მსახიობ ნანუკა გულუას, დაახლოებით ერთი კვირის წინ, გოგონა შეეძინა. ამის შესახებ მან თავად დაწერა სოციალურ ქსელში.
"ულამაზესი შვილის დედა ვარ! მიყვარხართ! დიდი მადლობა" - დაწერა მან.
მსახიობმა გაგუას კლინიკაში იმშობიარა. როგორც კლინიკის "ფეისბუქის" გვერდიდან ირკვევა, ნანუკა გულუამ და კახა კაშიამ შვილს ნინა დაარქვეს.
"ვულოცავთ ნანუკას და კახას ნინას დაბადებას" - წერია გაგუას კლინიკის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ პოსტში, რომელსაც თან ახლავს ახლაბედა მშობლების, ჩვილისა და ცნობილი მეან-გინეკოლოგის, დავით გაგუას ერთობლივი ფოტო.