება მისი ოჯახისთვისაც ამოუხსნელი დარჩა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სოფო ნიჟარაძეს ბავშვი შეეძინა, ექსპრეზიდენტის მამა მედიასთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ბავშვის მამა სააკაშვილი არ იყო.

"ტყუილია ეს ინფორმაცია, იმ გოგოსაც ნუ აყენებთ უხერხულ მდგომარეობაში. ეს ისეა სიმართლე, როგორც მე მეკუთვნის, მთელი უკრაინის კურორტები. ჭორს რა გამოლევს უსაქმურ და ბოღმიან ხალხში? მის ოჯახში ყველაფერი კარგად არის, არაფერი არ მომხდარა”, - აცხადებდა ნიკოლოზ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სანდრა რულოვსმა მიხეილ სააკაშვილის ლიზა იასკოზე ქორწინების შესახებ მედიიდან შეიტყო.

  • რუსეთი...

ვიდრე მიშას შეხვდებოდა სოფო ნიჟარაძის ცხოვრება საინტერესოდ განვითარდა. მისი მუსიკალური კარიერა ბავშვობიდან დაიწყო. ხშირად გამოდიოდა სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებზე, სადაც უმეტესწილად იმარჯვებდა.

1997 წელს პირველად მოხვდა რუსეთის დედაქალაქში, მაშინ მომღერალი Crystal Note-ის ფესტივალში მონაწილეობდა. 2002 წელს კი საბოლოოდ გადავიდა მოსკოვში. ერთი წლის შემდეგ GITIS-ის სტუდენტი გახდა.

სოფოს პირველი სერიოზული წარმატება მიუზიკლმა "რომეო და ჯულიეტამ“ მოუტანა, რომელშიც ქალის მთავარ როლზე დაამტკიცეს მაშინ, როდესაც ამ როლზე რამდენიმე ათასი აპლიკანტი განიხილებოდა. მიუზიკლის პრემიერა მოსკოვში 2004 წლის მაისში შედგა. შემდეგ კი დაიწყო თავბრუდამხვევი კარიერა და გასტროლები. 2008 წელს ომის შემდეგ სოფო დედასთან ერთად საქართველოში დაბრუნდა.

  • ანდრეი ალექსანდრინი

სოფო ანდრეი ალექსანდრინს, მიუზიკლ "რომეო და ჯულიეტაზე“ მუშაობისას შეხვდა. ისინი შეყვარებულ წყვილს თამაშობდნენ. იმჟამად რუსული მედია წერდა, რომ ერთმანეთი პირველივე დღიდან მოეწონათ. ანდრეი განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა სოფიას, ჩუქნიდა თაიგულებს, ავსებდა კომპლიმენტებით, წყვილი ღამით ქალაქში ხშირად სეირნობდა.

2005 წლის შემოდგომაზე ანდრეი ალექსანდრინმა და სოფია ნიჟარაძემ ახლო მეგობრები და ნათესავები კარმა-ბარის კლუბში მიიწვიეს, სადაც საკონცერტო პროგრამა Just Married წარმოადგინეს. ამ სპექტაკლს რუსულ მედიაში დღემდე ქორწინებად მოიხსენიებენ, თუმცა მოგვიანებით მამაკაცმა მედიასთან განაცხადა, რომ ეს იყო შოუ და უბრალოდ იხუმრეს.

ისინი დიდი ხნის განმავლობაში აგრძელებდნენ მეგობრობას. 2010 წელს ანდრეი საქართველოშიც იყო ერთ-ერთ ღონისძიებაზე ჩამოსული, სადაც წყვილი ისევ შეხვდა ერთმანეთს.

  • პაველ ბურე

სოფოს მოსკოვში ცხოვრების პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მასზე ჰოკეისტი პაველ ბურე იყო შეყვარებული, თუმცა ეს ქორწინებაც არ შედგა. წყვილს ხშირად ხედავდნენ ერთად სხვადასხვა მოსკოვურ წვეულებებზე, ბურე სოფიას სპექტაკლების სტუმარიც იყო. წლების შემდეგ, როცა წყვილი დაშორდა, ამბობდნენ, რომ პაველმა ნიჟარაძეს ხელიც სთხოვა, მაგრამ... ბოლოს, ბურემ მასთან დასამშვიდობებლად დარეკა - ამერიკაში მიემგზავრებოდა. შეხვედრაც კი ვერ შეძლეს. სოფომ ცხოვრება ძველებურად განაგრძო.

2008 წელს სოფიას და პაველ ბურეს გზები საბოლოოდ გაიყო, რუსეთ-საქართველოს ომის გამო, სოფომ რუსეთში აწყობილი კარიერა დატოვა, რამდენიმე თვეში კი პაველ ბურემ ოლიგარქის ფანის ჰასანოვის ქალიშვილზე იქორწინა.

"ჩემი რომეო" მსახიობი ანდრეი ალექსანდრინი იყო, რომელთანაც დღესაც ვმეგობრობ. ჩემი და ცნობილი ჰოკეისტის პაველ ბურეს გზები კი კარგა ხანია გაიყო... საერთოდ, პირად ურთიერთობებზე ბევრს არ ვლაპარაკობ, არც ჭორებს ავყვები ხოლმე... ერთს კი გეტყვით, რომ ყველაზე უკეთ თავს თბილისში ვგრძნობ. მოსკოვიდან დღესაც მეხმიანებიან, მაგრამ იქ დაბრუნებას არ ვაპირებ...“ - ამბობდა მედიასთან სოფო 2010 წელს.

  • დაბოლოს...

რაც შეეხება მომღერლის ახლანდელ ცხოვრებას, სოფო ქალიშვილთან ელის მარია სააკაშვილთან ერთად ცხოვრობს. ამერიკიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ აგრძელებს მუსიკალურ კარიერას, გამოდის კონცერტებზე, თუმცა არა სამთავრობო...