ავტორი:

ზურიკო დავითაშვილი "ბორდოს" ფეხბურთელია - ინფორმაციას ფრანგული კლუბი ოფიციალურად ადასტურებს

ზურიკო დავითაშვილი "ბორდოს" ფეხბურთელია - ინფორმაციას ფრანგული კლუბი ოფიციალურად ადასტურებს

ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ფრანგულ "ბორდოში" ითამაშებს. "ბორდომ" სახელფასო განაკვეთის პრობლემა მოაგვარა და 21 წლის ქართველი ერთსეზონიანი იჯარით კონტრაქტის სავალდებულო გამოსყიდვის პირობით აიყვანა.

"ბორდო" ინფორმაციას ოფიციალურად ავრცელებს და როგორც ფრანგული კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაცი ვკითხულობთ, "მოხარული არიან ქართველის დამატებით, რომელიც მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ეროვნული გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, სწრაფი და ტექნიკურია, ნიჭიერია და მათთან კარიერაში ახალ საფეხურზე გასასვლელად მივიდა."

"ბორდო" ლიგა 2-ში 6 ტურის შემდეგ 11 ქულით მეორე ადგილზეა და 3 სექტემბერს სტუმრად "პარიზს" დაუპირისპირდება. sportall.ge