კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ რომ ორი კაპიკი გამოგზავნო, იქ ნამდვილ ჯოჯოხეთს გადიხარ. რამდენმა ქართველმა ვერ გაუძლო და თავი მოიკლა..." - ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალის ნაამბობი
"აქ რომ ორი კაპიკი გამოგზავნო, იქ ნამდვილ ჯოჯოხეთს გადიხარ. რამდენმა ქართველმა ვერ გაუძლო და თავი მოიკლა..." - ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალის ნაამბობი

შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გას­ვლა ყო­ველ­წლი­უ­რად გე­ო­მეტ­რი­უ­ლი პროგ­რე­სი­ით იზ­რდე­ბა, რაც შექ­მნი­ლი მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­თა და სი­დუ­ხ­ჭი­რით აიხ­სნე­ბა. სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო 1 წელ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­დან ემიგ­რა­ცი­ა­ში თით­ქმის 100 ათა­სი ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და, რაც წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 34.6 პრო­ცენ­ტით მე­ტია, თუმ­ცა ემიგ­რა­ცი­ა­შიც არ არის ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი გზა. ჩვენ­ში რა­ტომ­ღაც დამ­კვიდ­რდა მცდა­რი აზრი, რომ სა­დაც არ ვართ, იქ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა...

ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტი ერთი იმათ­გა­ნია, ვი­საც ემიგ­რა­ცი­ა­ში არ გა­უ­მარ­თლა, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ჯო­ჯო­ხე­თის გზა გა­ი­ა­რა და მა­ლე­ვე უკან, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. "ალ­ბათ უფალ­მა არ ინე­ბა ჩემი იქ დარ­ჩე­ნა და უკან ჩა­მო­მაბ­რუ­ნა. ეს ჩვენ გვგო­ნია, რომ ყველ­გან კარ­გია, სა­დაც არ ვართ, სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია უცხო ქვე­ყა­ნა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა და ცხოვ­რე­ბის აწყო­ბა. აქ რომ ორი კა­პი­კი გა­მო­აგ­ზავ­ნო, იქ ნამ­დვილ ჯო­ჯო­ხეთს გა­დი­ხარ. რამ­დენ­მა ქარ­თველ­მა ვერ გა­უძ­ლო და თავი მო­იკ­ლა... “- გვე­უბ­ნე­ბა ყო­ფი­ლი ემიგ­რან­ტი ზე­ი­ნაბ ავა­ლიშ­ვი­ლი და დღე­საც ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ვერ ჰყვე­ბა იმა­ზე, რაც იტა­ლი­ა­ში გა­დახ­და თავს:

- იტა­ლი­ა­ში შვი­ლის გუ­ლის­თვის წა­ვე­დი, ფეხ­ზე ოპე­რა­ცია სჭირ­დე­ბო­და და ფული უნდა მო­მეგ­რო­ვე­ბი­ნა (12 000 დო­ლა­რი). შარ­შან ივ­ნი­სის ბო­ლოს წა­ვე­დი ქა­ლაქ ბარ­ში და 2 თვე­ში, აგ­ვის­ტოს ბო­ლოს დავ­ბრუნ­დი. იქა­უ­რი დამ­საქ­მებ­ლე­ბი ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს სას­ტი­კად ექ­ცე­ვი­ან. ბარ­ში 15 წუ­თის ჩა­სუ­ლი ვი­ყა­ვი, როცა ქარ­თველ­მა გო­გო­ნამ და­მა­საქ­მა, ოჯა­ხი მო­მი­ძებ­ნა. რო­გორც შე­ვი­ტყვე, ის შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­სულ ქალ­ბა­ტონს ცვლი­და, რო­მე­ლიც მე­ო­რე დღეს უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, ეს გო­გო­ნა კი ჩა­სუ­ლე­ბის და­საქ­მე­ბას და ფუ­ლის აკ­რე­ფას ას­წრებ­და. მან ბა­რი­დან 45 წუ­თის სა­ვალ გზა­ზე 80 ევრო მომ­თხო­ვა. იმ მო­მენ­ტში თან­ხა არ მქონ­და და მი­თხრა, ამ­ხე­ლა გზა­ზე რომ ჩა­მოხ­ვე­დი, არ იცო­დი, თან­ხა რომ დაგ­ჭირ­დე­ბო­დაო?

გან­სა­ზღვრუ­ლი თან­ხით ჩა­მო­ვე­დი-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი. და­მა­საქ­მეს ოჯახ­ში, სა­დაც ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი კაცი ცხოვ­რობ­და, მის­თვის უნდა მო­მევ­ლო. 800 ევ­როს შემ­პირ­დნენ გა­სამ­რჯე­ლოს, აქე­დან 500 იმ დამ­საქ­მებ­ლის­თვის უკან უნდა მი­მე­ცა. თავ­და­პირ­ვე­ლი თან­ხით მა­მი­დაშ­ვი­ლი და­მეხ­მა­რა, რო­მე­ლიც ფლო­რენ­ცი­ა­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და და ენაც კარ­გად იცო­და. მე არც ენა ვი­ცო­დი, არც აც­რი­ლი ვი­ყა­ვი (ვერ ავი­ცე­რი, ჩიყ­ვის ოპე­რა­ცია ახა­ლი გა­კე­თე­ბუ­ლი მქონ­და). ჩემ­მა მა­მი­დაშ­ვილ­მა მი­თხრა, ჩემ­თან წა­გიყ­ვან, მაგ­რამ აქ მუ­შა­ო­ბას კარ­გა ხანს ვერ და­ი­წყებ, აქ იყა­ვი, იცხოვ­რე და მოგ­ხე­და­ვო. ისე­დაც მისი გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ფუ­ლით ჩა­ვე­დი იქამ­დე და არ მინ­დო­და, ისევ მას დავ­წო­ლო­დი ტვირ­თად.

ფლო­რენ­ცი­ამ­დე 135 ევრო უნდა გა­და­მე­ხა­და და იქაც რომ არ გამ­მარ­თლე­ბო­და? იტა­ლი­უ­რი რად­გან არ ვი­ცო­დი, ოჯა­ხის პატ­რო­ნი ჩემს მა­მი­დაშ­ვილს ურე­კავ­და, ჯერ იმას უხ­სნი­და და ასე ვურ­თი­ერ­თობ­დით. 1 კვი­რა­ში ცოტა დავძლიე საყ­ველ­პუ­რო იტა­ლი­უ­რი. ამ ფსი­ქი­კა­შერ­ყე­ულ კაცს რის ვაი-ვაგ­ლა­ხით ვი­გე­რი­ებ - ხან აივ­ნი­დან მიხ­ტე­ბო­და, ხან ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და ჩემ­ზე, კბი­ლე­ბი ჩა­მი­ლე­წა, მირ­ტყამ­და...

მოკ­ლედ, ძა­ლი­ან მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდი, მაგ­რამ ვი­ტან­დი იმის გამო, რის­თვი­საც იქ ჩა­ვე­დი - ოჯა­ხის­თვის სარ­გე­ბე­ლი მო­მე­ტა­ნა და შვი­ლის სა­ო­პე­რა­ცი­ოდ ფული და­მეგ­რო­ვე­ბი­ნა. დალ­ხი­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა რომ მქო­ნო­და, სად წა­ვი­დო­დი? მერე ამ ოჯახ­მა აც­რის სა­ბუ­თი მომ­თხო­ვა, მი­ვე­ცი ოპე­რა­ცი­ის დო­კუ­მენ­ტე­ბი, ფორ­მა -100, წა­ვი­და, გა­და­ა­მოწ­მე­ბი­ნა და მი­თხრა, პრობ­ლე­მა­აო. ოჯა­ხის პატ­რონ­მა გა­მო­ა­ცხა­და, ამას ვერ გა­ვა­ჩე­რებ, აც­რი­ლი მომ­ვლე­ლი მინ­დაო. იმას თუ აც­რი­ლი უნ­დო­და, მე ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი მინ­დო­და მო­სავ­ლე­ლად, და­მა­სა­ხიჩ­რეს და ხმას არ ვი­ღებ­დი. პატ­რონ­მაც მშვე­ნივ­რად იცო­და, მა­მა­მისს რა დღე­ში ვყავ­დი, ვი­დე­ოთ­ვა­ლი ჰქონ­დათ და ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლებ­და. ჩემ­მა მა­მი­დაშ­ვილ­მა და­მი­რე­კა, სას­წრა­ფოდ გა­მო­დი მა­ქე­და­ნო, ტა­რან­ტო­ში ღვთის­ნი­ე­რი ქარ­თვე­ლე­ბი მო­ძებ­ნა, რო­მელ­თაც თა­ვის ოჯახ­ში წა­მო­მიყ­ვა­ნეს (დამ­საქ­მებ­ლე­ბი არ იყ­ვნენ), თან გა­დამ­ყვნენ და ბო­ლოს იტა­ლი­ელ დამ­საქ­მე­ბელ დებს გა­დამ­ცეს. რა იცოდ­ნენ, რა დღე­ში ჩავ­ვარ­დე­ბო­დი. იმათ მე დღე მა­წი­ეს, ენით არ ით­ქმის - ორი დღე მა­მუ­შა­ვეს, ფული არ გა­და­მი­ხა­დეს. ვის­თა­ნაც მი­მიყ­ვა­ნეს, ის ქალი ინ­სულ­ტი­ა­ნი იყო და დღე­ში 5-ჯერ გარ­კვე­ულ წერ­ტი­ლებ­ში ნემ­სი უნდა მე­კე­თე­ბი­ნა დო­ზე­ბით. ერთი დღე კარ­გად ვუ­კე­თე, მო­ე­წო­ნათ. მე­ო­რე დღეს, სა­ღა­მოს ამ ქალ­მა იტა­ლი­უ­რად უთხრა რა­ღაც პა­ცი­ენტს, ვი­ფიქ­რე, მე და­მი­ძა­ხა-მეთ­ქი, ინ­სტიქ­ტუ­რად გა­მო­ვი­ხე­დე და ნემ­სი ამო­ვარ­და. პატ­რონ­მა მა­შინ­ვე და­უ­რე­კა დამ­საქ­მე­ბელს, ახ­ლა­ვე წა­იყ­ვა­ნე აქე­და­ნო.

გა­მო­მიყ­ვა­ნეს და ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე და­მაგ­დეს, მი­თხრეს, შენი ფე­ხით წადი აქე­და­ნო. სა­ი­და­ნაც წა­მო­მიყ­ვა­ნეს, იმ სახ­ლამ­დე სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი უნდა მევ­ლო, გა­გე­ბა­ში არ ვი­ყა­ვი, სად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, 2 ევ­როც არ მედო ჯი­ბე­ში. ვუხ­სნი, ვერ წა­ვალ, გზის ფული არ მაქვს-მეთ­ქი. ქალ­მა 2 ევრო მომ­ცა და წადი ოჯახ­შიო.

სად უნდა წა­ვი­დე-მეთ­ქი. არაო და ავ­ტე­ხე ჩხუ­ბი. იქ ჩხუ­ბი არ შე­იძ­ლე­ბა, ისი­ნი უკა­ნო­ნოდ აკე­თე­ბენ ამ საქ­მეს, მე კი კა­ნონს არ ვარ­ღვევ­დი, ლე­გა­ლუ­რად წა­ვე­დი, 3 თვე შე­მეძ­ლო ცხოვ­რე­ბა... დებს შე­ე­შინ­დათ, წა­მო­მიყ­ვა­ნეს და ახლა მა­ტა­რებ­ლის სად­გურ­ზე და­მაგ­დეს...

ჩემ­თან ერ­თად ერთი გოგო იყო, იმა­საც აე­წე­წა ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ მერე რო­გორც გა­ვი­გე, ლტოლ­ვი­ლად ჩა­ბარ­და იტა­ლი­ა­ში. როცა სად­მე ჩა­დი­ხარ, თუ კარ­გი პატ­რო­ნი არ გყავს, არა­ვის უნდა ენდო. ახლა ჩემი მული მი­დის თურ­ქე­თი­დან იტა­ლი­ა­ში და ვურ­ჩევ, კარ­გად და­ფიქ­რდეს, გა­არ­კვი­ოს, ვის ენ­დო­ბა. ის ქალი 1500 ევ­როს იღებს თი­თოს­გან და 8 ქალი მიჰ­ყავს. ამა­ზე დღეს ბევ­რი "ჩა­ლი­ჩობს“, ჩა­იყ­ვა­ნენ და მერე "აგ­დე­ბენ"...

ღმერ­თმა აშო­როს ყვე­ლას, რაც მე გა­დამ­ხდა. ვა­ლით წა­ვე­დი, მა­მი­დაშ­ვილ­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნა ფლო­რენ­ცი­ი­დან, ნელ-ნელა უნდა გა­და­მე­ხა­და, მაგ­რამ ასე­თი ვი­თა­რე­ბა რომ შე­მექ­მნა, მი­თხრა, ოღონდ შენ ჯან­მრთე­ლი დაბ­რუნ­დი შენს შვი­ლებ­თან, ბო­დი­ში და, მი­მი­ფურ­თხე­ბია მაგ ფუ­ლის­თვი­სო. მა­მი­დაშ­ვი­ლი 15 წე­ლია იტა­ლი­ა­შია, ღვიძ­ლი და­სა­ვი­თაა, მაგ­რამ ვალს არ შე­ვირ­ჩენ. არა და, ისე­თი იმე­დი­ა­ნი წა­ვე­დი აქე­დან, ვი­ცო­დი, სამ­სა­ხურს და­ვი­წყებ­დი და ავი­წყობ­დი ცხოვ­რე­ბას...

ჩა­მო­ვე­დი და ღმერ­თის წყა­ლო­ბით, კარ­გად ვართ. ალ­ბათ უფალ­მა არ ინე­ბა ჩემი იქ დარ­ჩე­ნა და უკან ჩა­მო­მაბ­რუ­ნა. ეს ჩვენ გვგო­ნია, რომ ყველ­გან კარ­გია, სა­დაც არ ვართ, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს გზა არაა ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი, ძა­ლი­ან რთუ­ლია უცხო ქვე­ყა­ნა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა და ცხოვ­რე­ბის აწყო­ბა. აქ რომ ორი კა­პი­კი გა­მო­აგ­ზავ­ნო, იქ ნამ­დვილ ჯო­ჯო­ხეთს გა­დი­ხარ. რამ­დენ­მა ქარ­თველ­მა ვერ გა­უძ­ლო და თავი მო­იკ­ლა... ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­სულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას ან ნარ­კო­მა­ნი შვი­ლი ჰყავს, ან - ავად­მყო­ფი, ან ბან­კი­დან ბინა აქვს გა­მო­სახ­სნე­ლი, ან ვა­ლებ­შია ჩამ­ხრჩვა­ლი, ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის ხალ­ხია. დალ­ხი­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა რომ მქო­ნო­და, იქ წა­ვი­დო­დი? აქაც რომ არა­ფე­რი ყრია, რა გინ­და, რომ ქნა?

.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კეკე
16

სამსახურში დირექტორმა მოიყვანა თანამშრომლებისთვის უფასოდ ინგლისურის მასწავლებელი, ატყდა ჟივილ-ხივილი სიხარულის, ზუსტად 4-5 მივიდნენ გაკვეთილზე და მერე დაიწყეს მიზეზები, მკლედ მეცადინეობა რომელიც თავისთავად დიდი შრომაა არავის არ უნდა და სხვანაირად კიდე კარგ ხელფასზე ვერ გაქვს პრეტენზია, მერე იწყება მიზეზები რომ ცუდ ქვეყანაში დავიბადეთ, ცუდი მთავრობაა, ცუდი ამინდი, ცუდი ხალხი და ა.შ. მესმის რომ ყველა და ყველაფერი დამნაშავეა მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ რომ კარგად ვიყოთ?!

თემო
21

საქართველო ოდითგანვე ღარიბი ქვეყანა იყო და საშოვარზე საზღვარგარეთ გაღწევას ცდილობდნენ. მხატვრული ფილმი "ფესვები" მაინც გექნებათ ნანახი. შედრებით დალაგებული და კარგი ცხოვრება მე-20 საუკუნის 50-იან, 60-იან, 70-იან და 80-იან წლებში, საბჭოთა კავშირის პირობებში იყო. დამოუკიდებელი საქართველო ყოველთვის ღარიბი ქვეყანა იქნება, რადგან არავითარი ღირებული ბუნებრივი რესურსი არ გააჩნია, რაც მოსახლეობის უმეტეს ნაწილზე შეიძლება დადებითად აისახოს. ტერიტორიაც ძალზე პრობლემურია. ასე რომ, საზღვარგარეთ წამსვლელებიც იქნებიან და შემოსავლის წყაროს სხვაგან მაძიებლებიც. დაივიწყეთ, რომ ვინმე გარჩენთ. მხოლოდ საკუთარ თავზე იქნებით დამოკიდებული. შრომით თავს აქაც შეინახავთ. აი, ფულის დაგროვებაზე თუ გაქვთ პრეტენზია, ან საკუთარი წარმატებული ბიზნესი, ან ძალიან მაღალი სახელმწიფო თანამდებობა უნდა გქონდეთ. საზღვარგარეთ ქართველი კი არა, საკუთარი თანამემამულე არაფრად მიაჩნიათ. იქ მგლური სამყაროა. იტალიაშიც, ევროზე გადასვლის შემდეგ ყველაფერი გაძვირდა და ის მეგობრული, მეზობლური ურთიერთობები ქრება. ასე რომ, შინ, თუ გარეთ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოთ. 

ავტორი:

"აქ რომ ორი კაპიკი გამოგზავნო, იქ ნამდვილ ჯოჯოხეთს გადიხარ. რამდენმა ქართველმა ვერ გაუძლო და თავი მოიკლა..." - ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალის ნაამბობი

"აქ რომ ორი კაპიკი გამოგზავნო, იქ ნამდვილ ჯოჯოხეთს გადიხარ. რამდენმა ქართველმა ვერ გაუძლო და თავი მოიკლა..." - ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალის ნაამბობი

შემაშფოთებელია, რომ საქართველოდან ქვეყნის მოქალაქეების გასვლა ყოველწლიურად გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, რაც შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობითა და სიდუხჭირით აიხსნება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 1 წელში, საქართველოდან ემიგრაციაში თითქმის 100 ათასი ადამიანი წავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 34.6 პროცენტით მეტია, თუმცა ემიგრაციაშიც არ არის ია-ვარდით მოფენილი გზა. ჩვენში რატომღაც დამკვიდრდა მცდარი აზრი, რომ სადაც არ ვართ, იქ ყველაფერი კარგადაა...

ჩვენი რესპოდენტი ერთი იმათგანია, ვისაც ემიგრაციაში არ გაუმართლა, როგორც თავად ამბობს, ჯოჯოხეთის გზა გაიარა და მალევე უკან, სამშობლოში დაბრუნდა. "ალბათ უფალმა არ ინება ჩემი იქ დარჩენა და უკან ჩამომაბრუნა. ეს ჩვენ გვგონია, რომ ყველგან კარგია, სადაც არ ვართ, სინამდვილეში ძალიან რთულია უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება და ცხოვრების აწყობა. აქ რომ ორი კაპიკი გამოაგზავნო, იქ ნამდვილ ჯოჯოხეთს გადიხარ. რამდენმა ქართველმა ვერ გაუძლო და თავი მოიკლა... “- გვეუბნება ყოფილი ემიგრანტი ზეინაბ ავალიშვილი და დღესაც ემოციების გარეშე ვერ ჰყვება იმაზე, რაც იტალიაში გადახდა თავს:

- იტალიაში შვილის გულისთვის წავედი, ფეხზე ოპერაცია სჭირდებოდა და ფული უნდა მომეგროვებინა (12 000 დოლარი). შარშან ივნისის ბოლოს წავედი ქალაქ ბარში და 2 თვეში, აგვისტოს ბოლოს დავბრუნდი. იქაური დამსაქმებლები ქართველ ემიგრანტებს სასტიკად ექცევიან. ბარში 15 წუთის ჩასული ვიყავი, როცა ქართველმა გოგონამ დამასაქმა, ოჯახი მომიძებნა. როგორც შევიტყვე, ის შვებულებაში გასულ ქალბატონს ცვლიდა, რომელიც მეორე დღეს უნდა დაბრუნებულიყო, ეს გოგონა კი ჩასულების დასაქმებას და ფულის აკრეფას ასწრებდა. მან ბარიდან 45 წუთის სავალ გზაზე 80 ევრო მომთხოვა. იმ მომენტში თანხა არ მქონდა და მითხრა, ამხელა გზაზე რომ ჩამოხვედი, არ იცოდი, თანხა რომ დაგჭირდებოდაო?

განსაზღვრული თანხით ჩამოვედი-მეთქი, ვუთხარი. დამასაქმეს ოჯახში, სადაც ფსიქიკურად დაავადებული კაცი ცხოვრობდა, მისთვის უნდა მომევლო. 800 ევროს შემპირდნენ გასამრჯელოს, აქედან 500 იმ დამსაქმებლისთვის უკან უნდა მიმეცა. თავდაპირველი თანხით მამიდაშვილი დამეხმარა, რომელიც ფლორენციაში ცხოვრობდა და მუშაობდა და ენაც კარგად იცოდა. მე არც ენა ვიცოდი, არც აცრილი ვიყავი (ვერ ავიცერი, ჩიყვის ოპერაცია ახალი გაკეთებული მქონდა). ჩემმა მამიდაშვილმა მითხრა, ჩემთან წაგიყვან, მაგრამ აქ მუშაობას კარგა ხანს ვერ დაიწყებ, აქ იყავი, იცხოვრე და მოგხედავო. ისედაც მისი გამოგზავნილი ფულით ჩავედი იქამდე და არ მინდოდა, ისევ მას დავწოლოდი ტვირთად.

ფლორენციამდე 135 ევრო უნდა გადამეხადა და იქაც რომ არ გამმართლებოდა? იტალიური რადგან არ ვიცოდი, ოჯახის პატრონი ჩემს მამიდაშვილს ურეკავდა, ჯერ იმას უხსნიდა და ასე ვურთიერთობდით. 1 კვირაში ცოტა დავძლიე საყველპურო იტალიური. ამ ფსიქიკაშერყეულ კაცს რის ვაი-ვაგლახით ვიგერიებ - ხან აივნიდან მიხტებოდა, ხან ფიზიკურად ძალადობდა ჩემზე, კბილები ჩამილეწა, მირტყამდა...

მოკლედ, ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდი, მაგრამ ვიტანდი იმის გამო, რისთვისაც იქ ჩავედი - ოჯახისთვის სარგებელი მომეტანა და შვილის საოპერაციოდ ფული დამეგროვებინა. დალხინებული ცხოვრება რომ მქონოდა, სად წავიდოდი? მერე ამ ოჯახმა აცრის საბუთი მომთხოვა, მივეცი ოპერაციის დოკუმენტები, ფორმა -100, წავიდა, გადაამოწმებინა და მითხრა, პრობლემააო. ოჯახის პატრონმა გამოაცხადა, ამას ვერ გავაჩერებ, აცრილი მომვლელი მინდაო. იმას თუ აცრილი უნდოდა, მე ჭკვიანი ადამიანი მინდოდა მოსავლელად, დამასახიჩრეს და ხმას არ ვიღებდი. პატრონმაც მშვენივრად იცოდა, მამამისს რა დღეში ვყავდი, ვიდეოთვალი ჰქონდათ და ყველაფერს აკონტროლებდა. ჩემმა მამიდაშვილმა დამირეკა, სასწრაფოდ გამოდი მაქედანო, ტარანტოში ღვთისნიერი ქართველები მოძებნა, რომელთაც თავის ოჯახში წამომიყვანეს (დამსაქმებლები არ იყვნენ), თან გადამყვნენ და ბოლოს იტალიელ დამსაქმებელ დებს გადამცეს. რა იცოდნენ, რა დღეში ჩავვარდებოდი. იმათ მე დღე მაწიეს, ენით არ ითქმის - ორი დღე მამუშავეს, ფული არ გადამიხადეს. ვისთანაც მიმიყვანეს, ის ქალი ინსულტიანი იყო და დღეში 5-ჯერ გარკვეულ წერტილებში ნემსი უნდა მეკეთებინა დოზებით. ერთი დღე კარგად ვუკეთე, მოეწონათ. მეორე დღეს, საღამოს ამ ქალმა იტალიურად უთხრა რაღაც პაციენტს, ვიფიქრე, მე დამიძახა-მეთქი, ინსტიქტურად გამოვიხედე და ნემსი ამოვარდა. პატრონმა მაშინვე დაურეკა დამსაქმებელს, ახლავე წაიყვანე აქედანო.

გამომიყვანეს და ავტობუსის გაჩერებაზე დამაგდეს, მითხრეს, შენი ფეხით წადი აქედანო. საიდანაც წამომიყვანეს, იმ სახლამდე საათნახევარი უნდა მევლო, გაგებაში არ ვიყავი, სად უნდა წავსულიყავი, 2 ევროც არ მედო ჯიბეში. ვუხსნი, ვერ წავალ, გზის ფული არ მაქვს-მეთქი. ქალმა 2 ევრო მომცა და წადი ოჯახშიო.

სად უნდა წავიდე-მეთქი. არაო და ავტეხე ჩხუბი. იქ ჩხუბი არ შეიძლება, ისინი უკანონოდ აკეთებენ ამ საქმეს, მე კი კანონს არ ვარღვევდი, ლეგალურად წავედი, 3 თვე შემეძლო ცხოვრება... დებს შეეშინდათ, წამომიყვანეს და ახლა მატარებლის სადგურზე დამაგდეს...

ჩემთან ერთად ერთი გოგო იყო, იმასაც აეწეწა ყველაფერი, მაგრამ მერე როგორც გავიგე, ლტოლვილად ჩაბარდა იტალიაში. როცა სადმე ჩადიხარ, თუ კარგი პატრონი არ გყავს, არავის უნდა ენდო. ახლა ჩემი მული მიდის თურქეთიდან იტალიაში და ვურჩევ, კარგად დაფიქრდეს, გაარკვიოს, ვის ენდობა. ის ქალი 1500 ევროს იღებს თითოსგან და 8 ქალი მიჰყავს. ამაზე დღეს ბევრი "ჩალიჩობს“, ჩაიყვანენ და მერე "აგდებენ"...

ღმერთმა აშოროს ყველას, რაც მე გადამხდა. ვალით წავედი, მამიდაშვილმა გამომიგზავნა ფლორენციიდან, ნელ-ნელა უნდა გადამეხადა, მაგრამ ასეთი ვითარება რომ შემექმნა, მითხრა, ოღონდ შენ ჯანმრთელი დაბრუნდი შენს შვილებთან, ბოდიში და, მიმიფურთხებია მაგ ფულისთვისო. მამიდაშვილი 15 წელია იტალიაშია, ღვიძლი დასავითაა, მაგრამ ვალს არ შევირჩენ. არა და, ისეთი იმედიანი წავედი აქედან, ვიცოდი, სამსახურს დავიწყებდი და ავიწყობდი ცხოვრებას...

ჩამოვედი და ღმერთის წყალობით, კარგად ვართ. ალბათ უფალმა არ ინება ჩემი იქ დარჩენა და უკან ჩამომაბრუნა. ეს ჩვენ გვგონია, რომ ყველგან კარგია, სადაც არ ვართ, სინამდვილეში, ეს გზა არაა ია-ვარდით მოფენილი, ძალიან რთულია უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება და ცხოვრების აწყობა. აქ რომ ორი კაპიკი გამოაგზავნო, იქ ნამდვილ ჯოჯოხეთს გადიხარ. რამდენმა ქართველმა ვერ გაუძლო და თავი მოიკლა... ემიგრაციაში წასულთა უმრავლესობას ან ნარკომანი შვილი ჰყავს, ან - ავადმყოფი, ან ბანკიდან ბინა აქვს გამოსახსნელი, ან ვალებშია ჩამხრჩვალი, ყველა კატეგორიის ხალხია. დალხინებული ცხოვრება რომ მქონოდა, იქ წავიდოდი? აქაც რომ არაფერი ყრია, რა გინდა, რომ ქნა?

.