ავტორი:

რას შეიძენ 300 ლარად?!

რას შეიძენ 300 ლარად?!

ახალი ნივთის შეძენა ვის არ ახარებს, არა? განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ჩვენს ცხოვრებას გაცილებით მრავალფეროვანს, მოსახერხებელს და უბრალოდ კომფორტულს გახდის.

21-ე საუკუნემ ტექნოლოგიური აფეთქებების მხრივ ნამდვილი ფურორი მოახდინა: ტელეფონები ამოუწურავი შესაძლებლობებით, სმარტ ტელევიზორები #კაშკაშა ფერებით სიამოვნებისთვის, კამერები ჭრელა-ჭრულა მოგონებების შესაგროვებლად, საოჯახო, წვრილი თუ კომპიუტერული ტექნიკა ყოველდღიურობის გასამარტივებლად.... სულო და გულო, ის რაც ჩვენ გვევალება - ტექნოლოგიათა ციმციმა სამყაროში შებიჯება, თავბრუდამხვევი აღმოჩენებით ტკბობა და არჩევანის გაკეთებაა.

ტექნიკა ოჯახის წევრივითაა, იმდენად ვეჩვევით, ვეჯაჭვებით და გვიყვარდება, მის გარეშე ცხოვრება ვეღარც კი წარმოგვიდგენია. სწორედ ამიტომ არის, რომ ზოგჯერ, გადაწყვეტილების მიღებას ვაჭიანურებთ და სასურველის მიგნებას კვირებსაც ვანდომებთ. თუმცა, ეს ცოტათი დამღლელი პროცესი საბოლოოდ მაშინ „გატკბილდების“, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ შენაძენიც წარმატებით განვახორციელეთ და თანხაც იმაზე ნაკლები დაგვეხარჯა, ვიდრე ვვარაუდობდით.

ალბათ, ცხოვრებაში, ერთხელ მაინც, ყველას გვიცდია თანხის დაზოგვა. თუმცა, უმეტესობა ამ, სათქმელად ადვილი, შესასრულებლად კი საკმაოდ რთული საქმის ბოლომდე მიყვანაში ხშირად მოვიკოჭლებთ. ახლა კი, თითქოს ტუზი დაგვეცაო, მოულოდნელად თანხაც დაიზოგა.

დაზოგილ თანხასთან ერთად ახალი კითხვაც ჩნდება: კიდევ რისი ყიდვა შეიძლება? რა თქმა უნდა, ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, იგი ცვალებადია და დაზოგილი თანხის ოდენობასა თუ საკუთარ საჭიროებებზეა დამოკიდებული. ეს შეიძლება იყოს თმის სახვევი, წვერის საპარსი, უთო, კომპიუტერული აქსესუარები... ჩამონათვალი იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, დაფიქრებას ნამდვილად საჭიროებს. თუ დაინტერესდებით, რამდენიმე რჩევით შეგვიძლია მოგამარაგოთ.

დამწყები ან უბრალოდ კულინარიის მოყვარულებმა, გაზქურის შეძენის შემთხვევაში, შეგვიძლია ხელს სასწორი და მიქსერი გავაყოლოთ. თუ ინგრედიენტების საჭირო დოზები გვეცოდინება და ახალთახალი მიქსერით ვიქნებით აღჭურვილნი, ჩვენი ცქრიალა გაზქურით პირის ჩამატკბარუნებელ დესერტებსა და მადის აღმძვრელ კერძებს უპრობლემოდ მოვამზადებთ.

დილის უგემრიელესი დასაწყისისთვის ხრაშუნა ტოსტებისა და ახლად დაწურული წვენის მოსამზადებლად კი ჩვენს სამსახურში სიამოვნებით ჩადგებიან ტოსტერი და წვენსაწური. სულ რამდენიმე წუთი და ვუალაა -„ღმერთების საუზმეც“ მზადა.

„ყავა ჩვენი არსობისაო“ იტყოდა ყავის მოყვარულთა საზოგადოება. მგონი, დიდი სჯა-ბაასიც არ უნდა იმის მიხვედრას, რომ მათთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი ყავის აპარატი, ანდაც საფქვავი იქნებოდა, უფრო ცოცხალი, უფრო ნამდვილი გემოებისა და არამქვეყნიური არომატების შესაგრძნობად.

კინომანების იმ კატეგორიისთვისაც კარგი ამბავი გვაქვს, რომელსაც ფილმების ყურება ან თუნდაც ლეპტოპის გამოყენება საწოლში შეყუჟულსა და გემრიელად მოკალათებულს უყვარს. ნოუთბუქის სადგამებსა და ქულერებზე რას იტყოდით? ურიგო არ უნდა იყოს. მათი წყალობით ჩვენს ტექნიკას მუშაობის პროცესსაც შევუმსუბუქებთ და გადახურებისგანაც დავიცავთ.

აბა დაფიქრდით, ახალი ტელეფონი საყვარელი ფლეილისტებით, ფუმფულა ყურსასმენები და სმარტ ვოჩი - მგონი იდეალურია. ამ სამეულის კომბინაციამ სირბილისა თუ სეირნობის პროცესი ბევრად უფრო პროდუქტიული, ენერგიული და გემრიელი უნდა გახადოს.

მოკლედ, მთავარია ჩვენთვის საჭირო და სასურველი ტექნიკით შევიარაღდეთ და მთების გადადგმასაც კი შევძლებთ. შეკითხვაზე თუ რას შეიძენდი დაზოგილი თანხით, პასუხი უკვე თქვენთვის მოგვინდია.

R