პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუიციდი, უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა? - "ლუკოილის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი რავილ მაგანოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა
სუიციდი, უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა? - "ლუკოილის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი რავილ მაგანოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა

"ლუ­კო­ი­ლის" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი რა­ვილ მა­გა­ნო­ვი სა­ა­ვად­მყო­ფოს ფან­ჯრი­დან გა­და­ვარ­დნის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, - იუ­წყე­ბა REN, ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როს მი­თი­თე­ბის გა­რე­შე.

ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ის 67 წლის ტოპ მე­ნე­ჯე­რი მოს­კო­ვის ცენ­ტრა­ლურ კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მე-6 სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და.

"ინ­ტერ­ფაქ­სის“ წყა­რომ გა­მო­ცე­მას­თან გა­ნა­ცხა­და:

"დღეს დი­ლით მა­გა­ნო­ვი ცენ­ტრა­ლუ­რი კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ფან­ჯრი­დან გად­მო­ვარ­და. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად კაცი გარ­და­იც­ვა­ლა“.

მა­გა­ნო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ტე­ლეგ­რა­მის არ­ხმა Mash-მაც და­ა­დას­ტუ­რა. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ "ლუ­კო­ი­ლის" ტოპ მე­ნე­ჯერს შე­საძ­ლოა, თავი მო­ეკ­ლა.

თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სია RIA Novosti-საც სა­კუ­თარ­მა წყა­რომ და­უ­დას­ტუ­რა, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სია არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა.

მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ასე­ვე კი­დევ ერთი ვერ­სია, რომ ის შე­საძ­ლოა შემ­თხვე­ვით გა­და­ვარ­დნი­ლი­ყო სი­გა­რე­ტის მო­წე­ვის დროს.

მოს­კო­ვის სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბებ­მა TASS-ს და­უ­დას­ტუ­რეს, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ფან­ჯრი­დან მა­მა­კა­ცი გად­მო­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა, თუმ­ცა გარ­დაც­ვლი­ლის ვი­ნა­ო­ბა არ და­უ­სა­ხე­ლე­ბი­ათ.

"ლუ­კო­ილ­მა" ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ რა­ვილ მა­გა­ნო­ვი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა", - წერს "რია ნო­ვოს­ტი".

რა­ვილ მა­გა­ნო­ვი 1980-იან წლებ­ში Langepasneftegaz-ში მუ­შა­ობ­და, რო­მე­ლიც შემ­დეგ Lukoil-ის ნა­წი­ლი გახ­და. ის კომ­პა­ნია "ლუ­კო­ი­ლის“ სა­ხე­ლის ავ­ტო­რი­ცაა. 1993 წლი­დან გახ­ლდათ "ლუ­კო­ი­ლის“ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი, 2020 წელს კი - ხელ­მძღვა­ნე­ლი.

რა­ვილ მა­გა­ნო­ვი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი გახ­ლდათ, ჰყავს ვაჟი და ქა­ლიშ­ვი­ლი.

ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ბუ­რუ­სით მო­ცულ­მა სიკ­ვდილ­მა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ის გავ­რცე­ლე­ბამ გა­ა­ჩი­ნა ეჭვი, რომ შე­საძ­ლოა, ეს ერ­თგვა­რი შუ­რის­ძი­ე­ბა იყოს, რად­გან რო­გორც და­სავ­ლუ­რი მე­დია წერს, "ლუ­კო­ი­ლი“ ერთ-ერ­თია იმ მცი­რე­რი­ცხო­ვან რუ­სულ კომ­პა­ნი­ებს შო­რის, რო­მე­ლიც ღიად აკ­რი­ტი­კებს რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას".

მე­დი­ის ერთ-ერთი ვერ­სი­ით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მა­გა­ნო­ვი სა­ა­ვად­მყო­ფოს ფან­ჯრი­დან გა­და­ეგ­დოთ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
0

ფეთქდებიან, ფანჯრიდან ვარდებიან... მრავლად ასეთი მოსავალი!

tsiko
0

ვააა ეს რა ახალი სპორტია რუსეთში, გაზპრომის და ლუკოილის მაღალჩინოსნების ხან უბედური შემთხვევა, ხან თვითმკვლელობა..... პატრონი ეცვლებათ, თუ რა ხდება?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

სუიციდი, უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა? - "ლუკოილის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი რავილ მაგანოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა

სუიციდი, უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა? - "ლუკოილის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი რავილ მაგანოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა

"ლუკოილის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი რავილ მაგანოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა, - იუწყება REN, ინფორმაციის წყაროს მითითების გარეშე.

ნავთობკომპანიის 67 წლის ტოპ მენეჯერი მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, მე-6 სართულზე მდებარე განყოფილებაში მკურნალობდა.

"ინტერფაქსის“ წყარომ გამოცემასთან განაცხადა:

"დღეს დილით მაგანოვი ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდა. მიღებული დაზიანებების შედეგად კაცი გარდაიცვალა“.

მაგანოვის გარდაცვალება ტელეგრამის არხმა Mash-მაც დაადასტურა. გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ "ლუკოილის" ტოპ მენეჯერს შესაძლოა, თავი მოეკლა.

თვითმკვლელობის ვერსია RIA Novosti-საც საკუთარმა წყარომ დაუდასტურა, თუმცა ოფიციალურად თვითმკვლელობის ვერსია არ გახმაურებულა.

მედიაში ვრცელდება ასევე კიდევ ერთი ვერსია, რომ ის შესაძლოა შემთხვევით გადავარდნილიყო სიგარეტის მოწევის დროს.

მოსკოვის სამართალდამცავმა უწყებებმა TASS-ს დაუდასტურეს, რომ ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა, თუმცა გარდაცვლილის ვინაობა არ დაუსახელებიათ.

"ლუკოილმა" ოფიციალურად განაცხადა, რომ რავილ მაგანოვი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა", - წერს "რია ნოვოსტი".

რავილ მაგანოვი 1980-იან წლებში Langepasneftegaz-ში მუშაობდა, რომელიც შემდეგ Lukoil-ის ნაწილი გახდა. ის კომპანია "ლუკოილის“ სახელის ავტორიცაა. 1993 წლიდან გახლდათ "ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, 2020 წელს კი - ხელმძღვანელი.

რავილ მაგანოვი დაოჯახებული გახლდათ, ჰყავს ვაჟი და ქალიშვილი.

ცნობილი ბიზნესმენის ბურუსით მოცულმა სიკვდილმა და გარდაცვალების სხვადასხვა ვერსიის გავრცელებამ გააჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა, ეს ერთგვარი შურისძიება იყოს, რადგან როგორც დასავლური მედია წერს, "ლუკოილი“ ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან რუსულ კომპანიებს შორის, რომელიც ღიად აკრიტიკებს რუსეთის უკრაინაში შეჭრას".

მედიის ერთ-ერთი ვერსიით, არ არის გამორიცხული, რომ მაგანოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადაეგდოთ.