ავტორი:

წლინახევრის ბავშვის გარდაცვალებაში ბრალდებული პედიატრი მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო, რასაც შვილმკვდარი დედის მწვავე რეაქციები მოჰყვა

წლინახევრის ბავშვის გარდაცვალებაში ბრალდებული პედიატრი მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო, რასაც შვილმკვდარი დედის მწვავე რეაქციები მოჰყვა

წლინახევრის ბავშვის გარდაცვალებაში ბრალდებული პედიატრი მაია აბულაშვილი სამსამართლომ უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებას შვილმკვდარი დედის მწვავე რეაქცია მოჰყვა. გარდაცვლილი ჩვილის ოჯახი ექიმს მცდარი დიაგნოზის დასმაში სდებდა ბრალს.

"ჟურნალისტებო, ხალხო, მითხარით სამართალი სად არის, ჩემი შვილი მიწაში ჩადეს. ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ლაშა ჩხიკვაძეს ფული გადაუხადა. კორუმპირებული ლაშა ჩხიკვაძე! არ გავჩერდები, ყველგან გავასაჩივრებ" - განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის დედამ, რომელსაც მძიმე ემოციური ფონის გამო სასწრაფო დახმარების მომსახურება დასჭირდა.

რაც შეეხება თავად ექიმის პოზიციას, მისი თქმით, სამართალმა იზეიმა.

"3 წლის განმავლობაში ვიყავი ბულინგის მსხვერპლი, მაგრამ სამართალმა იზეიმა, მე რომ დამნაშავე ვყოფილიყავი, სამართლებრივ დავას არ დავიწყებდი. " - განაცხადა პედიატრმა მაია აბულაშვილმა.

როგორც ambebi.ge -ს პროკურატურაში განუცხადეს, ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ იზიარებს და გამოტანილ ვერდიქტს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.