პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავა, მათგან 4 ნარკორეალიზატორია
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავა, მათგან 4 ნარკორეალიზატორია

შსს-ს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის 10 პირი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის 4 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ი­ცას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მათ შო­რის 1 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი „ჰე­რო­ი­ნი“, „სუ­ბოქ­სი­ნი“, "ალფა პვპ", 45 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი „მე­ტა­დო­ნი,“ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით „კო­კა­ი­ნი“ და „მე­ტა­დო­ნი“.

"ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1952 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ა., 1961 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ა.,1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი გ.ქ., 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი ჯ.ჭ.

გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა ბრა­ლად ედე­ბათ 1983 წელს და­ბა­დე­ბულ ზ.ნ. -ს, 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.დ.-ს, 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ა.-ს. ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით არი­ან ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი,უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ა.ო. და 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.დ., ხოლო

1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე ნ.ტ. გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის ფაქ­ტზე "და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში“ და­ა­კა­ვეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის­გან მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­წე­რა. პო­ლი­ცი­ამ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მიერ უკა­ნო­ნოდ გა­ყი­დუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო, ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ფული.

ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-გა­სა­ღე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლი მე-3, მე-5, მე-6, მე-7 ნა­წი­ლე­ბით, სსკ-ის 262-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი 5-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მეტი მუშაობა მოგიწევთ,
0

უფრო ბევრნი არიან, ვიდრე აკავებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავა, მათგან 4 ნარკორეალიზატორია

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავა, მათგან 4 ნარკორეალიზატორია

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავეს, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ ინფორმაიცას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები მათ შორის 1 კილოგრამზე მეტი „ჰეროინი“, „სუბოქსინი“, "ალფა პვპ", 45 შეკვრად დაფასოებული „მეტადონი,“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“ და „მეტადონი“.

"ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული არიან: 1952 წელს დაბადებული რ.ა., 1961 წელს დაბადებული ი.ა.,1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ქ., 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ჯ.ჭ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ბრალად ედებათ 1983 წელს დაბადებულ ზ.ნ. -ს, 1987 წელს დაბადებული გ.დ.-ს, 1988 წელს დაბადებული ლ.ა.-ს. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არიან ასევე დაკავებულები 2002 წელს დაბადებული,უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ო. და 1974 წელს დაბადებული გ.დ., ხოლო

1981 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ნ.ტ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე "დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში“ დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო, ასევე ამოღებულია ნარკოტიკის უკანონო გასაღების შედეგად მიღებული ფული.

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი მე-3, მე-5, მე-6, მე-7 ნაწილებით, სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.