44 წლის რომუალდო მასედო როდრიგესი ატლანტის ოკეანეში სათევზაოდ თავისი 7 - მეტრიანი ნავით გაემგზავრა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, ნავმა წყლით გავსება დაიწყო. შეშინებულმა მეთევზემ შენიშნა, რომ მისი საყინულე, რომელიც მანამდე ნავზე ჰქონდა, წყალში ტივტივებდა. ცურვის უცოდინარმა მეთევზემ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ საყინულე 11 დღის განმავლობაში მისი სამაშველო რგოლი გახდებოდა.
WATCH: A Brazilian fisherman spent 11 days at sea without food or water, but survived by floating inside a freezer.
— BNN Brazil (@BNNBRNews) September 3, 2022
Romualdo Macedo Rodrigues, 44, left northern Brazil in a wooden boat in late July. pic.twitter.com/FHEr5b1J9H
საბოლოოდ, როდრიგესი მეთევზეების ჯგუფმა გადაარჩინა 11 დღის შემდეგ. ისინი გემზე იყვნენ, როცა შემთხვევით წყალში მოტივტივე საყინულე და მასში მყოფი მეთევზე შენიშნეს. "სასოწარკვეთილი ვიყავი, მეგონა ჩემი ბოლო ეს იქნებოდა, მაგრამ ღმერთმა მეორე შანსი მომცა. როცა ვნახე, რომ საყინულე არ იძირებოდა და წყალში ტივტივებდა, გადავხტი და შიგნით ჩავჯექი,"- ყვება სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი რომუალდო. როდრიგესმა ისიც თქვა, რომ ეშინოდა ზვიგენი არ დასხმოდა თავს: "არ მეძინა. ღმერთს ვთხოვდი, ვინმე გამოეგზავნა ჩემს საშველად".
რომუალდო ამბობს, რომ საყინულემ გარკვეული დროის შემდეგ წყლით გავსება დაიწყო,მაგრამ მეთევზე ხელით ღვრიდა და ამგვარად განაგრძობდა ოკეანეში ცურვას.
წყარო: insider
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
,,.....ცურვის უცოდინარმა მეთევზემ ...''. ცოტა აზრზე რომ მოვა ცურვის გაკვეთილებზე ჯერ. ვაა..ცურვის უცოდინარი მეთევზე)))) 7-მეტრიანი ნავით))))
სიცოცხლე რო მოგინდება ხელით კი არა ფეხითაც გადააქცევ წყალს!