მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილს მისი დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია" - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
"დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილს მისი დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია" - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ადას­ტუ­რე­ბენ, რომ გა­ე­რო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მივ წარ­მო­მად­გენ­ლად და­ვით ბაქ­რა­ძის და­ნიშ­ვნას სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ხელი მო­ა­წე­რა, თუმ­ცა აცხა­დე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ ბაქ­რა­ძის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბა კვლავ ძა­ლა­შია.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი ნა­თია სუ­ლა­ვა აცხა­დებს, პრე­ზი­დენტს გა­ე­რო-ში მუდ­მივ წარ­მო­მად­გენ­ლად და­ვით ბაქ­რა­ძის და­ნიშ­ვნა მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­აჩ­ნია.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ ბა­ტო­ნი და­ვით ბაქ­რა­ძის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბა კვლავ ძა­ლა­შია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი და­ნიშ­ვნა გა­ე­რო-ში მუდ­მივ წარ­მო­მად­გენ­ლად, მა­შინ, რო­დე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს ომი ჩვენს მე­ზო­ბელ და მე­გო­ბარ ქვე­ყა­ნა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს არ მი­აჩ­ნია მი­ზან­შე­წო­ნი­ლად. ეს პო­ზი­ცია პრე­ზი­დენ­ტმა არა­ერ­თგზის და­ა­ფიქ­სი­რა რო­გორც სა­ჯა­როდ, ასე­ვე არა­ფორ­მა­ლუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის დროს. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ტო­ნი და­ვით ბაქ­რა­ძის და­ნიშ­ვნას, ის და­ნიშ­ნულ იქნა პრე­ზი­დენ­ტის 30 აგ­ვის­ტოს გან­კარ­გუ­ლე­ბით გა­ე­რო­ში მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ასე­ვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­დგი­ნე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით შე­მო­ვი­და პრე­ზი­დენ­ტთან და ასე­თი იყო მისი ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ - 39, 39-ვე წარ­დგი­ნე­ბა დაკ­მა­ყო­ფილ­და და ყვე­ლა და­ი­ნიშ­ნა შე­სა­ბა­მის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე“, - აცხა­დებს სუ­ლა­ვა.

ცნო­ბის­თვის, და­ვით ბაქ­რა­ძე, რო­მე­ლიც აქამ­დე აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და, გა­ე­რო-ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე კახა იმ­ნა­ძეს შეც­ვლის.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა და­ვით ბაქ­რა­ძის გა­ე­რო-ში ელ­ჩად და­ნიშ­ვნა­ზე წარ­დგი­ნე­ბა 15 ივ­ლისს მი­ი­ღო, თუმ­ცა, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მას ხელს არ აწერ­და. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, ბაქ­რა­ძე "5 წელი იყო ელჩი და არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია“.

"არა მა­ღა­ლი დო­ნის ვი­ზი­ტი, არა კონ­ტაქ­ტე­ბი, არა იქით, არა აქეთ - წა­ვი­დეს სხვა­გან“, - აღ­ნიშ­ნავ­და პრე­ზი­დენ­ტი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დი პრე­ზი­დენტს ელ­ჩე­ბის და­ნიშ­ვნა­ზე უა­რის თქმის გამო სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
8

რატომ არ მიაჩნდა პრეზიდენტს ??იმიტომ ხომარა დეგნანს არ სურდა???ეს ქალი შვილების კარიერის გამო სულ გადაგვარდა

./././
3

ეს საგარეოს მინისტრიც იყო მგონი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილს მისი დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია" - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილს მისი დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია" - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნას სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა, თუმცა აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა აცხადებს, პრეზიდენტს გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

"საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბატონი დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია. აქედან გამომდინარე, მისი დანიშვნა გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად. ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს. რაც შეეხება ბატონი დავით ბაქრაძის დანიშვნას, ის დანიშნულ იქნა პრეზიდენტის 30 აგვისტოს განკარგულებით გაეროში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც საქართველოს მთავრობის სახელით შემოვიდა პრეზიდენტთან და ასეთი იყო მისი ინაუგურაციის შემდეგ - 39, 39-ვე წარდგინება დაკმაყოფილდა და ყველა დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე“, - აცხადებს სულავა.

ცნობისთვის, დავით ბაქრაძე, რომელიც აქამდე აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა, გაერო-ში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე კახა იმნაძეს შეცვლის.

საქართველოს პრეზიდენტმა დავით ბაქრაძის გაერო-ში ელჩად დანიშვნაზე წარდგინება 15 ივლისს მიიღო, თუმცა, ზურაბიშვილი მას ხელს არ აწერდა. როგორც პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ბაქრაძე "5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია“.

"არა მაღალი დონის ვიზიტი, არა კონტაქტები, არა იქით, არა აქეთ - წავიდეს სხვაგან“, - აღნიშნავდა პრეზიდენტი ინტერვიუში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტს ელჩების დანიშვნაზე უარის თქმის გამო საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის.