საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოძალადე "ტიკტოკერი" და "თვითგამოცხადებული გურუ" - ქალთმოძულე ტეიტის სოციალური ქსელით ნაშოვნი მილიონები და უკიდურესად მავნე გავლენა მამაკაცთა აუდიტორიაზე
მოძალადე "ტიკტოკერი" და "თვითგამოცხადებული გურუ" - ქალთმოძულე ტეიტის სოციალური ქსელით ნაშოვნი მილიონები და უკიდურესად მავნე გავლენა მამაკაცთა აუდიტორიაზე

ენ­დრიუ ტე­ი­ტი 35 წლის "თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გუ­რუა." ბოლო დროს მას­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ყვე­ლა­ზე მეტს ლა­პა­რა­კო­ბენ. ტე­ი­ტის პო­პუ­ლა­რო­ბის მი­ზე­ზი მისი ვი­დე­ო­ე­ბი და სხვა­დას­ხვა სა­კი­თხის მი­მართ მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა.

ენ­დრიუ ტე­ი­ტის აზ­რით, ქა­ლე­ბი მა­მა­კა­ცე­ბის სა­კუთ­რე­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ, მათ არ შე­უძ­ლი­ათ ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა და სახ­ლში უნდა ის­ხდნენ. მას ასე­ვე მი­აჩ­ნია, რომ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მსხვერ­პლებ­მა თა­ვად უნდა აი­ღონ თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რად­გან, გარ­კვე­ულ­წი­ლად, მათი ბრა­ლია, რომ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს. ის დას­ცი­ნის მა­მა­კა­ცებს, რომ­ლე­ბიც მი­ნე­რა­ლი­ზე­ბუ­ლი წყლის ნაც­ვლად, ონ­კა­ნის წყალს სვა­მენ და ჰყავთ კა­ტე­ბი, რად­გან ტე­ი­ტის აზ­რით, “ნამ­დვილ მა­მა­კა­ცებს ძაღ­ლე­ბი უნდა ჰყავ­დეთ“.

ენ­დრიუ ტე­ი­ტის აბ­სურ­დუ­ლი იდე­ე­ბი უამ­რავ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა და ზრდას­რულ­მა მა­მა­კაც­მა აი­ტა­ცა და დღეს ქალ­თმო­ძუ­ლე ტე­ი­ტი "ტი­კტო­კის" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფი­გუ­რაა და მის ვი­დე­ო­ებს სა­ერ­თო ჯამ­ში, 11.6 მი­ლი­არ­დი ნახ­ვა აქვს.

ბრი­ტა­ნელ-ამე­რი­კე­ლი კი­კბოქ­სე­რი, რო­მე­ლიც კა­მე­რე­ბის წინ თავს სი­გა­რის მწე­ველ ფლე­ი­ბო­იდ წარ­მო­ა­ჩენს, ასე­ვე სა­უბ­რობს ქა­ლე­ბის ცე­მა­ზე, მათი ნივ­თე­ბის ნა­გავ­ში გა­დაყ­რა­ზე და მათ­თვის სახ­ლის და­ტო­ვე­ბის აკ­რძალ­ვა­ზე. ტე­ი­ტის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ აღ­წერ­ლია, რო­გორც უკი­დუ­რე­სი მი­ზო­გი­ნია (ქა­ლე­ბის სი­ძულ­ვი­ლი), რო­მელ­საც შე­უძ­ლია მა­მა­კა­ცებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ზარ­დებ­ზე მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა, მათი რა­დი­კა­ლი­ზა­ცია და ქა­ლე­ბის მი­მართ აგ­რე­სი­ის­თვის ბიძ­გის მი­ცე­მა.

  • სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ალ­გო­რით­მით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა

ტე­ი­ტი თა­ვის მამ­რო­ბი­თი სქე­სის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს ას­წავ­ლის, თუ რო­გორ იშო­ვონ ფული, მო­ი­ზი­დონ გო­გო­ნე­ბი და "თავი და­აღ­წი­ონ მატ­რი­ცას“. ის ამ­ვა­რი ვი­დე­ო­ე­ბით, რამ­დე­ნი­მე თვე­ში, ყვე­ლა­ზე სა­ლა­პა­რა­კო ადა­მი­ა­ნი გახ­და მსოფ­ლი­ო­ში. ენ­დრი­უს პო­პუ­ალ­რო­ბის სწრა­ფი ზრდა შემ­თხვე­ვი­თო­ბა არ ყო­ფი­ლა: ტე­ი­ტი და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ფა­ნებს მო­უ­წო­დე­ბენ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი ნახ­ვე­ბის და ჩარ­თუ­ლო­ბის მი­საღ­წე­ვად, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მისი ყვე­ლა­ზე სა­კა­მა­თო კლი­პე­ბი ატ­ვირ­თონ. ექ­სპერ­ტე­ბი მისი გუნ­დის სტრა­ტე­გი­ას "ალ­გო­რით­მით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის უხეშ მცდე­ლო­ბას“ უწო­ე­ბენ. 3 თვე­ში ამ სტრა­ტე­გი­ამ მას უამ­რა­ვი მიმ­დე­ვა­რი და მი­ლი­ო­ნო­ბით ფუნ­ტი შეს­ძი­ნა. ტე­იტს Hustlers University+ის სა­ზო­გა­დო­ე­ბაც აქვს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რომ­ლის წევ­რო­ბის ყო­ველ­თვი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი 39 ფუნ­ტია. ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა აშშ-სა და ბრი­ტა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან.

  • ენ­დრიუ ტე­ი­ტის ძა­ლა­დობ­რი­ვი წარ­სუ­ლი

ტე­ი­ტი 30 წლამ­დე ტე­ლეპ­რო­დი­უ­სე­რად მუ­შა­ობ­და და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ კი­კბოქ­სინგს მის­დევ­და. მისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა 2016 წელს დას­რულ­და, როცა ის ერთ-ერთი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­დან გა­ა­ძე­ვეს იმის გამო, რომ სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში ქალს ქამ­რით სცემ­და.

ამ ამ­ბავს კი­დევ უფრო მეტი სკან­და­ლი მოჰ­ყვა. ტე­ი­ტის "ტვი­ტერ­ზე" ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი და რა­სის­ტუ­ლი ფრა­ზე­ბის შემ­ცვე­ლი პოს­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მას 20017 წელს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც აკ­რი­ტი­კებ­დნენ იმის გამო, რომ მან დეპ­რე­სი­ას "გა­მო­გო­ნი­ლი“ უწო­და. ის ამა­ვე წლის მომ­დევ­ნო თვე­ში #MeToo კამ­პა­ნი­ის დრო­საც გა­მოჩ­ნდა და ქა­ლებს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის გამო გარ­კვე­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ტე­იტს ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბის გამო დიდი ბრი­ტა­ნე­თის პო­ლი­ცია ეძებ­და, რის გა­მოც ის რუ­მი­ნეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რე­ლად. მი­სი­ვე თქმით, რად­გან "მათ ნაკ­ლე­ბად მკაც­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა აქვთ და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბებს უფრო ად­ვი­ლად და­აღ­წევ­და თავს". მისი აზ­რით, და­სავ­ლე­თი გახ­რწნი­ლია და ეს მა­გა­ლი­თი მოჰ­ყავს ამ აზ­რის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად: "მე შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად მაგ­რძნო­ბი­ნებს თავს ის, რომ როცა ინ­გლის­ში პო­ლი­ცია მა­ჩე­რებს და მე ქრთამს ვთა­ვა­ზობ, ის უარს მე­უბ­ნე­ბა. თავს მაჩ­ვე­ნებს, რომ კა­ნო­ნი რა­ი­მეს ნიშ­ნავს, ესეც იმი­ტომ, რომ მე გა­და­მი­ა­როს თავ­ზე".

აპ­რილ­ში პო­ლი­ცი­ამ ტე­ი­ტი­სა და მისი ძმის სახ­ლი და­არ­ბია, რად­გან აშშ-ს სა­ელ­ჩო­დან მი­ვი­და ცნო­ბა, რომ 21 წლის ამე­რი­კე­ლი ქალი მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი. რუ­მი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ივ­ლი­სის ბო­ლოს გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ფარ­თოვ­და და ახლა ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბე­ბის გამო ეძე­ბენ ტე­იტს.

  • ტე­ი­ტის გავ­ლე­ნა თი­ნე­ი­ჯე­რებ­სა და ზრდას­რულ მა­მა­კა­ცებ­ზე

კრი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ტე­ი­ტის პო­პუ­ლა­რო­ბის ზრდა სა­შიშს ხდის ონ­ლა­ინ მი­ზო­გი­ნი­ი­სა და პო­ტენ­ცი­უ­რი რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბელ­მა ქალ­მა მას უწო­და: "ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ინ­ტერ­ნეტ­ში". მე­ო­რემ, რო­მე­ლიც რჩე­ვას ეძებ­და ფო­რუმ­ზე, აღ­წე­რა, თუ რო­გორ "დრა­მა­ტუ­ლად“ შე­იც­ვა­ლა მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის "და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მო­საზ­რე­ბე­ბი“ ტე­ი­ტის ვი­დე­ო­ე­ბის ყუ­რე­ბის შემ­დეგ.

NSPCC-ის პო­ლი­ტი­კის ოფი­ცერ­მა ჰანა რუ­შენ­მა დას­ძი­ნა: "ასე­თი მა­სა­ლის ნახ­ვამ მცი­რე ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს ბავ­შვის აზ­როვ­ნე­ბა­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, რა­მაც მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლოა თავი იჩი­ნოს გო­გო­ნებ­სა და ქა­ლებ­ზე ონ­ლა­ინ და ოფ­ლა­ინ ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბა­ში".

  • ტე­ი­ტის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის პლატ­ფორ­მი­დან მოხ­სნა

ენ­დრიუ ტე­ი­ტი ახლა უკვე დაბ­ლო­კი­ლია Meta-ს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ზე (Facebook და Instagram), "ტი­კტოკ­სა და "იუ­თუბ­ზე". თი­თო­ე­ულ­მა პლატ­ფორ­მამ ტე­ი­ტის კონ­ტენ­ტის დაბ­ლოკ­ვის მი­ზე­ზად სა­ზო­გა­დო­ე­ბის უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, ში­ნა­არ­სის პო­ლი­ტი­კის დარ­ღვე­ვა, მათ შო­რის სი­ძულ­ვი­ლის ენა და მი­ზო­გი­ნი­ის შემ­ცვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი და­ა­სა­ხე­ლა.

ამის სა­პა­სუ­ხოდ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ენ­დრიუ ტე­იტ­მა პი­რა­დი ვერ­ტმფრე­ნი­დან გა­მო­აქ­ვეყ­ნა ლაივ ტუ­რის ვი­დეო, რო­მელ­შიც თქვა, რომ "თავს ძა­ლი­ან დაბ­ლო­კი­ლად არ გრძნობს“. ტე­იტ­მა ვი­დეო ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სოც­მე­დი­ის პლატ­ფორ­მა­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც დო­ნალდ ტრამ­პის ერთ-ერ­თმა ყო­ფილ­მა თა­ნა­შემ­წემ, ჯე­ი­სონ მი­ლერ­მა და­ა­არ­სა.

"ძა­ლი­ან დაბ­ლო­კი­ლად არ ვგრძნობ თავს. ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე უკე­თე­სა­დაა, ვიდ­რე ოდეს­მე ყო­ფი­ლა", - თქვა მან სამ­წუ­თი­ა­ნი ვი­დე­ოს ბო­ლოს.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დმტ
13

არც მოძალადეა და არც თვით გამოცხადებული გურუ, ტრენდშია და რასაც საკაიფოს მოკარი ყური დააბრეხვე. სასიამოვნო ტიპია ვერ იტყვი მაგრამ ქალთ მოძულე? თავის შეხედულებად გეუბნება თორე თვითონ უამრავ ქალთან ჰქონდა ინტერვიუ. მოკლედ რა პროსტა გამოდო რაღაცა ცეცხლოვანი სათაურით .|.

Qeto
20

გვარი შეგეშალათ ალბათ: კობახიძე უნდა დაგეწერათ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

მოძალადე "ტიკტოკერი" და "თვითგამოცხადებული გურუ" - ქალთმოძულე ტეიტის სოციალური ქსელით ნაშოვნი მილიონები და უკიდურესად მავნე გავლენა მამაკაცთა აუდიტორიაზე

მოძალადე "ტიკტოკერი" და "თვითგამოცხადებული გურუ" - ქალთმოძულე ტეიტის სოციალური ქსელით ნაშოვნი მილიონები და უკიდურესად მავნე გავლენა მამაკაცთა აუდიტორიაზე

ენდრიუ ტეიტი 35 წლის "თვითგამოცხადებული გურუა." ბოლო დროს მასზე სოციალურ ქსელებში ყველაზე მეტს ლაპარაკობენ. ტეიტის პოპულარობის მიზეზი მისი ვიდეოები და სხვადასხვა საკითხის მიმართ მისი დამოკიდებულებაა.

