მსოფლიო
საზოგადოება

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიჩქარის გადაჭარბებისთვის არსებული სანქციები მკაცრდება - რამდენი იქნება ჯარიმა აღნიშნული სამართალდარღვევის შემთხვევაში
სიჩქარის გადაჭარბებისთვის არსებული სანქციები მკაცრდება - რამდენი იქნება ჯარიმა აღნიშნული სამართალდარღვევის შემთხვევაში

სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის­თვის არ­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი მკაცრ­დე­ბა - მძღო­ლის მიერ მოძ­რა­ო­ბის დად­გე­ნი­ლი სიჩ­ქა­რის 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩ­ქა­რით გა­და­ჭარ­ბე­ბა 150 ლა­რის ნაც­ვლად, 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს. ეს ერთ-ერთი სი­ახ­ლეა “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მო­ამ­ზა­და.

მთავ­რო­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ის პირ­ვე­ლი­ვე სხდო­მა­ზე წა­რედ­გი­ნე­ბა.

პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, იზ­რდე­ბა სან­ქცია თუ სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბას სა­ა­ვა­რიო ვი­თა­რე­ბის შექ­მნა მოჰ­ყვა, რაც პი­რის 300 ლა­რის ნაც­ვლად, 400 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს, ხოლო თუ სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბას სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის, ტვირ­თის, გზის, საგ­ზაო თუ სხვა ნა­გე­ბო­ბის, ასე­ვე ქო­ნე­ბის ან ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა, ჯა­რი­მა 500 ლა­რის ნაც­ვლად, 600 ლარი იქ­ნე­ბა.

იზ­რდე­ბა სან­ქცია 125-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის. კერ­ძოდ, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა იმ პი­რის მიერ, რო­მე­ლიც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვრებ­ში რე­გუ­ლა­რულ სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნას, სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო რე­გუ­ლა­რულ სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნას ან სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით დად­გე­ნილ სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­გუ­ლა­რულ სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნას ახორ­ცი­ე­ლებს, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 400 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ნაც­ვლად 300 ლა­რი­სა.

  • გარ­და ამი­სა, დას­ჯა­დი ხდე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის გან­ზრახ მო­ცუ­რე­ბა-მოს­რი­ა­ლე­ბა ან მო­ცუ­რე­ბით წრი­უ­ლი ბრუნ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა - ე.წ. დრიფ­ტი.

"ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვევ­თა კო­დექსში" და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ამას­თან, თუ აღ­ნიშ­ნულ ქმე­დე­ბას მოჰ­ყვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის, ტვირ­თის, გზის, საგ­ზაო თუ სხვა ნა­გე­ბო­ბის, ქო­ნე­ბის ან ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა, ეს გა­მო­იწ­ვევს პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ დად­გე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნი­ლია კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით ჩა­ტა­რე­ბულ სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიქაელი
0

შემოსავლები რომ იზრდებოდეს არ იქნებოდა ცუდი. 

აკა
0

ხელფასი ხალხს სულ 300 ლარი აქვთ და ამათ ისიც უნდა ამოაცალონ ადამიანებს . საღოლ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

სიჩქარის გადაჭარბებისთვის არსებული სანქციები მკაცრდება - რამდენი იქნება ჯარიმა აღნიშნული სამართალდარღვევის შემთხვევაში

სიჩქარის გადაჭარბებისთვის არსებული სანქციები მკაცრდება - რამდენი იქნება ჯარიმა აღნიშნული სამართალდარღვევის შემთხვევაში

სიჩქარის გადაჭარბებისთვის არსებული სანქციები მკაცრდება - მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ეს ერთ-ერთი სიახლეა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ფარგლებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე წარედგინება.

პროექტის გათვალისწინებით, იზრდება სანქცია თუ სიჩქარის გადაჭარბებას საავარიო ვითარების შექმნა მოჰყვა, რაც პირის 300 ლარის ნაცვლად, 400 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ასევე ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 600 ლარი იქნება.

იზრდება სანქცია 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის. კერძოდ, სიჩქარის გადაჭარბება იმ პირის მიერ, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორციელებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 ლარისა.

  • გარდა ამისა, დასჯადი ხდება ავტომობილის განზრახ მოცურება-მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება - ე.წ. დრიფტი.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ამასთან, თუ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ეს გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დადგება იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედება ჩადენილია კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას.