ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში სერენა უილიამსი აილა ტომლიანოვიჩთან 5:7 7:6 1:6 დამარცხდა. როგორც ცნობილი იყო, ამერიკელი ჩოგბურთელი ამ ტურნირის შემდეგ კარიერას დაამთავრებდა, ასეც მოხდა:
"ჯერ კიდევ შემიძლია, თუმცა გაცილებით მეტია საჭირო, ახლა მზად ვარ გავხდე კარგი დედა და შევისწავლო სერენას ახალი ვერსია. ხვალ აუცილებლად დავისვენებ, შემდეგ კი დროს ჩემს ქალიშვილთან ერთად გავატარებ, კი ყოველთვის ჩემს გვერდითაა, თუმცა ჩემი კარიერიდან გამომდინარე, ნამდვილად უჭირს.
წინ ასეთი ნათელი მომავალი მელის, ამასთან ერთად პანდემია დამეხმარა, რომ დამენახა, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ჩოგბურთს მიღმა", - ამბობს სერენა უილიამსი.
ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა 1995 წელს დაიწყო, ჯამში 1014 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 858-ში გაიმარჯვა, მოიგო 73 ტიტული განაგრძეთ კითხვა sportall.ge