სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰოლივუდის ყველაზე სასურველი სასიძო კვლავ თავისუფალია - ლეონარდო დიკაპრიო კამილა მორონეს დაშორდა
ჰოლივუდის ყველაზე სასურველი სასიძო კვლავ თავისუფალია - ლეონარდო დიკაპრიო კამილა მორონეს დაშორდა

47 წლის ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო 25 წლის მო­დელს კა­მი­ლა მო­რო­ნეს და­შორ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას უცხო­უ­რი ტაბ­ლო­ი­დე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. წყვი­ლი თით­ქმის შვი­დი წელი ხვდე­ბო­და ერ­თმა­ნეთს და სა­ბო­ლო­ოდ, ჰო­ლი­ვუ­დის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი საქმრო ისევ თა­ვი­სუ­ფა­ლია.

The sun-ს წყა­რო უყ­ვე­ბა, რომ "ლეომ და კა­მი­ლამ ურ­თი­ერ­თო­ბა ზა­ფხულ­ში და­ას­რუ­ლეს. ისი­ნი ცუ­დად არ და­შო­რე­ბუ­ლან, ეს ბუ­ნებ­რი­ვად ასე მოხ­და."

ლეომ კა­მი­ლა 2008 წელს გა­იც­ნო, რო­დე­საც ის მხო­ლოდ 12 წლის იყო. წყვილს ერ­თმა­ნე­თი ალ პა­ჩი­ნომ გა­აც­ნო, მსა­ხი­ო­ბი კა­მი­ლას დე­დას­თან, ლუ­ჩია სო­ლას­თან ერ­თად მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და.

ლე­ო­ნარ­დომ და კა­მი­ლამ შეხ­ვედ­რე­ბი 2017 წელს, მას შემ­დეგ და­ი­წყეს, რაც მსა­ხი­ობ­მა მო­დელ ნინა აგ­დალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყვი­ტა. კა­მი­ლამ­დე ლეოს გულ­ში ად­გი­ლი დიდ­ხანს მხო­ლოდ ორ ლა­მაზ­მანს ეკა­ვა - ბრა­ზი­ლი­ელ მო­დელ ჟი­ზელ ბუნდჰენ­სა და მო­დელ ბარ რა­ფა­ელს. ორი­ვეს შემ­თხვე­ვა­ში ურ­თი­ე­თო­ბა ლა­მის ქორ­წი­ნე­ბამ­დე მი­ვი­და.

კა­მი­ლა, ეგ­ზო­ტი­კუ­რი ლა­მაზ­მა­ნი, ამე­რი­კულ-არ­გენ­ტი­ნუ­ლი ფეს­ვე­ბით, არ­გენ­ტი­ნა­ში და­ი­ბა­და, მაგ­რამ მისი მშობ­ლე­ბი სა­ცხოვ­რებ­ლად შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­და­ვიდ­ნენ. გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი მო­დე­ლე­ბი იყ­ვნენ.

მომ­ხიბ­ვლე­ლი გა­რეგ­ნო­ბის წყა­ლო­ბით მათ ხში­რად იღებ­დნენ რეკ­ლა­მებ­სა და სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ებ­ში. მალე წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და, და­შო­რე­ბი­დან ერთ წე­ლი­წად­ში კი კა­მი­ლას დე­დამ, ლუ­ჩი­ამ ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ ალ პა­ჩი­ნოს­თან გა­ა­ბა რო­მა­ნი.

ლუ­ჩია მა­შინ 30 წლის იყო, ალ პა­ჩი­ნო 66-ის. წყვი­ლი თით­ქმის 10 წელი ცხოვ­რობ­და ერ­თად, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
llcl
8

ნანულა ჟორჟოლიანს დაუპქვრია მისი გული, აღარაა თავისუფალი

შაკო
1

მძაფრად ვერ განვიცადე, რადგან მათი რომანის შესახებ აქამდეც არაფერი ვიცოდი. 😀

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ჰოლივუდის ყველაზე სასურველი სასიძო კვლავ თავისუფალია - ლეონარდო დიკაპრიო კამილა მორონეს დაშორდა

ჰოლივუდის ყველაზე სასურველი სასიძო კვლავ თავისუფალია - ლეონარდო დიკაპრიო კამილა მორონეს დაშორდა

47 წლის ლეონარდო დიკაპრიო 25 წლის მოდელს კამილა მორონეს დაშორდა. ინფორმაციას უცხოური ტაბლოიდები ავრცელებენ. წყვილი თითქმის შვიდი წელი ხვდებოდა ერთმანეთს და საბოლოოდ, ჰოლივუდის ყველაზე სასურველი საქმრო ისევ თავისუფალია.

The sun-ს წყარო უყვება, რომ "ლეომ და კამილამ ურთიერთობა ზაფხულში დაასრულეს. ისინი ცუდად არ დაშორებულან, ეს ბუნებრივად ასე მოხდა."

ლეომ კამილა 2008 წელს გაიცნო, როდესაც ის მხოლოდ 12 წლის იყო. წყვილს ერთმანეთი ალ პაჩინომ გააცნო, მსახიობი კამილას დედასთან, ლუჩია სოლასთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

ლეონარდომ და კამილამ შეხვედრები 2017 წელს, მას შემდეგ დაიწყეს, რაც მსახიობმა მოდელ ნინა აგდალთან ურთიერთობა გაწყვიტა. კამილამდე ლეოს გულში ადგილი დიდხანს მხოლოდ ორ ლამაზმანს ეკავა - ბრაზილიელ მოდელ ჟიზელ ბუნდჰენსა და მოდელ ბარ რაფაელს. ორივეს შემთხვევაში ურთიეთობა ლამის ქორწინებამდე მივიდა.

კამილა, ეგზოტიკური ლამაზმანი, ამერიკულ-არგენტინული ფესვებით, არგენტინაში დაიბადა, მაგრამ მისი მშობლები საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდნენ. გოგონას მშობლები მოდელები იყვნენ.

მომხიბვლელი გარეგნობის წყალობით მათ ხშირად იღებდნენ რეკლამებსა და სატელევიზიო შოუებში. მალე წყვილი ერთმანეთს დაშორდა, დაშორებიდან ერთ წელიწადში კი კამილას დედამ, ლუჩიამ ჰოლივუდის ვარსკვლავ ალ პაჩინოსთან გააბა რომანი.

ლუჩია მაშინ 30 წლის იყო, ალ პაჩინო 66-ის. წყვილი თითქმის 10 წელი ცხოვრობდა ერთად, თუმცა საბოლოოდ, ერთმანეთს დაშორდნენ.