ენდრიუ ტეიტის აზრით, ქალები მამაკაცების საკუთრებას წარმოადგენენ, მათ არ შეუძლიათ ავტომობილის მართვა და სახლში უნდა ისხდნენ. მას ასევე მიაჩნია, რომ გაუპატიურების მსხვერპლებმა თავად უნდა აიღონ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, რადგან, გარკვეულწილად, მათი ბრალია, რომ გააუპატიურეს. ის დასცინის მამაკაცებს, რომლებიც მინერალიზებული წყლის ნაცვლად, ონკანის წყალს სვამენ და ჰყავთ კატები, რადგან ტეიტის აზრით, “ნამდვილ მამაკაცებს ძაღლები უნდა ჰყავდეთ“.

ენდრიუ ტეიტის აბსურდული იდეები უამრავმა არასრულწლოვანმა და ზრდასრულმა მამაკაცმა აიტაცა და დღეს ქალთმოძულე ტეიტი "ტიკტოკის" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა და მის ვიდეოებს საერთო ჯამში, 11.6 მილიარდი ნახვა აქვს.

ბრიტანელ-ამერიკელი კიკბოქსერი, რომელიც კამერების წინ თავს სიგარის მწეველ ფლეიბოიდ წარმოაჩენს, ასევე საუბრობს ქალების ცემაზე, მათი ნივთების ნაგავში გადაყრაზე და მათთვის სახლის დატოვების აკრძალვაზე. ტეიტის შეხედულებები ოჯახური ძალადობის საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ აღწერლია, როგორც უკიდურესი მიზოგინია (ქალების სიძულვილი), რომელსაც შეუძლია მამაკაცებზე, განსაკუთრებით მოზარდებზე მავნე ზეგავლენის მოხდენა, მათი რადიკალიზაცია და ქალების მიმართ აგრესიისთვის ბიძგის მიცემა.

  • სოციალური ქსელების ალგორითმით მანიპულირება

ტეიტი თავის მამრობითი სქესის თაყვანისმცემლებს ასწავლის, თუ როგორ იშოვონ ფული, მოიზიდონ გოგონები და "თავი დააღწიონ მატრიცას“. ის ამვარი ვიდეოებით, რამდენიმე თვეში, ყველაზე სალაპარაკო ადამიანი გახდა მსოფლიოში. ენდრიუს პოპუალრობის სწრაფი ზრდა შემთხვევითობა არ ყოფილა: ტეიტი და მისი თანამოაზრეები ფანებს მოუწოდებენ, რომ მაქსიმალური ნახვების და ჩართულობის მისაღწევად, სოციალურ ქსელებში მისი ყველაზე საკამათო კლიპები ატვირთონ. ექსპერტები მისი გუნდის სტრატეგიას "ალგორითმით მანიპულირების უხეშ მცდელობას“ უწოებენ. 3 თვეში ამ სტრატეგიამ მას უამრავი მიმდევარი და მილიონობით ფუნტი შესძინა. ტეიტს Hustlers University+ის საზოგადოებაც აქვს დაფუძნებული, რომლის წევრობის ყოველთვიური გადასახადი 39 ფუნტია. ამ საზოგადოების წევრების უმეტესობა აშშ-სა და ბრიტანეთში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცები არიან.

  • ენდრიუ ტეიტის ძალადობრივი წარსული

ტეიტი 30 წლამდე ტელეპროდიუსერად მუშაობდა და პროფესიონალურ კიკბოქსინგს მისდევდა. მისი წარმატებული კარიერა 2016 წელს დასრულდა, როცა ის ერთ-ერთი სატელევიზიო შოუდან გააძევეს იმის გამო, რომ საერთო საცხოვრებელში გადაღებულ ვიდეოში ქალს ქამრით სცემდა.

ამ ამბავს კიდევ უფრო მეტი სკანდალი მოჰყვა. ტეიტის "ტვიტერზე" ჰომოფობიური და რასისტული ფრაზების შემცველი პოსტები აღმოაჩინეს. მას 20017 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის საქველმოქმედო ორგანიზაციებიც აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მან დეპრესიას "გამოგონილი“ უწოდა. ის ამავე წლის მომდევნო თვეში #MeToo კამპანიის დროსაც გამოჩნდა და ქალებს გაუპატიურების გამო გარკვეული პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.

ამავე პერიოდში ტეიტს ქალზე ძალადობის ბრალდების გამო დიდი ბრიტანეთის პოლიცია ეძებდა, რის გამოც ის რუმინეთში გადავიდა საცხოვრელად. მისივე თქმით, რადგან "მათ ნაკლებად მკაცრი კანონმდებლობა აქვთ და გაუპატიურების მცდელობის ბრალდებებს უფრო ადვილად დააღწევდა თავს". მისი აზრით, დასავლეთი გახრწნილია და ეს მაგალითი მოჰყავს ამ აზრის დასადასტურებლად: "მე შეურაცხყოფილად მაგრძნობინებს თავს ის, რომ როცა ინგლისში პოლიცია მაჩერებს და მე ქრთამს ვთავაზობ, ის უარს მეუბნება. თავს მაჩვენებს, რომ კანონი რაიმეს ნიშნავს, ესეც იმიტომ, რომ მე გადამიაროს თავზე".

აპრილში პოლიციამ ტეიტისა და მისი ძმის სახლი დაარბია, რადგან აშშ-ს საელჩოდან მივიდა ცნობა, რომ 21 წლის ამერიკელი ქალი მისი ნების საწინააღმდეგოდ ჰყავდათ დაკავებული. რუმინეთის ხელისუფლებამ ივლისის ბოლოს განაცხადა, რომ გამოძიება მოგვიანებით გაფართოვდა და ახლა ადამიანებით ვაჭრობისა და გაუპატიურების ბრალდებების გამო ეძებენ ტეიტს.

  • ტეიტის გავლენა თინეიჯერებსა და ზრდასრულ მამაკაცებზე

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ტეიტის პოპულარობის ზრდა საშიშს ხდის ონლაინ მიზოგინიისა და პოტენციური რადიკალიზაციის გავრცელებას. სოციალური ქსელის მომხმარებელმა ქალმა მას უწოდა: "ყველაზე საშინელი მამაკაცი ინტერნეტში". მეორემ, რომელიც რჩევას ეძებდა ფორუმზე, აღწერა, თუ როგორ "დრამატულად“ შეიცვალა მისი შეყვარებული მამაკაცის "დამოკიდებულება და მოსაზრებები“ ტეიტის ვიდეოების ყურების შემდეგ.

NSPCC-ის პოლიტიკის ოფიცერმა ჰანა რუშენმა დასძინა: "ასეთი მასალის ნახვამ მცირე ასაკში შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვის აზროვნებასა და დამოკიდებულებაზე, რამაც მომავალში შესაძლოა თავი იჩინოს გოგონებსა და ქალებზე ონლაინ და ოფლაინ ძალადობის მცდელობაში".

  • ტეიტის სოციალური ქსელების პლატფორმიდან მოხსნა

ენდრიუ ტეიტი ახლა უკვე დაბლოკილია Meta-ს სოციალურ ქსელებზე (Facebook და Instagram), "ტიკტოკსა და "იუთუბზე". თითოეულმა პლატფორმამ ტეიტის კონტენტის დაბლოკვის მიზეზად საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურება, შინაარსის პოლიტიკის დარღვევა, მათ შორის სიძულვილის ენა და მიზოგინიის შემცველი კომენტარები დაასახელა.

ამის საპასუხოდ, რამდენიმე დღის წინ, ენდრიუ ტეიტმა პირადი ვერტმფრენიდან გამოაქვეყნა ლაივ ტურის ვიდეო, რომელშიც თქვა, რომ "თავს ძალიან დაბლოკილად არ გრძნობს“. ტეიტმა ვიდეო ალტერნატიულ სოცმედიის პლატფორმაზე გამოაქვეყნა, რომელიც დონალდ ტრამპის ერთ-ერთმა ყოფილმა თანაშემწემ, ჯეისონ მილერმა დააარსა.

"ძალიან დაბლოკილად არ ვგრძნობ თავს. ფაქტობრივად, ყველაფერი იმაზე უკეთესადაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა", - თქვა მან სამწუთიანი ვიდეოს ბოლოს.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა