სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10-მილიონი ქონება, პირადი თვითმფრინავით მოგზაურობა და სასიყვარულო სკანდალი - რა ცხოვრება განვლო დღემდე ჯონსონის შემცვლელმა, რომელსაც მარგარეტ ტეტჩერს ადარებენ
10-მილიონი ქონება, პირადი თვითმფრინავით მოგზაურობა და სასიყვარულო სკანდალი - რა ცხოვრება განვლო დღემდე ჯონსონის შემცვლელმა, რომელსაც მარგარეტ ტეტჩერს ადარებენ

ის­ტო­რია მე­ორ­დე­ბა. მარ­გა­რეტ ტეტ­ჩე­რი­სა და ტე­რე­ზა მეის შემ­დეგ დიდ ბრი­ტა­ნეთს მე­სა­მე ქალი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მერი ელი­სა­ბედ (ლიზ) ტრა­სი ჰყავს.

"კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის" ლი­დერ­მა, რო­მე­ლიც სკან­და­ლურ ბო­რის ჯონ­სონს შეც­ვლის, ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კენ­ჭისყრა­ში მისი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, ფი­ნანსთა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, რიში სუ­ნა­კი და­ა­მარ­ცხა. ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბამ 82.6% შე­ად­გი­ნა. ლიზ ტრას­მა 81 326, ხოლო ყო­ფილ­მა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა კი 60 399 ხმა მი­ი­ღო.

ლიზ ტრა­სის პო­ლი­ტი­კუ­რი კერ­პი მარ­გა­რეტ ტეტ­ჩე­რია. "რკი­ნის ლედი“, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო შეც­ვა­ლა, 1975 -1990 "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ ლი­დე­რი იყო. 32 წლის შემ­დეგ დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ისევ "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ ლი­დე­რი, ისევ ქალი - ელი­სა­ბედ ტრა­სი გახ­და.

მერი ელი­ზა­ბედ ტრა­სი 2010 წლი­დან სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ ნორ­ფოლ­კის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია. დე­ვიდ კა­მე­რო­ნის, ტე­რე­ზა მე­ი­სა და ბო­რის ჯონ­სო­ნის დროს სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ებს იკა­ვებ­და.

2021 წლი­დან სა­გა­რეო, თა­ნა­მე­გობ­რო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის პოსტს იკა­ვებ­და. 2019 წლი­დან კი ქალ­თა და თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხე­ბის მი­ნის­ტრი იყო.

სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ არის მი­ლი­ო­ნე­რი, ყო­ფი­ლი ლი­ბე­რალ-დე­მოკ­რა­ტი აქ­ტი­ვის­ტი, რო­მელ­მაც მო­უ­ლოდ­ნე­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვალა?

  • ბავ­შვო­ბა

მერი ელი­ზა­ბეტ ტრა­სი 1975 წლის 26 ივ­ლისს ინ­გლის­ში, ჯონ კე­ნეტ­სა და პრის­ცი­ლა მერი ტრა­სის ოჯახ­ში და­ი­ბა­და.

მისი მამა ლიდსის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­თე­მა­ტი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი იყო. დედა კი მედ­და და ბირ­თვუ­ლი გა­ნი­ა­რა­ღე­ბის კამ­პა­ნი­ის წევ­რი იყო.

რო­დე­საც ტრა­სი 4 წლის იყო, ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად შოტ­ლან­დი­ა­ში, რენფრევ­შირ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც 1979 წლი­დან 1985 წლამ­დე იცხოვ­რეს. პა­ტა­რა ლიზი და­წყე­ბით სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და.

