საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრადიციული ქართული ტკბილეული ფრანგული ბაზრისთვის - მორაგბე შალვა სუთიაშვილისა და მისი მეუღლის ბიზნესი
ტრადიციული ქართული ტკბილეული ფრანგული ბაზრისთვის - მორაგბე შალვა სუთიაშვილისა და მისი მეუღლის ბიზნესი

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მო­რაგ­ბემ, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ფრან­გულ კლუბ „ან­გუ­ლემ­ში“ თა­მა­შობს, მე­უღ­ლე ნინო ბა­რა­ბა­ძეს­თან ერ­თად ჩურ­ჩხე­ლას ტკბი­ლე­უ­ლის ბიზ­ნე­სი და­ი­წყო. SUTI POWER - ასე ეწო­დე­ბა ბრენ­დს, რო­მე­ლიც ჩურ­ჩხე­ლას ინ­სპი­რა­ცი­ით სხვა­დას­ხვა გე­მოს მქო­ნე ჯან­საღ კან­ფე­ტებს აწარ­მო­ებს.

პრო­დუქ­ცია ექ­სპორტზე საფ­რან­გეთ­ში გა­დის. რო­გორც შალ­ვა სუ­თი­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, SUTI POWER არის ძვე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი რე­ცეპ­ტის ჩურ­ჩხე­ლა, რო­მე­ლიც დამ­ზა­დე­ბუ­ლია შეც­ვლი­ლი ფორ­მი­თა და ნუტ­რი­ცი­უ­ლად გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ფორ­მუ­ლით. მისი შემ­ცვე­ლო­ბა ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლის უმე­ტე­სო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ჯან­სა­ღი და სა­სარ­გებ­ლოა.

„იდეა ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ჩურ­ჩხე­ლი­დან მო­დის. გვინ­დო­და, გვე­ნა­ხე­ბი­ნა, რომ არ­სე­ბობს ტრა­დი­ცი­უ­ლი სპორ­ტუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლი, თუმ­ცა მისი ფორ­მა შევ­ცვა­ლეთ, რათა და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად ყველ­გან მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. SUTI POWER იწარ­მო­ე­ბა სხვა­დას­ხვა ფორ­მუ­ლით, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა შე­სა­ბა­მის ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კვლე­ვებ­სა და ანა­ლი­ზებს. ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ყუ­რძნის წვე­ნის ნა­ხარ­ში (ფე­ლა­მუ­ში) და ნი­გო­ზი, თხი­ლი ან ნუში,“ - გან­მარ­ტა შალ­ვა სუ­თი­აშ­ვილ­მა.

პრო­დუქ­ტი საფ­რან­გე­თის ბა­ზარ­ზე ნელ-ნელა პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა, რისი მი­ზე­ზიც გე­მოვ­ნურ თვი­სე­ბებ­თან ერ­თად არის სარ­გე­ბე­ლი, რო­მელ­საც მომ­ხმა­რე­ბე­ლი იღებს: ენერ­გია, ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბი, ორ­გა­ნუ­ლი მჟა­ვე­ბი - ფოს­ფო­რი, ფე­რუ­მი და მაგ­ნე­ზი­უ­მი, სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვი­სა და გუ­ლის კუნ­თე­ბის მუ­შა­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და ასე­ვე, ალ­კა­ლი­ნის მჟა­ვე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა და გო­ნებ­რი­ვი და ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

კომ­პა­ნი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნინო ბა­რა­ბა­ძე გან­მარ­ტავს, რომ ერ­თა­დერ­თი გა­მოწ­ვე­ვა შე­ფუთ­ვა იყო და ჩი­ნურ მწარ­მო­ებ­ლებ­თან ჰქონ­დათ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ აღ­მო­ა­ჩი­ნეს კომ­პა­ნია სა­ქარ­თე­ლო­ში, რო­მელ­საც ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხის შე­ფუთ­ვე­ბის დამ­ზა­დე­ბა შე­ეძ­ლო:

„თავ­და­პირ­ვე­ლად, პრო­დუქ­ტის შე­ფუთ­ვის დამ­ზა­დე­ბას ჩი­ნეთ­ში ვგეგ­მავ­დით და შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ „კო­ლორ ჯგუ­ფი“, რო­მელ­მაც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის Stand up Pouch-ები (პრო­დუქ­ტის ზი­პი­ა­ნი შე­ფუთ­ვა) და­ამ­ზა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ფუთ­ვე­ბი მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ სა­ვე­ლე პი­რო­ბებ­ში და კარ­გად ინა­ხავს პრო­დუქტს.

გვი­ხა­რია, რომ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში იფუ­თე­ბა. კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ რო­გორც ხა­რის­ხით, ისე თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. ვი­ზუ­ალ­შიც ძა­ლი­ან დიდი შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი, რომ მიმ­ზიდ­ვე­ლი ყო­ფი­ლი­ყო და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ საფ­რან­გეთ­ში მომ­ხმა­რე­ბელ­საც მო­ე­წო­ნე­ბა,“- გან­მარ­ტავს ნინო ბა­რა­ბა­ძე.

„კო­ლორ ჯგუ­ფის“ გა­ყიდ­ვე­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მა­რი­ამ მუ­ხი­გუ­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ კომ­პა­ნი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უ­წყოს ხელი ად­გი­ლობ­რივ წარ­მო­ე­ბას და მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას:

„კო­ლორ ჯგუ­ფის გუნ­დის მი­ზა­ნია, ჩა­ვა­ნაც­ვლოთ იმ­პორ­ტი და ქარ­თველ მომ­ხმა­რებ­ლებს შევ­თა­ვა­ზოთ ყვე­ლა სტან­დარ­ტის დაც­ვით წარ­მო­ე­ბუ­ლი შე­ფუთ­ვა, ეტი­კე­ტი და სა­რეკ­ლა­მო პრო­დუქ­ტე­ბი. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ „კო­ლორ ჯგუ­ფის“ მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი წარ­მო­ე­ბა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას უდა­ვოდ იძ­ლე­ვა. კომ­პა­ნი­ებს უცხო­ეთ­ში შეკ­ვე­თი­ლი შე­ფუთ­ვე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ლო­დი­ნი აღარ უწევთ, რად­გან იმა­ვე ან უკე­თე­სი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბას უკვე ჩვენს კომ­პა­ნი­ა­ში იღე­ბენ. ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი და ინო­ვა­ცი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლებ­მა დავ­ნერ­გეთ, არის Stand up pouch-ი, იგი­ვე ზი­პი­ა­ნი შე­ფუთ­ვა, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე საკ­მა­ოდ მო­თხოვ­ნა­დია. SUTI POWER-იც სწო­რედ ამ­გვარ შე­ფუთ­ვებს იყე­ნებს,“ - გან­მარ­ტა მა­რი­ამ მუ­ხი­გულ­მა.

შე­ფუთ­ვე­ბის წარ­მო­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ტა­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, SUTI POWER ფარ­თოვ­დე­ბა და სა­მო­მავ­ლოდ სხვა­დას­ხვა გე­მოვ­ნუ­რი და სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე პრო­დუქ­ცი­ის და­მა­ტე­ბას გეგ­მავს. ამას­თან, სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, კომ­პა­ნი­ამ ბორ­ჯო­მის ტყის ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის 5500 ლა­რის პრო­დუქ­ცია გაგ­ზავ­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ტრადიციული ქართული ტკბილეული ფრანგული ბაზრისთვის - მორაგბე შალვა სუთიაშვილისა და მისი მეუღლის ბიზნესი

ტრადიციული ქართული ტკბილეული ფრანგული ბაზრისთვის - მორაგბე შალვა სუთიაშვილისა და მისი მეუღლის ბიზნესი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბემ, რომელიც ამჟამად ფრანგულ კლუბ „ანგულემში“ თამაშობს, მეუღლე ნინო ბარაბაძესთან ერთად ჩურჩხელას ტკბილეულის ბიზნესი დაიწყო. SUTI POWER - ასე ეწოდება ბრენდს, რომელიც ჩურჩხელას ინსპირაციით სხვადასხვა გემოს მქონე ჯანსაღ კანფეტებს აწარმოებს.

პროდუქცია ექსპორტზე საფრანგეთში გადის. როგორც შალვა სუთიაშვილი განმარტავს, SUTI POWER არის ძველი ტრადიციული რეცეპტის ჩურჩხელა, რომელიც დამზადებულია შეცვლილი ფორმითა და ნუტრიციულად გამდიდრებული ფორმულით. მისი შემცველობა ბაზარზე არსებული ტკბილეულის უმეტესობისგან განსხვავებით ჯანსაღი და სასარგებლოა.

