ავტორი:

ზღაპრული ქორწილი წინანდალში - ნუცა რამიშვილის და თემიკო გობრონიძის ბედნიერება (ფოტოები წვეულებიდან)

ზღაპრული ქორწილი წინანდალში -  ნუცა რამიშვილის და თემიკო გობრონიძის ბედნიერება (ფოტოები წვეულებიდან)

ნუცა რამიშვილმა ა.წ. ზაფხულში გრანდიოზული ქორწილი წინანდალში გადაიხადა. გოგონას ნაკლებად, მაგრამ მის ოჯახს მთელი საქართველო იცნობს. ნუცას ბაბუა ოლიმპიური ჩემპიონი, კალათბურთელი მიხეილ ქორქიაა, დედა სოფო ქორქია კი - ბიზნესვუმენია. მამა ასევე ცნობილი კალათბურთელი დიმიტრი (დიმა) რამიშვილია, რომელიც ამჟამად ბიზნესსაქმიანობას ეწევა... ნუცას ბიძა ასევე საყოველთაოდ ცნობილი ბიზნესმენი გიორგი რამიშვილია. გოგონას დეიდა კი "ჩცდ“-ს მსახიობი თამუნა ქორქიაა, რომელიც სერიალში ჩიკას ერთ-ერთ დაქალს წლების განმავლობაში თამაშობდა.

"20 წლისა გავთხოვდი. დიმიტრი ძალიან დინჯი ადამიანია და ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით ოჯახის შექმნამდე. ცოლქმრული ურთიერთობა სირთულეების გარეშე არ არსებობს, მაგრამ თუ გინდა, რომ ოჯახი შეინარჩუნო, ბევრი რამ უნდა დათმო. უკვე 20 წელია ერთად ვართ“, - ამბობდა წლების წინ გაზეთ "ყველა სიახლესთან“ ინტერვიუში სოფო ქორქია.

სოფო ქორქიასა და დიმიტრი რამიშვილს ორი შვილი ჰყავთ. შალი რამიშვილი კალათბურთელია და შარშან კარიერაში მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა - 20 წლის ქართველი კალათბურთელი IMG აკადემიიდან პირველი დივიზიონის "ნორდ ვესტში“ გადავიდა. შალი სამი წელია ამერიკაში ვარჯიშობს, სადაც თავდაპირველად ლოს-ანჯელესში კუპერის აკადემიაში იყო, 2019 წლიდან IMG აკადემიაშია, რომელსაც უწოდებენ გზას კალათბურთიდან NBA-მდე...

ნუცა რამიშვილიც თავის სფეროში უკვე წარმატებული ადამიანია, ის ოჯახის ერთ-ერთ სასტუმროს Radisson BLU IVERIA, Tbilisi-ის საოპერაციო განყოფილებას ხელმძღვანელობს. მილიონერის ოჯახში დაბადებული გოგონა ყოველთვის დამოუკიდებელი ბავშვი იყო და სწავლა 15 წლის ასაკში ინგლისში Dauntsey’s სკოლაში გააგრძელა. მოგვიანებით კი შვეიცარიაში Glion institute of higher education- ი დაამთავრა.

“ქართველებს სხვანაირი მიდგომა გვაქვს სტუმარ-მასპინძლობის საკითხებში - გენეტიკურად გვახასიათებს - სტუმარი კმაყოფილი გავუშვათ სახლიდან” - ამბობს marketer-თან ინტერვიუში ნუცა.

გოგონას გარეგნულად მსახიობ ქეით ჰადსონს ამსგავსებენ, თუმცა ცხოვრების გზად მან ბიზნესი აირჩია... როგორც სტატიის დაწყებისას გიყვებოდით ნუცა ზაფხულში დაოჯახდა, მისი რჩეული თემიკო გობრონიძეა. პატარძალს ქორწილში ულამაზესი გამჭვირვალე კაბა ეცვა. ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ ქართულ ქორწილს უამრავი სტუმარი ესწრებოდა და გარემო განსაკუთრებულად ლამაზი იყო..