ლიზ ტრა­სი მშობ­ლებ­თან ერ­თად

მო­ვი­ა­ნე­ბით ტრას­მა სწავ­ლა რა­უნდჰე­ის სკო­ლა­ში გა­აგ­რძე­ლა, სა­ი­და­ნაც არც თუ სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბე­ბი დარ­ჩა. შემ­დეგ კი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ნა­და­ში სწავ­ლობ­და. იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი მოკ­ლე პე­რი­ო­დი მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ლიზ ტრა­სი კა­ნა­და­ში სწავ­ლის დროს კლა­სე­ლებ­თან ერ­თად

"კა­ნა­და­ში არ­სე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა სა­ქე­ბა­რია, გან­სხვა­ვე­ბით რა­უნდჰე­ის­გან“, - აღ­ნიშ­ნავს ტრა­სი, რო­მე­ლიც თა­ნაკ­ლა­სე­ლებს "კლა­სის სა­უ­კე­თე­სო, მე­ამ­ბო­ხე მოს­წავ­ლედ“ და­ა­მახ­სოვ­რდათ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ჰქონ­და ძლი­ე­რი ინ­ტე­რე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის მი­მართ. სურ­და შე­ეც­ვა­ლა უსახ­ლკა­რო­თა ცხოვ­რე­ბა. ოქსფორდში, მერ­ტო­ნის კო­ლე­ჯში სწავ­ლი­სას კი, რო­მე­ლიც 1996 წელს და­ამ­თავ­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით აინ­ტე­რე­სებ­და ფი­ლო­სო­ფია, პო­ლი­ტი­კა და ეკო­ნო­მი­კა.

ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ტრა­სი ლი­ბე­რალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი და ლი­ბე­რალ-დე­მოკ­რა­ტი ახალ­გაზ­რდე­ბის ეროვ­ნუ­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის წევ­რი იყო. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში და­უ­ჭი­რა მხა­რი ახალ­გაზ­რდა ლიზ­მა კა­ნა­ფის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას და მო­ნარ­ქი­ის გა­უქ­მე­ბას. აწარ­მო­ებ­და კამ­პა­ნი­ას სის­ხლის სა­მარ­თლის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის შე­სა­ხებ.

1994 წელი, სტუ­დენ­ტი ელი­ზა­ბედ ტრა­სი მო­ნარ­ქი­ის გა­უქ­მე­ბის მო­თხოვ­ნით გა­მო­დის

ოქსფორდში, კო­ლე­ჯის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, 1996 წელს ტრას­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და "ლი­ბე­რალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი“ მოძ­რა­ო­ბის პრე­ზი­დენ­ტი, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი "კონ­სერ­ვა­ტი­ულ პარ­ტი­ას“ შე­უ­ერ­თდა. სწო­რედ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო მისი სა­მო­მავ­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის ეფექ­ტუ­რი ტრამ­პლი­ნი...

  • პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რა

1996 წლი­დან 2000 წლამ­დე ტრა­სი Shell-ში მუ­შა­ობ­და. 1999 წელს იგი და­ა­წი­ნა­უ­რეს და კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტის ბუ­ღალ­ტე­რი გახ­და.

2000 წელს ტრა­სი და­საქმდა Cable & Wireless-ში, სა­დაც რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში და­ა­წი­ნა­უ­რეს და 2005 წელს ეკო­ნო­მი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი გახ­და.

პირ­ვე­ლი ორი არ­ჩევ­ნე­ბის წა­გე­ბის შემ­დეგ, ტრა­სი 2008 წლის იან­ვარ­ში რე­ფორ­მის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე გახ­და. ის მხარს უჭერ­და მკაცრ აკა­დე­მი­ურ სტან­დარ­ტებს სკო­ლებ­ში, უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებ­და სე­რი­ო­ზულ და ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა­ზე.

  • პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა

"კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ წევ­რო­ბი­დან ორი წლის შემ­დეგ - 1988 წელს ტრა­სი Lewisham Deptford-ში (Lewisham Deptford არის სა­პარ­ლა­მენ­ტო ოლქი, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პარ­ლა­მენ­ტის თემ­თა პა­ლა­ტა­ში 2015 წლი­დან), "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რედ იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

1998 წელს გრინ­ვი­ჩის ლონ­დო­ნის უბ­ნის საბ­ჭოს არ­ჩევ­ნებ­ში (ვანბ­რუ­გის ოლქი) და 2002 წელს (ბლექ­ჰით ვეს­ტკომბში) ტრას­მა არ­ჩევ­ნებ­ში ორ­ჯერ გა­ნი­ცა­და მარ­ცხი. თუმ­ცა, 2006 წლის 4 მა­ისს იგი აირ­ჩი­ეს ელ­თამ სა­უ­თის მრჩევ­ლად გრინ­ვი­ჩის ლონ­დო­ნის და­ბის საბ­ჭოს არ­ჩევ­ნებ­ში.

