დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების ჩატარება "დიდი სისულელეა". აღნიშნულით ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს“.
კალაძის თქმით, პოლიტიკური კრიზისი "ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას აქვს.
"პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს, ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად "ნაციონალური მოძრაობა“. ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და ძალიან დიდი სისულელე, არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს კონსტიტუციითა გათვალისწინებული. პოლიტიკური კრიზისი აქვს "ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. "ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება, აქტივობა ამ მიზნის მისაღწევად იქნება მიმართული“, - განაცხადა მელიამ.
ასევე იხილეთ: