Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული ვებგვერდი, რომელიც უკრაინაში მებრძოლ უცხოელებზე დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს და მათ უკრაინის დატოვებაში "დახმარებას სთავაზობს" - რას წერენ ოკუპანტები ქართველ მებრძოლებზე
რუსული ვებგვერდი, რომელიც უკრაინაში მებრძოლ უცხოელებზე დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს და მათ უკრაინის დატოვებაში "დახმარებას სთავაზობს" - რას წერენ ოკუპანტები ქართველ მებრძოლებზე

რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა პი­რებ­მა შექ­მნეს სა­ი­ტი, რო­მელ­ზეც უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი უცხო­ე­ლე­ბის, მათ შო­რის ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

სრუ­ლი დო­სიე 37-მდე ქარ­თველ­ზეა, რომ­ლე­ბიც რუსი ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვი­ან.

oreigncombatants.ru - ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია "ქარ­თულ ლე­გი­ონ­სა" და ქარ­თველ მებ­რძო­ლებ­ზე. ვებგ­ვერ­დზე მო­ცე­მუ­ლია დე­ტა­ლუ­რი ცნო­ბე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი რიგი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ.

  • სა­იტ­ზე ინ­ფორ­მა­ცია რუ­სულ, ინ­გლი­სურ, გერ­მა­ნულ, ფრან­გულ და ეს­პა­ნურ ენებ­ზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. ვებგ­ვერ­დის გახ­სნის­თა­ნა­ვე კი ვკი­თხუ­ლობთ, რომ "სა­ი­ტი შე­ე­ხე­ბა იმ პი­რებს, რომ­ლებ­მაც გა­და­წყვი­ტეს უკ­რა­ი­ნის მხა­რეს დად­გნენ და და­უ­პი­რის­პირ­დნენ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც არ ეს­მით კონ­ფლიქ­ტის გრძე­ლი, რთუ­ლი ის­ტო­რია და არ ეს­მით მისი მას­შტა­ბი."

ასე­ვე ვკი­თხუ­ლობთ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ­მა ზო­გი­ერ­თმა უცხო­ელ­მა ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რად­გა­ნაც ისი­ნი "უკ­რი­ა­ნუ­ლი, ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი პრო­პა­გან­დის მსხვერ­პლნი გახ­დნენ. ზო­გი­ერ­თი მი­იჩ­ნევ­და, რომ შე­ეძ­ლოთ ფუ­ლის მი­ღე­ბა ომში ჩარ­თვის სა­ნაც­ვლოდ".

ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ავ­ტო­რე­ბი ასე­ვე მი­იჩ­ნე­ვენ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ზო­გი­ერ­თი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ იმი­ტომ იბ­რძვის, რომ პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვოს და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ფო­ტო­ე­ბი გა­ნა­თავ­სოს.

"ჩვე­ნი მი­სი­აა, და­ვუბ­რუ­ნოთ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ოჯა­ხებ­სა და ახ­ლობ­ლებს, ვიდ­რე ისი­ნი გა­მო­უს­წო­რებ­ლად და­ა­ზი­ა­ნე­ბენ თა­ვი­ანთ სი­ცო­ცხლეს და შე­წყვე­ტენ არ­სე­ბო­ბას ამ სა­ში­ნე­ლი კონ­ფლიქ­ტის დროს", - წე­რენ ოკუ­პან­ტე­ბი.

  • ცალ­კე თავი ეთ­მო­ბა "ქარ­თულ ლე­გი­ონს", რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ, რომ "ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლე­გი­ო­ნი" ქარ­თველ­თა და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი შე­ნა­ერ­თია, რო­მე­ლიც 2014 წელს მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით არის შექ­მნი­ლი.

"ეს უკ­რა­ი­ნა­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სამ­ხედ­რო ფორ­მი­რე­ბაა. მას­ში უშუ­ა­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბის გარ­და მსა­ხუ­რო­ბენ აშშ-ის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის და მრა­ვა­ლი სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 700-ს შე­ად­გენს", - წე­რია რუ­სულ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა მო­ცე­მუ­ლი ქარ­თველ მებ­რძო­ლებ­ზე, მათ შო­რის არი­ან, მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, ქეთი ლეშ­კა­შე­ლი, თე­ი­მუ­რაზ ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი, კუ­კუ­რი ბა­რა­მი­ძე (დო­მი­ნიკ მან­გო) და სხვე­ბი.

სა­იტ­ზე ასე­ვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მებ­რძოლ­თა რო­გორც სა­ერ­თო ფოტო, ასე­ვე კონ­კრე­ტუ­ლი სამ­ხედ­რო პი­რე­ბის სუ­რა­თე­ბიც.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
0

არ დამბლოკოთ!

ვნახე და დავათვალიერე ამ სტატიაში მოყვანილი რუსული საიტი.

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულებთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ უკრაინაში გარდაცვლილ 24 ქართველ მებრძოლზე.

სამწუხაროდ, სინამდვილეში დღეისათვის სულ დაღუპულია 39 ქართველი მეომარი, მათ შორის 34 საქართველოს მოქალაქე და 5 უკრაინის მოქალაქე.

თუმცა კიდევ არის ქართული ლეგიონის მებრძოლი თეიმურაზ ხიზანიშვილი, რომელიც რუსულ საიტზე მოცემული ინფორმაციით დაღუპულია, ხოლო ქართულ საიტებზე ეს ინფორმაცია არ იძებნება.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომში დღეისათვის მონაწილე ქართველ მებრძოლებზე, ინფორმაცია აქვთ მხოლოდ 60 მეომარზე.

ვახტანგი -71
0

ვნახე და დავათვალიერე ამ სტატიაში მოცემული რუსული საიტი.

დაღუპულებთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ უკრაინაში გარდაცვლილ მხოლოდ 24 ქართველ მებრძოლზე.

სამწუხაროდ, დღეისათვის სულ დაღუპულია 39 ქართველი მეომარი, მათ შორის 34 საქართველოს მოქალაქე და 5 უკრაინის მოქალაქე.

თუმცა კიდევ არის ქართული ლეგიონის მებრძოლი თეიმურაზ ხიზანიშვილი, რომელიც ზემოთ მოყვანილი წყაროთი დაღუპულია, ხოლო ქართულ საიტებზე ეს ინფორმაცია არ იძებნება.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომში დღეისათვის ქართველი მებრძოლზე, ინფორმაცია აქვთ მხოლოდ 59 მეომარზე.

ავტორი:

რუსული ვებგვერდი, რომელიც უკრაინაში მებრძოლ უცხოელებზე დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს და მათ უკრაინის დატოვებაში "დახმარებას სთავაზობს" - რას წერენ ოკუპანტები ქართველ მებრძოლებზე

რუსული ვებგვერდი, რომელიც უკრაინაში მებრძოლ უცხოელებზე დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს და მათ უკრაინის დატოვებაში "დახმარებას სთავაზობს" - რას წერენ ოკუპანტები ქართველ მებრძოლებზე

რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებულმა პირებმა შექმნეს საიტი, რომელზეც უკრაინაში მებრძოლი უცხოელების, მათ შორის ქართველი სამხედროების მონაცემებია განთავსებული.

სრული დოსიე 37-მდე ქართველზეა, რომლებიც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვიან.

oreigncombatants.ru - ზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია "ქართულ ლეგიონსა" და ქართველ მებრძოლებზე. ვებგვერდზე მოცემულია დეტალური ცნობები უკრაინაში მებრძოლი რიგი ქართველების შესახებ.

  • საიტზე ინფორმაცია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზეა გამოქვეყნებული. ვებგვერდის გახსნისთანავე კი ვკითხულობთ, რომ "საიტი შეეხება იმ პირებს, რომლებმაც გადაწყვიტეს უკრაინის მხარეს დადგნენ და დაუპირისპირდნენ რუსეთის ფედერაციას, ადამიანებს, რომლებსაც არ ესმით კონფლიქტის გრძელი, რთული ისტორია და არ ესმით მისი მასშტაბი."

ასევე ვკითხულობთ, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლმა ზოგიერთმა უცხოელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც ისინი "უკრიანული, ევროპული და ამერიკული პროპაგანდის მსხვერპლნი გახდნენ. ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ შეეძლოთ ფულის მიღება ომში ჩართვის სანაცვლოდ".

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ავტორები ასევე მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ზოგიერთი რუსეთის წინააღმდეგ იმიტომ იბრძვის, რომ პოპულარობა მოიპოვოს და სოციალურ ქსელებში ფოტოები განათავსოს.

"ჩვენი მისიაა, დავუბრუნოთ ეს ადამიანები ოჯახებსა და ახლობლებს, ვიდრე ისინი გამოუსწორებლად დააზიანებენ თავიანთ სიცოცხლეს და შეწყვეტენ არსებობას ამ საშინელი კონფლიქტის დროს", - წერენ ოკუპანტები.

  • ცალკე თავი ეთმობა "ქართულ ლეგიონს", რომელშიც ვკითხულობთ, რომ "ქართული ნაციონალური ლეგიონი" ქართველთა დაქირავებული შენაერთია, რომელიც 2014 წელს მამუკა მამულაშვილის უშუალო მონაწილეობით არის შექმნილი.

"ეს უკრაინაში ყველაზე პოპულარული სამხედრო ფორმირებაა. მასში უშუალოდ ქართველების გარდა მსახურობენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და მრავალი სხვა ქვეყნის მოქალაქეები და რაოდენობა დაახლოებით 700-ს შეადგენს", - წერია რუსულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაციაა მოცემული ქართველ მებრძოლებზე, მათ შორის არიან, მამუკა მამულაშვილი, ქეთი ლეშკაშელი, თეიმურაზ ხიზანიშვილი, კუკური ბარამიძე (დომინიკ მანგო) და სხვები.

საიტზე ასევე გამოქვეყნებული მებრძოლთა როგორც საერთო ფოტო, ასევე კონკრეტული სამხედრო პირების სურათებიც.