ტრა­სი 2012 წლი­დან 2014 წლამ­დე მსა­ხუ­რობ­და სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლედ გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში, სა­ნამ კა­მე­რო­ნი გა­რე­მოს დაც­ვის, სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა.

იგი ცდი­ლობ­და გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა ბრი­ტა­ნუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი მა­თე­მა­ტი­კა­ში იმის ში­შით, რომ ბავ­შვე­ბი ჩა­მორ­ჩე­ბოდ­ნენ აზი­ის ქვეყ­ნებს.

მას შემ­დეგ, რაც 2016 წლის ივ­ლის­ში კა­მე­რო­ნი გა­დად­გა, ლიზი იუს­ტი­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნად და ლორდ კან­ცლე­რად და­ი­ნიშ­ნა. იგი გახ­და პირ­ვე­ლი ქალი ლორდ კან­ცლე­რი ოფი­სის ათას­წლი­ან ის­ტო­რი­ა­ში. თუმ­ცა მას აკ­რი­ტი­კებ­დნენ იმის გამო, რომ ვერ იცავ­და მო­სა­მარ­თლე­ებს.

2017 წლის სა­ყო­ველ­თაო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ტრა­სი ხა­ზი­ნის მთა­ვარ მდივ­ნად და­ი­ნიშ­ნა.

2019 წელს კი ელი­სა­ბე­დი "კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბის“ ლი­დე­რად ბო­რის ჯონ­სო­ნის და­ნიშ­ვნის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი იყო. სწო­რედ ჯონ­სონ­მა და­ნიშ­ნა იგი სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნად სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის სა­კი­თხებ­ში და სა­ვაჭ­რო საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტად.

2021 წლის კა­ბი­ნე­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის დროს ლიზ ტრა­სი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გახ­და. 2021 წლის დე­კემ­ბერ­ში კი ევ­რო­კავ­შირ­თან ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის მთა­ვა­რი სპი­კე­რი და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ევ­რო­კავ­ში­რი-დიდი ბრი­ტა­ნე­თის პარტნი­ო­რო­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი და­ი­კა­ვა.

ჯონ­სო­ნის გა­დად­გო­მის შემ­დეგ, 2022 წლის "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში სწო­რედ ტრას­მა გა­ი­მარ­ჯვა.

  • ოჯა­ხი

ლიზ ტრასს ჰყავს მე­უღ­ლე ჰიუ ო'ლირი და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი - ფრენ­სი­სი და ლი­ბერ­ტი. შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში ბევ­რი რამ არ არის ცნო­ბი­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ფრენ­სი­სი ამ წლის მარ­ტში 16 წლის გახ­დე­ბო­და, რად­გან ტრას­მა 2020 წელს Instagram-ის პოს­ტი გა­ა­ზი­ა­რა, რო­მელ­შიც ფრენ­სი 14 წლის იყო.

მისი უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ლი­ბერ­ტი, ნო­ემ­ბერ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ 14 წლის გახ­დე­ბა.

2018 წელს Pienaar's Politics-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ტრას­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა და­მა­ლა, რად­გან ისი­ნი მათ­თან დიდ დროს ატა­რებ­დნენ.

"მე ცნო­ბი­ლი ვარ, რო­გორც ტე­ლე­ფო­ნე­ბის ცი­ხის უფ­რო­სი ჩვენს ოჯახ­ში“, - აცხა­დებ­და გა­მო­ცე­მას­თან ლიზი.

ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტი Instagram-ზე ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ოჯა­ხურ სუ­რა­თებს, სა­დაც ჩანს, რომ ისი­ნი პიკ­ნიკ­ზე, და­სას­ვე­ნებ­ლად ხში­რად და­დი­ან. შა­ბათ-კვი­რას კი ოჯა­ხი სა­სურ­ველ კერძს ერ­თად ამ­ზა­დებს და დროს კარ­გად ატა­რე­ბენ. თუმ­ცა მათი სა­ხე­ე­ბის გა­მო­ჩე­ნას ერი­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჰიუ ო'ლირს, ცნო­ბი­ლია, რომ წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს 1997 წელს ბლექპულ­ში, “კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე შეხ­ვდა - ეს ნამ­დვი­ლად იყო ცუდი პე­რი­ო­დი პარ­ტი­ის­თვის, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი პე­რი­ო­დი ახალ­გაზ­რდა წყვი­ლის­თვის.

2019 წელს ჟურ­ნალ You Magazine-თან სა­უბ­რი­სას, ტრას­მა თქვა, რომ მა­შინ ჰიუმ ის ყი­ნულ­ზე სას­რი­ა­ლოდ და­პა­ტი­ჟა, სა­დაც მან ფეხი მო­ი­ტე­ხა. სწო­რედ ამ შეხ­ვედ­რი­დან სამი წლის შემ­დეგ შედ­გა წყვი­ლის ქორ­წი­ლი.

მე­უღ­ლის მსგავ­სად, მის­ტერ ო'ლე­რის სურ­და ჩარ­თუ­ლი­ყო პო­ლი­ტი­კა­ში და 1998, 2002 და 2006 წლებ­ში სცა­და სამ­ხრეთ ლონ­დონ­ში, გრინ­ვი­ჩის საკ­რე­ბუ­ლო­ში მოხ­ვერ­დი­ლი­ყო, თუმ­ცა წა­რუ­მა­ტებ­ლად.

2006 წელს, წყვილ­მა კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი გა­ი­ა­რა, რო­დე­საც ლიზ ტრა­სი­სა და მის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე კონ­სერ­ვა­ტორ მარკ ფილდს შო­რის არ­სე­ბუ­ლი რო­მა­ნის დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი...

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამან პარ­ტი­ის წევ­რე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაც გა­მო­იწ­ვია, რა­საც ლი­ზის ემო­ცი­უ­რი პო­ზი­ცია მოჰ­ყვა:

"მე ნამ­დვი­ლად ვწუხ­ვარ ამის გამო. ეს არის შეც­დო­მა, რო­მე­ლიც და­ვუშ­ვი და რაც შეგ­ვე­ხე­ბა მე და ჩემს ქმარს, ეს არის წყა­ლი ხი­დის ქვეშ", - გა­ნა­ცხა­და მა­შინ ტრას­მა.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაქარაშვილ-მარქარიანი…
7

ხათუნა გოგორიშვილ-ბაგდასაროვას ლიზ ტრასი მაინც ვერ შეედრება ვერც ჭკუით და ვერც სილამაზით!

ვახტანგი. 70 წლის
11

დიდი ბრიტანეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ტრასი (თრასი) ლეგენდარული პრემიერ-მინისტრი ტეტჩერის კარიკატურაა.

ზოგადად ამ პოსტზე არავითარი მნიშვნელობა არა აქვს პიროვნულად ვის აირჩევენ, რადგან ყოველი მათგანი გამოვა ანგლო-საქსების ინტერესებიდან და ყველაფერს ეცდება იყოს აშშ-ის პირველი სატელიტი ქვეყანა.

თავისი ისტორიის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი იყო სხვა ქვეყნების დამპყრობელი და კოლონიზატორი, რომელიც ძარცვავდა რა ამ ქვეყნებს თანდათან ხდებოდა მსოფლიოს უმდიდრესი და უძლიერესი სახელმწიფო. მაგალითისათვის ინდოეთის მოყვანაც საკმარისია, საიდანაც ტრილიონობით დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა და მიითვისა.

თუ რას მოუტანს დიდ-ბრიტანეთს ტრასის მმართველობა, ამას დრო აჩვენებს.

