პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და ჩემი მეუღლე საქართველოში 2017 წელს ჩამოვედით. ახლა მეჩვენება, რომ ეს სხვა ცხოვრებაში იყო..." - იგორ დოლგოვმა გამოსამშვიდობებელი წერილი გაავრცელა
"მე და ჩემი მეუღლე საქართველოში 2017 წელს ჩამოვედით. ახლა მეჩვენება, რომ ეს სხვა ცხოვრებაში იყო..." - იგორ დოლგოვმა გამოსამშვიდობებელი წერილი გაავრცელა

უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ­მა ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში იგორ დოლ­გოვ­მა გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი წე­რი­ლი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ის აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში თბი­ლი­სი­სა და კი­ე­ვის ურ­თი­ერ­თო­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის დო­ნე­ზე ავი­და. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლომ და უკ­რა­ი­ნამ ერ­თად გა­მო­ი­ა­რეს პან­დე­მი­ის მძი­მე პე­რი­ო­დი და შე­ე­ცად­ნენ შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა ვაჭ­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ამას­თა­ნა­ვე, ყო­ფი­ლი ელჩი აცხა­დებს, რომ ომმა ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა და 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ ყვე­ლა შე­იც­ვა­ლა.

"პა­ტივ­ცე­მუ­ლო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო, პა­ტივ­ცე­მუ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო, ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო!

დღეს თბი­ლი­სი­დან ვარ­შა­ვა­ში მივფრი­ნავ, შემ­დეგ კი კი­ევ­ში.

მე და ჩემი მე­უღ­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში 2017 წელს ჩა­მო­ვე­დით. ახლა მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ეს სხვა ცხოვ­რე­ბა­ში იყო. ჩვენ ერ­თად ავიყ­ვა­ნეთ უკ­რა­ი­ნულ-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის დო­ნე­ზე, ერ­თად გა­მო­ვი­ა­რეთ პან­დე­მი­ის მძი­მე წლე­ბი, ვცდი­ლობ­დით არ დაგ­ვე­კარ­გა დი­ნა­მი­კა რო­გორც ვაჭ­რო­ბა­ში, ასე­ვე კონ­ტაქ­ტებ­ში.

ომმა ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა. მიმ­დი­ნა­რე წლის 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ ჩვენ ყვე­ლა შე­ვიც­ვა­ლეთ. და ჩვენ მად­ლო­ბე­ლი ვართ იმ მხარ­და­ჭე­რის­თვის, რო­მე­ლიც ომის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან ვიგ­რძე­ნით, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის, იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ და ქარ­თვე­ლებ­მა თა­ვი­ან­თი კარი და თა­ვი­ან­თი გუ­ლე­ბი გა­უხ­სნეს ომსა და ოკუ­პა­ცი­ას გა­მოქ­ცე­ულ უკ­რა­ი­ნე­ლებს.

უკ­რა­ი­ნას მხარს უჭერს მსოფ­ლიო, უკ­რა­ი­ნა იღებს უპ­რე­ცე­დენ­ტო დახ­მა­რე­ბას, პუ­ტი­ნის რუ­სე­თის ირ­გვლივ იზო­ლა­ცი­ის წრე იკუმ­შე­ბა. ჩვენ ვი­ცით და ყო­ველ­თვის გვე­მახ­სოვ­რე­ბა, რომ დღეს ყვე­ლა­ფე­რი ჯარ­ზე, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და არა­სო­დეს დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნელ მცვე­ლებ­თან ერ­თად დგა­ნან ქარ­თვე­ლე­ბი და ისი­ნი სი­ცო­ცხლეს სწი­რა­ვენ ჩვე­ნი და თქვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. მა­რა­დი­უ­ლი ხსოვ­ნა გმი­რებს!

მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვის­თა­ნაც მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა მე­მუ­შა­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვე­ნი ორი მოძ­მე ერი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას! დი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს!“ - წერს დოლ­გო­ვი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

ძლივს ვიღაცამ დაინახა და დააფასა საქართველოს დახმარება და მადლობაც თქვა! და ეს ადამიანი გაანთავისუფლეს თანამდებობიდან??? უფალი შეეწიოს მას და უკრაინის მოსახლეობას

ნინო სიჭინავაუფალი გფარავდეთ!
4

უფალი გფარავდეთ

ავტორი:

"მე და ჩემი მეუღლე საქართველოში 2017 წელს ჩამოვედით. ახლა მეჩვენება, რომ ეს სხვა ცხოვრებაში იყო..." - იგორ დოლგოვმა გამოსამშვიდობებელი წერილი გაავრცელა

"მე და ჩემი მეუღლე საქართველოში 2017 წელს ჩამოვედით. ახლა მეჩვენება, რომ ეს სხვა ცხოვრებაში იყო..." - იგორ დოლგოვმა გამოსამშვიდობებელი წერილი გაავრცელა

უკრაინის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა გამოსამშვიდობებელი წერილი გაავრცელა, სადაც ის აღნიშნავს, რომ მისი მუშაობის პერიოდში თბილისისა და კიევის ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა. მისივე თქმით, საქართველომ და უკრაინამ ერთად გამოიარეს პანდემიის მძიმე პერიოდი და შეეცადნენ შეენარჩუნებინათ დადებითი დინამიკა ვაჭრობის მიმართულებით.

ამასთანავე, ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ ომმა ყველაფერი შეცვალა და 24 თებერვლის შემდეგ ყველა შეიცვალა.

"პატივცემულო თანამემამულენო, პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო, ძვირფასო მეგობრებო!

დღეს თბილისიდან ვარშავაში მივფრინავ, შემდეგ კი კიევში.

მე და ჩემი მეუღლე საქართველოში 2017 წელს ჩამოვედით. ახლა მეჩვენება, რომ ეს სხვა ცხოვრებაში იყო. ჩვენ ერთად ავიყვანეთ უკრაინულ-ქართული ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, ერთად გამოვიარეთ პანდემიის მძიმე წლები, ვცდილობდით არ დაგვეკარგა დინამიკა როგორც ვაჭრობაში, ასევე კონტაქტებში.

ომმა ყველაფერი შეცვალა. მიმდინარე წლის 24 თებერვლის შემდეგ ჩვენ ყველა შევიცვალეთ. და ჩვენ მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ომის პირველივე დღეებიდან ვიგრძენით, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, იმისთვის, რომ საქართველომ და ქართველებმა თავიანთი კარი და თავიანთი გულები გაუხსნეს ომსა და ოკუპაციას გამოქცეულ უკრაინელებს.

უკრაინას მხარს უჭერს მსოფლიო, უკრაინა იღებს უპრეცედენტო დახმარებას, პუტინის რუსეთის ირგვლივ იზოლაციის წრე იკუმშება. ჩვენ ვიცით და ყოველთვის გვემახსოვრება, რომ დღეს ყველაფერი ჯარზე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზეა დამოკიდებული და არასოდეს დაგვავიწყდება, რომ უკრაინელ მცველებთან ერთად დგანან ქართველები და ისინი სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. მარადიული ხსოვნა გმირებს!

მადლობა ყველას, ვისთანაც მქონდა საშუალება მემუშავა საქართველოში ამ წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ორი მოძმე ერი ყველაფერს გააკეთებს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად.

დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“ - წერს დოლგოვი.