ანასტასია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენკის მრჩევლის ოლექსეი არესტოვიჩის მესამე ცოლია. ქალმა Elle.ua-ს მისცა ინტერვიუ, რომელშიც აღიარებს, რომ ის ქმარს "საკუთარი კომფორტისთვის იყენებს".
"მას აქვს ზეძალა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში იყოს მშვიდი და თავშეკავებული“, - ამბობს ქალი.
ომის მიუხედავად, წყვილის ურთიერთობაში ჯერ კიდევ არის დრო რომანტიკისთვის და არესტოვიჩისადმი ქალების გადაჭარბებული ყურადღება არ აწუხებს.
ანასტასია ასევე ლაპარაკობს, თუ როგორია იყო ომის დროს ოლექსეი არესტოვიჩის ცოლი.
24 თებერვლის ღამის გახსენებისას, მან თქვა, რომ შექმნილი დაძაბულობის გამო ძალიან ნერვიულობდა, თუმცა სრულებით არ სჯეროდა, რომ ომი დაიწყებოდა.
"ღამით 1-2 საათი მეძინა, მახსოვს, რომ გავიღვიძე და დავინახე, რომ ოლექსი ტელეფონით ხელში იჯდა. და იმ მომენტში ყველაფერს მივხვდი. ფაქტობრივად, ერთი წუთის შემდეგ პირველი აფეთქების ხმა გავიგე, შემდეგ მეორე და ოლექსიმ თქვა, რომ ომი დაიწყო. მაშინ ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი წარმოუდგენელი შიში. და რაც მთავარია, ჩემი შვილის გამო მეშინოდა", - იხსენებს ნასტია.
"პირველი 10 წუთი დაბნეული ვიყავი - როცა არ იცი რა გააკეთო. ახლაც ვხედავ, როგორ იცვამდა მაშინ ოლექსი. იმ მომენტში პანიკა დამეუფლა. მითხრა, - ოფისში დამიძახესო. 15 წუთის შემდეგ კი მე და ჩემი შვილი მარტო დავრჩით ბინაში“, - ამბობს ანასტასია.
"სადღაც შუადღისას ოლექსიიმ დარეკა და თქვა, რომ რუს მედესანტეებს ჩვენი მისამართი ჰქონდათ და ამას გამოიყენებდნენ.
"10 წუთში აღარ უნდა იყოთ მაგ სახლში. წადი დასავლეთისკენ", - მითხრა ოლექსეიმ. საშკას ჩავაცვი, ნივთები მოვაგროვე და წავედით...“
ნასტიასა და ოლექსის ვაჟი 6 წლისაა და, ქალის თქმით, ის ჯერ კიდევ ძალიან პატარაა, რომ მოვლენები აღიქვას.
"ავუხსენი, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და სურს ჩვენი ტერიტორიების მიტაცება, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენი ჯარი გვიცავს. ზოგადად, ჩვენს შვილს არაფერს ვუმალავთ..."
კითხვაზე, თუ როგორია, იყო ომის დროს არესტოვიჩის ცოლი, ანასტასიამ თქვა:
"არცერთი პოზიცია არ ცვლის მას, როგორც პიროვნებას, ამიტომ მე არ ვგრძნობ რაიმე კონკრეტულ დისკომფორტს, ან - პირიქით. ერთადერთი განსხვავება არის დრო, რომელსაც ოლექსი უთმობს მუშაობას... მას ვიყენებ, როგორც დამამშვიდებელ საშუალებას. თუ რამეში მინდა დარწმუნება, რა თქმა უნდა, მეუღლეს მივმართავ", - ამბობს ქალი.
"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემს ქმარს შეუძლია გაუძლოს დიდ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სტრესს და, ამის მიუხედავად, იყოს მშვიდი და თავდაჯერებული, იმოქმედოს სწრაფად, ადეკვატურად ნებისმიერ სიტუაციაში. მისით ძალიან ვამაყობ, ის არის ადამიანი, ვინც რთულ დროს ხალხს თანაგრძნობისა და სიმშვიდისკენ უბიძგებს", - აღნიშნა ქალმა.
ნასტია ოლექსის მესამე ცოლია და, მისი თქმით, ის მშვენივრად ეწყობა მის ყოფილ ცოლებს...
მეორე ნახევართან ურთიერთობაზე კი აცხადებს:
"გარკვეული რიტუალები მნიშვნელოვანია ჩვენს პირად ცხოვრებაში. ომის მიუხედავად, ჩვენ ვცდილობთ გამოვნახოთ დრო ერთმანეთისთვის. შეგვიძლია შევხვდეთ კარგ ადგილას და ერთად ვივახშმოთ. რომანტიკა ყველაფერშია - ჩახუტებიდან დაწყებული გულწრფელ საუბრებამდე.
ხშირად ვუყურებთ სერიალს "მეგობრები“. ეს ტრადიცია ჩვენი ურთიერთობის დასაწყისიდან იღებს სათავეს. ალბათ უკვე ასჯერ ვუყურეთ ყველა სერიას, მაგრამ ყოველ ჯერზე სიამოვნებით ვრთავთ მას“
35 წლის ნასტია ირწმუნება, რომ საყვარელი ადამიანის მიმართ საზოგადოების გადაჭარბებული ყურადღება მას საერთოდ არ აწუხებს.
"მისი პოპულარობა ორგანულად ერწყმის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას მას შემდეგ, რაც ერთმანეთს შევხვდით. სრულიად შეგნებულად მივიღე გადაწყვეტილება, ჩემი ცხოვრება სწორედ ასეთი ადამიანისთვის დამეკავშირებინა..." - ამბობს ნასტია.
რამოდენიმე ხნის წინ ეწერა ომის დაწყებიდან ამ ჩინოვნიკის ქონება ორჯერ გაიზარდაო საინტერესოა როგორ? თუმცა ეს ჩვენი საქმე არაა უკრაინელებმა მოკითხონ! ირჯერ გაზრდილი ქონებით ორჯერ მაგრად ილაპარაკებს ცოლი როგორი კარგი ქმარი ჰყავს აბა რას იზავს. სიმართლე ერთია ბედნიერ ვარსკვლაზე გაჩენილი ბიჭია საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა უბრალოდ თორემ მაგან თავისი განათლებით და ინტელექტით ვის რა უნდა ურჩიოს(წაიკითხეთ მისი ბიოგრაფია)
ანუ თავისი ცოლ-შვილი გაუხიზნია დასავლეთისაკენ... სხვისები არ ენაღვლება...