„იდეა ქართული ტრადიციული ჩურჩხელიდან მოდის. გვინდოდა, გვენახებინა, რომ არსებობს ტრადიციული სპორტული ტკბილეული, თუმცა მისი ფორმა შევცვალეთ, რათა დასაგემოვნებლად ყველგან მოსახერხებელი ყოფილიყო. SUTI POWER იწარმოება სხვადასხვა ფორმულით, რომელიც ეფუძნება შესაბამის ლაბორატორიულ კვლევებსა და ანალიზებს. ინგრედიენტებად გამოყენებულია ყურძნის წვენის ნახარში (ფელამუში) და ნიგოზი, თხილი ან ნუში,“ - განმარტა შალვა სუთიაშვილმა.

პროდუქტი საფრანგეთის ბაზარზე ნელ-ნელა პოპულარული ხდება, რისი მიზეზიც გემოვნურ თვისებებთან ერთად არის სარგებელი, რომელსაც მომხმარებელი იღებს: ენერგია, ანტიოქსიდანტები, ორგანული მჟავები - ფოსფორი, ფერუმი და მაგნეზიუმი, სისხლის მიმოქცევისა და გულის კუნთების მუშაობის გაუმჯობესება და ასევე, ალკალინის მჟავების რეგულირება და გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება.

კომპანიის თანადამფუძნებელი ნინო ბარაბაძე განმარტავს, რომ ერთადერთი გამოწვევა შეფუთვა იყო და ჩინურ მწარმოებლებთან ჰქონდათ მოლაპარაკებები, თუმცა საბოლოოდ აღმოაჩინეს კომპანია საქართელოში, რომელსაც ევროპული ხარისხის შეფუთვების დამზადება შეეძლო:

„თავდაპირველად, პროდუქტის შეფუთვის დამზადებას ჩინეთში ვგეგმავდით და შემდეგ საქართველოში აღმოვაჩინეთ „კოლორ ჯგუფი“, რომელმაც მაღალი ხარისხის Stand up Pouch-ები (პროდუქტის ზიპიანი შეფუთვა) დაამზადა. აღნიშნული შეფუთვები მოსახერხებელია ნებისმიერ საველე პირობებში და კარგად ინახავს პროდუქტს.

გვიხარია, რომ ქართული პროდუქტი საქართველოში იფუთება. კმაყოფილები ვართ როგორც ხარისხით, ისე თანამშრომლობით. ვიზუალშიც ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, რომ მიმზიდველი ყოფილიყო და დარწმუნებული ვართ, რომ საფრანგეთში მომხმარებელსაც მოეწონება,“- განმარტავს ნინო ბარაბაძე.

„კოლორ ჯგუფის“ გაყიდვების აღმასრულებელი მარიამ მუხიგული აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივ წარმოებას და მის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებას:

„კოლორ ჯგუფის გუნდის მიზანია, ჩავანაცვლოთ იმპორტი და ქართველ მომხმარებლებს შევთავაზოთ ყველა სტანდარტის დაცვით წარმოებული შეფუთვა, ეტიკეტი და სარეკლამო პროდუქტები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „კოლორ ჯგუფის“ მრავალპროფილური წარმოება ამის საშუალებას უდავოდ იძლევა. კომპანიებს უცხოეთში შეკვეთილი შეფუთვების ტრანსპორტირების ლოდინი აღარ უწევთ, რადგან იმავე ან უკეთესი ხარისხის მომსახურებას უკვე ჩვენს კომპანიაში იღებენ. ერთ-ერთი ძირითადი და ინოვაციური მიმართულება, რაც საქართველოში პირველებმა დავნერგეთ, არის Stand up pouch-ი, იგივე ზიპიანი შეფუთვა, რომელიც ევროპის ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია. SUTI POWER-იც სწორედ ამგვარ შეფუთვებს იყენებს,“ - განმარტა მარიამ მუხიგულმა.

შეფუთვების წარმოების საქართველოში გადმოტანის პარალელურად, SUTI POWER ფართოვდება და სამომავლოდ სხვადასხვა გემოვნური და სასარგებლო თვისებების მქონე პროდუქციის დამატებას გეგმავს. ამასთან, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანიამ ბორჯომის ტყის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ხელშეწყობისთვის 5500 ლარის პროდუქცია გაგზავნა.