მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმებას სრულად აჩერებს
ევროკავშირი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმებას სრულად აჩერებს

პრა­ღა­ში ორ­დღი­ა­ნი არა­ფორ­მა­ლუ­რი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­მა ევ­რო­გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­სა და რუ­სეთს შო­რის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბის შე­თან­ხმე­ბის სრუ­ლად შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კურ კონ­სენ­სუსს მი­აღ­წი­ეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას და­სავ­ლუ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს.

ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, ჯო­ზეფ ბო­რელ­მა შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რებს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მიერ გა­ცე­მულ ახა­ლი ვი­ზე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რად­გან პრო­ცე­სი გარ­თულ­დე­ბა და გა­ხან­გრძლივ­დე­ბა.

ამას­თან, ბო­რელ­მა დას­ძი­ნა, რომ ეს ამ ეტაპ­ზე არ არის სა­მარ­თლებ­რი­ვი ტექ­სტი, არა­მედ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს დო­ნე­ზე ყვე­ლა წევ­რმა ქვე­ყა­ნამ უნდა და­ამ­ტკი­ცოს.

გარ­და ამი­სა, ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ივ­ლი­სის შუა რი­ცხვე­ბი­დან "მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში რუ­სე­თი­დან სა­სა­ზღვრო კვე­თებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა და­ფიქ­სირ­და", რაც "ამ ქვეყ­ნე­ბის­თვის უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კად იქცა".

”ჩვენ ვნა­ხეთ ბევ­რი რუსი, რომ­ლე­ბიც და­სას­ვე­ნებ­ლად და სა­შო­პინ­გოდ მოგ­ზა­უ­რობ­დნენ [ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში] თით­ქოს უკ­რა­ი­ნა­ში ომი არ მძვინ­ვა­რებ­და”, - დას­ძი­ნა ბო­რელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
3

ბორლის განცხადება რეალობას არ ასახავს უფრო მართებული იქნებოდა"ჩვენ ვნა­ხეთ ბევ­რი უკრაინელი რომ­ლე­ბიც და­სას­ვე­ნებ­ლად და სა­შო­პინ­გოდ მოგ­ზა­უ­რობ­დნენ [ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში] თით­ქოს მათ სამშობლოში ომი არ მძვინ­ვა­რებ­და"

ევროპა კი როგორც ყოველთვის ორ კურდრელის დაჭერას ცდილობს, ვიზების მიღებაზე პროცედურების გამკაცრება მხოლოდ შემოდგომაზე გაახსენდათ, როდესაც ტურისტული სეზონის დიდი ნაწილი ჩავლილია უკვე და მაგ შოპინგზე მოსიარულე რუსებს ფულის უმეტესი ნაწილიც მანდ აქვთ დატოვილი.

ოკუპირებული საქართველო!!!!
3

ადრე უნდა გადაგეჭრათ ეგ პრობლემა ეგ ურდო იზოლაციაშია მოსაქცევი რო ცოტა ჭკუა ისწავლონ!!! (Великая держава) ვახახახახახა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ევროკავშირი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმებას სრულად აჩერებს

ევროკავშირი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმებას სრულად აჩერებს

პრაღაში ორდღიანი არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროგაერთიანებასა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ პოლიტიკურ კონსენსუსს მიაღწიეს. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეამცირებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გაცემულ ახალი ვიზების რაოდენობას, რადგან პროცესი გართულდება და გახანგრძლივდება.

ამასთან, ბორელმა დასძინა, რომ ეს ამ ეტაპზე არ არის სამართლებრივი ტექსტი, არამედ მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც ევროპული საბჭოს დონეზე ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს.

გარდა ამისა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აღნიშნა, რომ ივლისის შუა რიცხვებიდან "მეზობელ ქვეყნებში რუსეთიდან სასაზღვრო კვეთებზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა", რაც "ამ ქვეყნებისთვის უსაფრთხოების რისკად იქცა".

”ჩვენ ვნახეთ ბევრი რუსი, რომლებიც დასასვენებლად და საშოპინგოდ მოგზაურობდნენ [ევროკავშირის ქვეყნებში] თითქოს უკრაინაში ომი არ მძვინვარებდა”, - დასძინა ბორელმა.