ავტორი:

"ულამაზესმა ნიცამ ტერასაზე მარტომ ივახშმა, რადგანაც კვარას თამაში ჰქონდა..." - ვინ არის კვარაცხელიას შეყვარებული, რომელმაც მას ნეაპოლში ჩააკითხა და რას წერს მის შესახებ იტალიური მედია

"ულამაზესმა ნიცამ ტერასაზე მარტომ ივახშმა, რადგანაც კვარას თამაში ჰქონდა..." - ვინ არის კვარაცხელიას შეყვარებული, რომელმაც მას ნეაპოლში ჩააკითხა და რას წერს მის შესახებ იტალიური მედია

"დედა, მამა, მე კვარასექსუალი ვარ...“ - ეს ხუმრობა იტალიელ გულშემატკივრებს ეკუთვნით, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა, რაც იტალიის სერია A-ში "ნაპოლის" რიგებში მოთამაშე ხვიჩა კვარახელიას თამაშით აღფრთოვანებულები არიან.

კავარცხელიას, დღეს უკვე მთელი იტალია იცნობს. საბედნიეროდ, სპორტსმენმა თაყვანისმცემლებს იმედები არ გაუცრუა და ოთხ თამაშში ოთხი გოლი გაიტანა, ერთი ასისისტიც მიითვალა და ამ მაჩვენებლით სერია ა-ს ბომბარდირთა დავის სათავეში მოექცა.

მასთან წერენ ინტერვიუებს სპორტული გამოცემები. გაზრდილია ინტერესი მისი პერსონის მიმართ. კვარაცხელიას იტალიელები მარადონასაც კი ადარებენ და მეტსახელი - "კვარადონა" შეარქვეს.

თბილისში დაბადებული და გაზრდილი სპორტსმენის იტალიური ტრიუმფი ქართველებს განსაკუთრებულად ახარებთ. ხვიჩას ჰყავს დედა, მამა, ბადრი კვარაცხელია, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია და ორი ძმა. თავად შვილებში შუათანაა, ამბობს, რომ ფეხბურთის სიყვარული მამისგან გამოჰყვა, თუმცა მის სპორტულ კარიერაში გადამწყვეტი როლი დედამ შეასრულა, რომელსაც ქარსა თუ წვიმაში დაჰყავდა ვარჯიშზე და შვილის დიდი გულშემატკივარი იყო.

  • "კვარადონა“, როგორც მას იტალიური მედია მოიხსენიებს, შეყვარებულია. მისი რჩეული ქართველია. ფეხბურთელი თავის გოლებს ხშირად სწორედ ნიცას უძღვნის და პოპულარული აღნიშვნაც ნიცას უკავშირდება.

"ჯერჯერობით ჩემთან ერთად არ წამოსულა. კონცენტრირებული და მშვიდი უნდა ვიყო, ფეხბურთელისთვის ადვილი არ არის შეყვარებულის ყოლა. რა თქმა უნდა, როცა დრო მექნება, ვისაუბრებთ. ჯერჯერობით დაქორწინებას არ ვაპირებთ, მან იცის, რომ ბევრი საქმე მექნება. ნიცა ჰქვია, სამედიცინოზე სწავლობს“ - ამბობდა რამდენიმე კვირის წინ იტალიურ მედიასთან ხვიჩა.

  • თუმცა ნიცა მაინც შეუერთდა შეყვარებულს. გუშინ ერთ-ერთმა იტალიურმა გამოცემამ ექსკლუზიური ინფორმაცია გამოაქვეყნა. calcionapoli24 წერს:

"ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო დღეებია ნეაპოლში თავისი შეყვარებული შეუერთდა. მისი სახელია ნიცა. გოგონა სამედიცინოზე სწავლობს და საქართველოში ცხოვრობს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ნიცა ნეაპოლში ხვიჩასთან ჩამოვიდა. სანამ ხვიჩა იმ სახლში გადავა, რომელიც საცხოვრებლად აირჩია, calcionapoli24-ის ინფორმაციით, ისინი სასტუმრო Britanique -ში ცხოვრობენ, სადაც ულამაზეს ტერასაზე ნიცამ გასულ საღამოს ხვიჩას გარეშე ივახშმა, რადგანაც კვარა დაკავებული იყო და ლაციოსთან თამაში ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ნიცა მარადონას სახელობის სტადიონზე წინა თამაშის დროს იმყოფებოდა და ნაპოლი ლეჩეს დაპირისპირებას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს."