საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რიტა შინ მარტო იყო, როცა ქმარმა წამებით მოკლა, ხვიჩა ხმაურზე შევიდა და მასაც ესროლა" - მოკლული გოგონას ახლობლების თქმით, თურქულმა მედიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა
"რიტა შინ მარტო იყო, როცა ქმარმა წამებით მოკლა, ხვიჩა ხმაურზე შევიდა და მასაც ესროლა" - მოკლული გოგონას ახლობლების თქმით, თურქულმა მედიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა

თურ­ქეთ­ში მომ­ხდარ ორ­მაგ მკვლე­ლო­ბა­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ არ­ჰა­ვის რა­ი­ონ­ში 23 წლის რიტა ეგ­ნა­ტაშ­ვი­ლი მე­უღ­ლემ, შაქ­რო აბეს­ლა­მი­ძემ მოკ­ლა, შემ­დეგ კი თავი მო­იკ­ლა. ასე­ვე მოკ­ლუ­ლია ბრალ­დე­ბუ­ლის მე­გო­ბა­რი ხვი­ჩა ოსა­ნა­ძეც.

თავ­და­პირ­ვე­ლად თურ­ქულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მკვლე­ლო­ბა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და, რა­საც მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ოჯა­ხი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

რო­გორც Ambebi.ge-ს რიტა ეგ­ნა­ტაშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი უყ­ვე­ბა, გო­გო­ნა შინ მარ­ტო იყო, რო­დე­საც ქმა­რი მი­ვი­და, ჯერ სცე­მა და შემ­დეგ წა­მე­ბით მოკ­ლა. მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ მა­მა­კაც­მა მკვლე­ლო­ბა წი­ნას­წარ და­გეგ­მა და სწო­რედ ამ მიზ­ნით წა­იყ­ვა­ნა რიტა ეგ­ნა­ტაშ­ვი­ლი თურ­ქეთ­ში.

ფოტ­კო­ლა­ჟი: შა­ქა­რო აბეს­ლა­მი­ძე და ხვი­ჩა ოსა­ნა­ძე

"თურ­ქეთ­ში ჩა­იყ­ვა­ნა, რომ მო­ეკ­ლა, ის იყო მა­ნი­ა­კი, ნარ­კო­მა­ნი… თურ­ქულ­მა მე­დი­ამ ყვე­ლა­ფე­რი არას­წო­რად გა­ავ­რცე­ლა. სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად მოხ­და. ეს ადა­მი­ა­ნი (მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი) თურ­ქეთ­ში ჯერ თვი­თონ წა­ვი­და და 10 დღის შემ­დეგ წა­იყ­ვა­ნა რიტა. იმ არა­კაც­მა სა­ხე­ლი და გვა­რი შე­იც­ვა­ლა თურ­ქეთ­ში გა­დას­ვლი­სას. და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და რი­ტას მკვლე­ლო­ბა, უნ­დო­და ჩა­ეყ­ვა­ნა და მო­ეკლა. მა­ნამ­დეც სულ ძა­ლა­დობ­და ცოლ­ზე. რი­ტას მშობ­ლე­ბის ოჯახ­ში იყ­ვნენ, როცა მაკ­რა­ტე­ლი ჩა­არ­ტყა. მა­შინ გა­აგ­დეს, მაგ­რამ შემ­დეგ ისევ შე­რიგ­დნენ. ბა­თუმ­შიც თურ­მე ხში­რად სცემ­და. მკვლე­ლის ბი­ცო­ლა იყო ჩა­მო­სუ­ლი და და­ა­ტი­რა რი­ტას, რამ­დენ­ჯერ დაგ­მა­ლე და გა­და­გარ­ჩი­ნეო. ვუ­საყ­ვე­დუ­რეთ, რომ არა­ფე­რი გაგ­ვა­გე­ბი­ნეს.

თურ­ქულ­მა მე­დი­ამ არას­წო­რი და ძა­ლი­ან ცუდი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა. რიტა შინ მარ­ტო იყო, როცა იმ მკვლელ­მა სცე­მა, აწა­მა, ხე­ლე­ბი და­უ­სე­რა და შემ­დეგ ყელი გა­მოჭ­რა. ხვი­ჩა რო­მე­ლიც მკვლე­ლის მე­გო­ბა­რი იყო, იმა­ვე სა­დარ­ბა­ზო­ში ცხოვ­რობ­და და ხმა­ურ­ზე შე­სუ­ლა რი­ტას­თან, რომ და­უ­ნა­ხია, მკვლელს მის­თვი­საც უს­ვრია. ის ოჯა­ხიც გა­ამ­წა­რა. ხვი­ჩას 4 შვი­ლი დარ­ჩა”, - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინე
1

რატომ ურიგდებიან არაკაცებს

გაოცებული
0

რეებს წერთ ხალხნო, ან ღმერთი არ გწამთ, ან მორალი არ გაქვთ? წამებით ადამიანის მკვლელს და 4 შვილის მამის მკვლელს ამართლებთ და რატო არც იცით? რა სიგიჟეა, სად გაიზარდეთ. აფექტიო ვინც გაიძახით, ჯერ ერთი აფექტი სხვა რამეა და მეორეც, ან აფექტი რა გასამართლებელი საბუთი გგონიათ თქვენ? ცოტა გონს მოეგეთ

ავტორი:

"რიტა შინ მარტო იყო, როცა ქმარმა წამებით მოკლა, ხვიჩა ხმაურზე შევიდა და მასაც ესროლა" - მოკლული გოგონას ახლობლების თქმით, თურქულმა მედიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა

"რიტა შინ მარტო იყო, როცა ქმარმა წამებით მოკლა, ხვიჩა ხმაურზე შევიდა და მასაც ესროლა" - მოკლული გოგონას ახლობლების თქმით, თურქულმა მედიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა

თურქეთში მომხდარ ორმაგ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რამდენიმე დღის წინ არჰავის რაიონში 23 წლის რიტა ეგნატაშვილი მეუღლემ, შაქრო აბესლამიძემ მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ასევე მოკლულია ბრალდებულის მეგობარი ხვიჩა ოსანაძეც.

თავდაპირველად თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რასაც მოკლული ქალის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს.

როგორც Ambebi.ge-ს რიტა ეგნატაშვილის ახლობელი უყვება, გოგონა შინ მარტო იყო, როდესაც ქმარი მივიდა, ჯერ სცემა და შემდეგ წამებით მოკლა. მოკლულის ოჯახის ახლობლები ფიქრობენ, რომ მამაკაცმა მკვლელობა წინასწარ დაგეგმა და სწორედ ამ მიზნით წაიყვანა რიტა ეგნატაშვილი თურქეთში.

ფოტკოლაჟი: შაქარო აბესლამიძე და ხვიჩა ოსანაძე

"თურქეთში ჩაიყვანა, რომ მოეკლა, ის იყო მანიაკი, ნარკომანი… თურქულმა მედიამ ყველაფერი არასწორად გაავრცელა. სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ეს ადამიანი (მკვლელობაში ბრალდებული) თურქეთში ჯერ თვითონ წავიდა და 10 დღის შემდეგ წაიყვანა რიტა. იმ არაკაცმა სახელი და გვარი შეიცვალა თურქეთში გადასვლისას. დაგეგმილი ჰქონდა რიტას მკვლელობა, უნდოდა ჩაეყვანა და მოეკლა. მანამდეც სულ ძალადობდა ცოლზე. რიტას მშობლების ოჯახში იყვნენ, როცა მაკრატელი ჩაარტყა. მაშინ გააგდეს, მაგრამ შემდეგ ისევ შერიგდნენ. ბათუმშიც თურმე ხშირად სცემდა. მკვლელის ბიცოლა იყო ჩამოსული და დაატირა რიტას, რამდენჯერ დაგმალე და გადაგარჩინეო. ვუსაყვედურეთ, რომ არაფერი გაგვაგებინეს.

თურქულმა მედიამ არასწორი და ძალიან ცუდი ინფორმაცია გაავრცელა. რიტა შინ მარტო იყო, როცა იმ მკვლელმა სცემა, აწამა, ხელები დაუსერა და შემდეგ ყელი გამოჭრა. ხვიჩა რომელიც მკვლელის მეგობარი იყო, იმავე სადარბაზოში ცხოვრობდა და ხმაურზე შესულა რიტასთან, რომ დაუნახია, მკვლელს მისთვისაც უსვრია. ის ოჯახიც გაამწარა. ხვიჩას 4 შვილი დარჩა”, - ამბობს მოკლულის ახლობელი.