სავსებით შესაძლებელია თავისი წინამორბედი ჯონსონის ბედიც კი გაიზიაროს, რომელსაც ხალხმა არ აპატია სხვა ქვეყანაზე (უკრაინა) უფრო მეტად ზრუნვა, რის გამოც ამ სამეფოში დაისადგურა ეკონომიურმა კრიზისმა ყველა თავისი სოციალური პრობლემებითა და ცხოვრების დონის კატასტროფული დაკლებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

10-მილიონი ქონება, პირადი თვითმფრინავით მოგზაურობა და სასიყვარულო სკანდალი - რა ცხოვრება განვლო დღემდე ჯონსონის შემცვლელმა, რომელსაც მარგარეტ ტეტჩერს ადარებენ

10-მილიონი ქონება, პირადი თვითმფრინავით მოგზაურობა და სასიყვარულო სკანდალი - რა ცხოვრება განვლო დღემდე ჯონსონის შემცვლელმა, რომელსაც მარგარეტ ტეტჩერს ადარებენ

ისტორია მეორდება. მარგარეტ ტეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ დიდ ბრიტანეთს მესამე ქალი პრემიერ-მინისტრი, მერი ელისაბედ (ლიზ) ტრასი ჰყავს.

"კონსერვატიული პარტიის" ლიდერმა, რომელიც სკანდალურ ბორის ჯონსონს შეცვლის, ამ თანამდებობაზე კენჭისყრაში მისი მოწინააღმდეგე, ფინანსთა ყოფილი მინისტრი, რიში სუნაკი დაამარცხა. ამომრჩეველთა აქტივობამ 82.6% შეადგინა. ლიზ ტრასმა 81 326, ხოლო ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა კი 60 399 ხმა მიიღო.

ლიზ ტრასის პოლიტიკური კერპი მარგარეტ ტეტჩერია. "რკინის ლედი“, რომელმაც მსოფლიო შეცვალა, 1975 -1990 "კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი იყო. 32 წლის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ისევ "კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი, ისევ ქალი - ელისაბედ ტრასი გახდა.

მერი ელიზაბედ ტრასი 2010 წლიდან სამხრეთ-დასავლეთ ნორფოლკის პარლამენტის წევრია. დევიდ კამერონის, ტერეზა მეისა და ბორის ჯონსონის დროს სახელმწიფო სამსახურში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა.

2021 წლიდან საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა. 2019 წლიდან კი ქალთა და თანასწორობის საკითხების მინისტრი იყო.

საინტერესოა, ვინ არის მილიონერი, ყოფილი ლიბერალ-დემოკრატი აქტივისტი, რომელმაც მოულოდნელად პოლიტიკური კურსი რადიკალურად შეიცვალა?

  • ბავშვობა

მერი ელიზაბეტ ტრასი 1975 წლის 26 ივლისს ინგლისში, ჯონ კენეტსა და პრისცილა მერი ტრასის ოჯახში დაიბადა.

მისი მამა ლიდსის უნივერსიტეტში მათემატიკის დამსახურებული პროფესორი იყო. დედა კი მედდა და ბირთვული განიარაღების კამპანიის წევრი იყო.

როდესაც ტრასი 4 წლის იყო, ოჯახი საცხოვრებლად შოტლანდიაში, რენფრევშირში გადავიდა, სადაც 1979 წლიდან 1985 წლამდე იცხოვრეს. პატარა ლიზი დაწყებით სკოლაში სწავლობდა.

ლიზ ტრასი მშობლებთან ერთად

მოვიანებით ტრასმა სწავლა რაუნდჰეის სკოლაში გააგრძელა, საიდანაც არც თუ სასიამოვნო მოგონებები დარჩა. შემდეგ კი ერთი წლის განმავლობაში კანადაში სწავლობდა. იქ გატარებული მოკლე პერიოდი მომავალი პრემიერ-მინისტრისთვის გამორჩეულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

ლიზ ტრასი კანადაში სწავლის დროს კლასელებთან ერთად

"კანადაში არსებული საგანმანათლებლო სისტემა საქებარია, განსხვავებით რაუნდჰეისგან“, - აღნიშნავს ტრასი, რომელიც თანაკლასელებს "კლასის საუკეთესო, მეამბოხე მოსწავლედ“ დაამახსოვრდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ჰქონდა ძლიერი ინტერესი სოციალური საკითხების მიმართ. სურდა შეეცვალა უსახლკაროთა ცხოვრება. ოქსფორდში, მერტონის კოლეჯში სწავლისას კი, რომელიც 1996 წელს დაამთავრა, განსაკუთრებით აინტერესებდა ფილოსოფია, პოლიტიკა და ეკონომიკა.

