ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში 23 წლის ბიჭი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თანასოფლელმა ს.ი-მ შელაპარაკების შემდეგ 23 წლის აკოფ გიჩიან დაჭრა. ამ დროს შემთხვევის ადგილზე პოლიციელიც იმყოფებოდა.