2022 წლის 8 სექტემბერს, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის Nexia TA-ის ტრენინგ ცენტრი - „ნექსია თიეი აკადემია“ ყველაზე მასშტაბურ ფინანსური ანგარიშგების კონფერენციას გამართავს.
შეხვედრის ფარგლებში დარგის პროფესიონალები ისაუბრებენ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: მმართველობითი ანგარიშგების მომზადება - ნინო სამყურაშვილი, კონსოლიდირებული და ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საგადასახადო ასპექტები - დავით მამრიკიშვილი, უკრაინის ომის გავლენა ფინანსურ ანგარიშგებაზე - სოფო ღუდუშაური, საგადასახადო სიახლეები - გელა მღებრიშვილი.
შეხვედრის ბოლოს გაიმართება პანელური დისკუსია მომხსენებლებთან, რომლებიც ასევე უპასუხებენ აუდიტორიის კითხვებს და გაუზიარებენ კომპეტენტურ რეკომენდაციებს.
აუდიტორია ინფორმაციას მიიღებს Nexia TA-ს მიმდინარე ვაკანსიების შესახებ და დაინტერესებულ პირებს პოტენციურ დამსაქმებლებთან გასაუბრების საშუალება ექნებათ. ასევე, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს Hotsale.ge სხვადასხვა სასიამოვნო სიურპრიზსა და გათამაშებას სთავაზობს.
კონფერენცია 11:00 საათზე, Pullman Tbilisi Axis Towers-ის სრულიად ახალ და მრავალფუნქციურ სივრცეში ჩატარდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
R