ოქსფორდის უნივერსიტეტში ტრასი ლიბერალ-დემოკრატების პრეზიდენტი და ლიბერალ-დემოკრატი ახალგაზრდების ეროვნული აღმასრულებელი კომიტეტის წევრი იყო. სწორედ იმ პერიოდში დაუჭირა მხარი ახალგაზრდა ლიზმა კანაფის ლეგალიზაციას და მონარქიის გაუქმებას. აწარმოებდა კამპანიას სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ.

1994 წელი, სტუდენტი ელიზაბედ ტრასი მონარქიის გაუქმების მოთხოვნით გამოდის

ოქსფორდში, კოლეჯის დასრულების შემდეგ, 1996 წელს ტრასმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და "ლიბერალ-დემოკრატიული“ მოძრაობის პრეზიდენტი, არც მეტი, არც ნაკლები "კონსერვატიულ პარტიას“ შეუერთდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო მისი სამომავლო პოლიტიკური კარიერის ეფექტური ტრამპლინი...

  • პროფესიული კარიერა

1996 წლიდან 2000 წლამდე ტრასი Shell-ში მუშაობდა. 1999 წელს იგი დააწინაურეს და კომპანიის მენეჯმენტის ბუღალტერი გახდა.

2000 წელს ტრასი დასაქმდა Cable & Wireless-ში, სადაც რამდენიმე წელიწადში დააწინაურეს და 2005 წელს ეკონომიკური დირექტორი გახდა.

პირველი ორი არჩევნების წაგების შემდეგ, ტრასი 2008 წლის იანვარში რეფორმის დირექტორის მოადგილე გახდა. ის მხარს უჭერდა მკაცრ აკადემიურ სტანდარტებს სკოლებში, უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებდა სერიოზულ და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე.

  • პოლიტიკური კარიერა

"კონსერვატიული პარტიის“ წევრობიდან ორი წლის შემდეგ - 1988 წელს ტრასი Lewisham Deptford-ში (Lewisham Deptford არის საპარლამენტო ოლქი, რომელიც წარმოდგენილია გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატაში 2015 წლიდან), "კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარედ იყო წარმოდგენილი.

1998 წელს გრინვიჩის ლონდონის უბნის საბჭოს არჩევნებში (ვანბრუგის ოლქი) და 2002 წელს (ბლექჰით ვესტკომბში) ტრასმა არჩევნებში ორჯერ განიცადა მარცხი. თუმცა, 2006 წლის 4 მაისს იგი აირჩიეს ელთამ საუთის მრჩევლად გრინვიჩის ლონდონის დაბის საბჭოს არჩევნებში.

ტრასი 2012 წლიდან 2014 წლამდე მსახურობდა სახელმწიფო მდივნის მოადგილედ განათლების საკითხებში, სანამ კამერონი გარემოს დაცვის, სურსათისა და სოფლის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა.

იგი ცდილობდა გაეუმჯობესებინა ბრიტანული სტანდარტები მათემატიკაში იმის შიშით, რომ ბავშვები ჩამორჩებოდნენ აზიის ქვეყნებს.

მას შემდეგ, რაც 2016 წლის ივლისში კამერონი გადადგა, ლიზი იუსტიციის სახელმწიფო მდივნად და ლორდ კანცლერად დაინიშნა. იგი გახდა პირველი ქალი ლორდ კანცლერი ოფისის ათასწლიან ისტორიაში. თუმცა მას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ვერ იცავდა მოსამართლეებს.

2017 წლის საყოველთაო არჩევნების შემდეგ ტრასი ხაზინის მთავარ მდივნად დაინიშნა.

2019 წელს კი ელისაბედი "კონსერვატორების“ ლიდერად ბორის ჯონსონის დანიშვნის ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერი იყო. სწორედ ჯონსონმა დანიშნა იგი სახელმწიფო მდივნად საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში და სავაჭრო საბჭოს პრეზიდენტად.

2021 წლის კაბინეტის ცვლილებების დროს ლიზ ტრასი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. 2021 წლის დეკემბერში კი ევროკავშირთან ბრიტანეთის მთავრობის მთავარი სპიკერი და გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირი-დიდი ბრიტანეთის პარტნიორობის საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.

ჯონსონის გადადგომის შემდეგ, 2022 წლის "კონსერვატიული პარტიის“ ხელმძღვანელობის არჩევნებში სწორედ ტრასმა გაიმარჯვა.

  • ოჯახი

ლიზ ტრასს ჰყავს მეუღლე ჰიუ ო'ლირი და ორი ქალიშვილი - ფრენსისი და ლიბერტი. შვილების შესახებ მედიაში ბევრი რამ არ არის ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, უფროსი ქალიშვილი ფრენსისი ამ წლის მარტში 16 წლის გახდებოდა, რადგან ტრასმა 2020 წელს Instagram-ის პოსტი გააზიარა, რომელშიც ფრენსი 14 წლის იყო.

მისი უმცროსი ქალიშვილი ლიბერტი, ნოემბერში სავარაუდოდ 14 წლის გახდება.

2018 წელს Pienaar's Politics-თან ინტერვიუში ტრასმა აღნიშნა, რომ ქალიშვილების მობილური მოწყობილობა დამალა, რადგან ისინი მათთან დიდ დროს ატარებდნენ.

"მე ცნობილი ვარ, როგორც ტელეფონების ციხის უფროსი ჩვენს ოჯახში“, - აცხადებდა გამოცემასთან ლიზი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტი Instagram-ზე ხშირად აქვეყნებს ოჯახურ სურათებს, სადაც ჩანს, რომ ისინი პიკნიკზე, დასასვენებლად ხშირად დადიან. შაბათ-კვირას კი ოჯახი სასურველ კერძს ერთად ამზადებს და დროს კარგად ატარებენ. თუმცა მათი სახეების გამოჩენას ერიდება.

რაც შეეხება ჰიუ ო'ლირს, ცნობილია, რომ წყვილი ერთმანეთს 1997 წელს ბლექპულში, “კონსერვატიული პარტიის“ კონფერენციაზე შეხვდა - ეს ნამდვილად იყო ცუდი პერიოდი პარტიისთვის, მაგრამ ბედნიერი პერიოდი ახალგაზრდა წყვილისთვის.

2019 წელს ჟურნალ You Magazine-თან საუბრისას, ტრასმა თქვა, რომ მაშინ ჰიუმ ის ყინულზე სასრიალოდ დაპატიჟა, სადაც მან ფეხი მოიტეხა. სწორედ ამ შეხვედრიდან სამი წლის შემდეგ შედგა წყვილის ქორწილი.

მეუღლის მსგავსად, მისტერ ო'ლერის სურდა ჩართულიყო პოლიტიკაში და 1998, 2002 და 2006 წლებში სცადა სამხრეთ ლონდონში, გრინვიჩის საკრებულოში მოხვერდილიყო, თუმცა წარუმატებლად.

2006 წელს, წყვილმა კრიზისული პერიოდი გაიარა, როდესაც ლიზ ტრასისა და მის თანამემამულე კონსერვატორ მარკ ფილდს შორის არსებული რომანის დეტალები გახდა ცნობილი...

მოგვიანებით ამან პარტიის წევრების უკმაყოფილებაც გამოიწვია, რასაც ლიზის ემოციური პოზიცია მოჰყვა:

"მე ნამდვილად ვწუხვარ ამის გამო. ეს არის შეცდომა, რომელიც დავუშვი და რაც შეგვეხება მე და ჩემს ქმარს, ეს არის წყალი ხიდის ქვეშ", - განაცხადა მაშინ ტრასმა.