ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელიას პატარა ფანის ახდენილი ოცნება

ხვიჩა კვარაცხელიას პატარა ფანის ახდენილი ოცნება

5 წლის იოანე ზუგდიდიდან ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას უდიდესი გულშემატკივარია. ფეხბურთის მოყვარულმა პატარა ბიჭმა, რომელსაც ოცნებად ჰქონდა კერპის მაისური ჰქონოდა, ზურგზე KVARATSKELIA 77 ლურჯი კალამით დაიწერა. ფოტო ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელში. ყველა ბავშვს ისე აუსრულდეს ოცნებები, როგორც 5 წლის იოანეს, მას გუშინ საყვარელი ფეხბურთელის მაისური აჩუქეს.

"5 წლის იოანეს ფოტო რომ ვნახეთ გუშინ, ზუსტად ვიცოდით, დღეს ყველაზე მეტად რა გაახარებდა. იოანეს მშობლიურ ქალაქში საჩუქრად ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისა და საქართველოს ნაკრების მაისური გავუგზავნეთ, 23 სექტემბერს კი საქართველოსა და ჩრდ.მაკედონიის მატჩზე დავპატიჟეთ.

დაგვპირდა, აუცილებლად ვიქნებიო. დაიმახსოვრეთ ეს ბიჭი, დიდ ფეხბურთს ითამაშებს!“ - წერს MatchDay და იოანეს ფოტოს აქვეყნებს.