მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სჯობს, არახამიამ გახსნას კარტები და ეს ორი საკითხი გააერთიანოს - დაშანტაჟების მიზანი რომ არის "მეორე ფრონტი“, თქვას კაცურად" - კობახიძე
"სჯობს, არახამიამ გახსნას კარტები და ეს ორი საკითხი გააერთიანოს - დაშანტაჟების მიზანი რომ არის "მეორე ფრონტი“, თქვას კაცურად" - კობახიძე

სჯობს, არა­ხა­მი­ამ გახ­სნას კარ­ტე­ბი და ეს ორი სა­კი­თხი გა­ა­ერ­თი­ა­ნოს - და­შან­ტა­ჟე­ბის მი­ზა­ნი რომ არის "მე­ო­რე ფრონ­ტი“, ეს თქვას პირ­და­პირ, კა­ცუ­რად, - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა უკ­რა­ი­ნის კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ სან­ქცი­ე­ბის სიის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, სა­დაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­ცაა შეყ­ვა­ნი­ლი.

კო­ბა­ხი­ძის თქმით, ახლა უკ­რა­ი­ნის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო უნდა იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი “უმ­ძი­მე­სი კო­რუფ­ცი­ით, რო­მე­ლიც დღეს უკ­რა­ი­ნა­შია”.

“უკ­რა­ი­ნის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო უნდა იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი კო­რუფ­ცი­ით, რო­მე­ლიც დღეს უკ­რა­ი­ნა­შია, ამის მა­გივ­რად სხვა რა­ღა­ცით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. რო­გორც ჩანს, არ აღელ­ვებთ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში კო­რუფ­ცია, რო­მელ­შიც მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბიც არი­ან გახ­ვე­უ­ლი. დიდი ხა­ნია არა­ხა­მი­ამ და­ა­ა­ნონ­სა, რომ ამას აპი­რებ­დნენ - ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ დადო სია და ზუს­ტად იგი­ვე სია და­ი­დო უკ­რა­ი­ნის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ. ეს კო­ორ­დი­ნა­ცია რო­გორ ხდე­ბა, ამა­ზე ჩვე­ნი ეჭ­ვე­ბი გვაქვს, თუმ­ცა ბო­ლომ­დე კარ­ტებს, ბუ­ნებ­რი­ვია, არ გავ­შლით. ხე­დავთ, რომ არა­ხა­მია, ერთი მხრივ, და­ნი­ლო­ვის და პო­დო­ლი­ა­კის ხე­ლით გვირ­ჩევს, რომ ომში ჩა­ვერ­თოთ, “მე­ო­რე ფრონ­ტი” გავ­ხსნათ, მე­ო­რე მხრივ კი ცდი­ლობს, დაგ­ვა­შან­ტა­ჟოს სან­ქცი­ე­ბით. ჯობს, გახ­სნას კარ­ტე­ბი და ეს ორი სა­კი­თხი გა­ა­ერ­თი­ა­ნოს - და­შან­ტა­ჟე­ბის მი­ზა­ნი რომ არის “მე­ო­რე ფრონ­ტი”, ეს თქვას პირ­და­პირ, კა­ცუ­რად. ქარ­თველ ხალ­ხს უნდა უთხრან ეს, რა­ტომ ემუქ­რე­ბი­ან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სან­ქცი­ე­ბით და მე­ო­რე ხე­ლით რა­ტომ ითხო­ვენ “მე­ო­რე ფრონ­ტის” გახ­სნას, ამა­ზე ქარ­თველ ხალ­ხს ესა­უბ­რონ, ღირ­სე­უ­ლე­ბი თუ არი­ან. მაგ­რამ მათ ღირ­სე­ბა არ აქვთ. არა­ხა­მი­ას ღირ­სე­ბა ვი­ცით, რაც არის. გა­ა­ერ­თი­ა­ნონ ორი მო­თხოვ­ნა - შან­ტა­ჟი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ და მა­თი­ვე მო­თხოვ­ნა “მე­ო­რე ფრონ­ტის” გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ გა­ბე­და­ვენ, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა უნდა გა­და­წყვი­ტოს ყვე­ლა­ფე­რი და შე­იძ­ლე­ბა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა რჩე­ვაც მის­ცეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს - თუ გავ­ხსნით “მე­ო­რე ფრონტს” და ომში ჩა­ვერ­თვე­ბით, ერთი მხრივ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს პრობ­ლე­მე­ბი აღარ ექ­ნე­ბა თა­ვის მი­ლი­არდ დო­ლარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე­ო­რე მხრივ კი, ქარ­თველ ხალ­ხს უნდა, რომ ვიბ­რძო­ლოთ ბოლო ქარ­თვე­ლამ­დე და შე­ვე­წი­როთ ამ ომს. მო­დით, ღიად და­ის­ვას ეს სა­კი­თხი. ამას ვურ­ჩევ­დი არა­ხა­მი­ას, ნაც­ვლად გვერ­დი­თი შან­ტა­ჟი­სა, თქვას, რომ იმი­ტომ აშან­ტა­ჟებს ივა­ნიშ­ვილს, რომ სურს "მე­ო­რე ფრონ­ტის“ გახ­სნა, რაც არა­ერ­თხელ მო­ი­თხო­ვეს და­ნი­ლო­ვის და პო­დო­ლი­ა­კის პი­რით. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მათი საქ­ცი­ე­ლი იქ­ნე­ბა ღირ­სე­უ­ლი, მაგ­რამ მათ ღირ­სე­ულ ქმე­დე­ბებს არ ვე­ლო­დე­ბით”,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

გარ­და ამი­სა, კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნის მხრი­დან სან­ქცი­ებ­ზე წას­ვლა სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა.

“რო­დე­საც არის კი­თხვა, არის თუ არა საფრ­თხე, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დაბ­რუნ­დეს პო­ლი­ტი­კა­ში, რათა გვთხო­ვოს ომის და­წყე­ბა, ამას გა­მოვ­რი­ცხავ. ამ კაცს არ­ცერ­თი ნა­ბი­ჯი არ გა­და­უდ­გამს ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და არც ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­დად­გამს. ამა­ში ყვე­ლა აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ. გან­სხვა­ვე­ბით არა­ხა­მი­ას­გან, რო­მე­ლიც უსამ­შობ­ლო კა­ცია, ივა­ნიშ­ვილ­მა კარ­გად იცის სამ­შობ­ლოს ფასი, ამი­ტომ ვე­რა­ნა­ი­რი შან­ტა­ჟი და მუ­ქა­რა მას ვერ აი­ძუ­ლებს, რომ ნა­ბი­ჯი გა­დად­გას “მე­ო­რე ფრონ­ტის” მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც არის მათი გა­ცხა­დე­ბუ­ლი მი­ზა­ნი. ამა­ზე ღიად სა­უბ­რობ­დნენ და­ნი­ლო­ვი და პო­დო­ლი­ა­კი, ახლა შან­ტა­ჟით ცდი­ლო­ბენ აქეთ­კენ წა­იყ­ვა­ნონ საქ­მე, მაგ­რამ ამას ვერ ეღირ­სე­ბი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა ფორ­მა­ლურ სან­ქცი­ებს, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის და­შან­ტა­ჟე­ბა გინ­და, ფორ­მა­ლუ­რი სან­ქცია არ არის ეფექ­ტი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა. ადა­მი­ანს თუ დას­ჯი, იმას ვე­ღარ და­ა­შან­ტა­ჟებ, ამი­ტომ არა­ფორ­მა­ლუ­რი სან­ქცი­აა ამ კუ­თხით უფრო ეფექ­ტი­ა­ნი, რაც შვე­ი­ცა­რი­ა­ში ხდე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათი მხრი­დან იქ­ნე­ბა ერ­თგვა­რი სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ნა­ბი­ჯი სან­ქცი­ებ­ზე წას­ვლა, ლო­გი­კუ­რად, ეს ასე არ უნდა მოხ­დეს”,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნის კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ სან­ქცი­ე­ბის ნუს­ხა­ში შეყ­ვა­ნი­ლია: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლი, ქე­თე­ვან ხა­რა­ი­ძე, გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე, უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი, ტიტე მა­მა­ცაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი რუ­ხა­ძე, ალექ­სეი პოლ­ტავ­ჩენ­კო, ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, და­ვით ხი­და­შე­ლი, სულ­ხან პა­პაშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი კორ­ჟე­ვი, დი­მიტ­რი ტრო­იც­კი, ლე­ვან ვა­სა­ძე და ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
1

არახამია ხარ თუ ვიღაც ჩოილარა შენ მილიონებს მიხედე საქართველოს შეშვი რა

გიორგი
2

ივანიშვილის გულისთვის,რომ იყრით თავზე ნაცარს,მის გარდა კიდევ 11 კაცია სიაში. იმათ რატომ არ ახსენებს კობახიძე, თუ მათი დანაშაული ეჭვს არ იწვევს.

ავტორი:

"სჯობს, არახამიამ გახსნას კარტები და ეს ორი საკითხი გააერთიანოს - დაშანტაჟების მიზანი რომ არის "მეორე ფრონტი“, თქვას კაცურად" - კობახიძე

"სჯობს, არახამიამ გახსნას კარტები და ეს ორი საკითხი გააერთიანოს - დაშანტაჟების მიზანი რომ არის "მეორე ფრონტი“, თქვას კაცურად" - კობახიძე

სჯობს, არახამიამ გახსნას კარტები და ეს ორი საკითხი გააერთიანოს - დაშანტაჟების მიზანი რომ არის "მეორე ფრონტი“, ეს თქვას პირდაპირ, კაცურად, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ სანქციების სიის გამოქვეყნებას, სადაც ბიძინა ივანიშვილიცაა შეყვანილი.

კობახიძის თქმით, ახლა უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტო უნდა იყოს დაკავებული “უმძიმესი კორუფციით, რომელიც დღეს უკრაინაშია”.

“უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტო უნდა იყოს დაკავებული უმძიმესი კორუფციით, რომელიც დღეს უკრაინაშია, ამის მაგივრად სხვა რაღაცით არიან დაკავებულები. როგორც ჩანს, არ აღელვებთ საკუთარ ქვეყანაში კორუფცია, რომელშიც მაღალჩინოსნებიც არიან გახვეული. დიდი ხანია არახამიამ დააანონსა, რომ ამას აპირებდნენ - ელენე ხოშტარიამ დადო სია და ზუსტად იგივე სია დაიდო უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ. ეს კოორდინაცია როგორ ხდება, ამაზე ჩვენი ეჭვები გვაქვს, თუმცა ბოლომდე კარტებს, ბუნებრივია, არ გავშლით. ხედავთ, რომ არახამია, ერთი მხრივ, დანილოვის და პოდოლიაკის ხელით გვირჩევს, რომ ომში ჩავერთოთ, “მეორე ფრონტი” გავხსნათ, მეორე მხრივ კი ცდილობს, დაგვაშანტაჟოს სანქციებით. ჯობს, გახსნას კარტები და ეს ორი საკითხი გააერთიანოს - დაშანტაჟების მიზანი რომ არის “მეორე ფრონტი”, ეს თქვას პირდაპირ, კაცურად. ქართველ ხალხს უნდა უთხრან ეს, რატომ ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილს სანქციებით და მეორე ხელით რატომ ითხოვენ “მეორე ფრონტის” გახსნას, ამაზე ქართველ ხალხს ესაუბრონ, ღირსეულები თუ არიან. მაგრამ მათ ღირსება არ აქვთ. არახამიას ღირსება ვიცით, რაც არის. გააერთიანონ ორი მოთხოვნა - შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის მიმართ და მათივე მოთხოვნა “მეორე ფრონტის” გახსნასთან დაკავშირებით, თუ გაბედავენ, ძალიან კარგი იქნება. ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი და შეიძლება ქართველმა ხალხმა რჩევაც მისცეს ბიძინა ივანიშვილს - თუ გავხსნით “მეორე ფრონტს” და ომში ჩავერთვებით, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილს პრობლემები აღარ ექნება თავის მილიარდ დოლართან დაკავშირებით, მეორე მხრივ კი, ქართველ ხალხს უნდა, რომ ვიბრძოლოთ ბოლო ქართველამდე და შევეწიროთ ამ ომს. მოდით, ღიად დაისვას ეს საკითხი. ამას ვურჩევდი არახამიას, ნაცვლად გვერდითი შანტაჟისა, თქვას, რომ იმიტომ აშანტაჟებს ივანიშვილს, რომ სურს "მეორე ფრონტის“ გახსნა, რაც არაერთხელ მოითხოვეს დანილოვის და პოდოლიაკის პირით. ასეთ შემთხვევაში მათი საქციელი იქნება ღირსეული, მაგრამ მათ ღირსეულ ქმედებებს არ ველოდებით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძის განცხადებით, უკრაინის მხრიდან სანქციებზე წასვლა სასოწარკვეთილი ნაბიჯი იქნება.

“როდესაც არის კითხვა, არის თუ არა საფრთხე, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში, რათა გვთხოვოს ომის დაწყება, ამას გამოვრიცხავ. ამ კაცს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ქვეყნის წინააღმდეგ და არც ამ შემთხვევაში გადადგამს. ამაში ყველა აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. განსხვავებით არახამიასგან, რომელიც უსამშობლო კაცია, ივანიშვილმა კარგად იცის სამშობლოს ფასი, ამიტომ ვერანაირი შანტაჟი და მუქარა მას ვერ აიძულებს, რომ ნაბიჯი გადადგას “მეორე ფრონტის” მიმართულებით, რაც არის მათი გაცხადებული მიზანი. ამაზე ღიად საუბრობდნენ დანილოვი და პოდოლიაკი, ახლა შანტაჟით ცდილობენ აქეთკენ წაიყვანონ საქმე, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან. რაც შეეხება ფორმალურ სანქციებს, როდესაც ადამიანის დაშანტაჟება გინდა, ფორმალური სანქცია არ არის ეფექტიანი საშუალება. ადამიანს თუ დასჯი, იმას ვეღარ დააშანტაჟებ, ამიტომ არაფორმალური სანქციაა ამ კუთხით უფრო ეფექტიანი, რაც შვეიცარიაში ხდება. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან იქნება ერთგვარი სასოწარკვეთილი ნაბიჯი სანქციებზე წასვლა, ლოგიკურად, ეს ასე არ უნდა მოხდეს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ სანქციების ნუსხაში შეყვანილია: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, გიორგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილი, ტიტე მამაცაშვილი, ირაკლი რუხაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, დიმიტრი კორჟევი, დიმიტრი ტროიცკი, ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე.