დიდ დიღომში, ბენდუქიძის დასახლებაში მოხდარი აფეთქების დროს დაშავებული 30 წლამდე ქალი ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
როგორც კლინიკაში "ინტერპრენსიუსს“ განუცხადეს, დაშავებულის მდგომარეობა საყურადღებოა.
დიდ დიღომში აფეთქება დღეს გამთენიისას მოხდა. დაშავებულები ნიგერიის მოქალაქე ქალი და ბავშვი არიან. ასევე დაშავებულია მამაკაცი, ის ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების დროს გვერდზე სახლში იმყოფებოდა.