პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასურსათო უსაფრთხოება, სოფლის მეურნეობისა და სარესტორნე ბიზნესის განვითარების პერსპექტივა - რა პრობლემებია ამ მიმართულებით და როგორია მათი გადაჭრის გზები?
სასურსათო უსაფრთხოება, სოფლის მეურნეობისა და სარესტორნე ბიზნესის განვითარების პერსპექტივა - რა პრობლემებია ამ მიმართულებით და როგორია მათი გადაჭრის გზები?

სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბა სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბა­სა და ენერ­გე­ტი­კულ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას­თან ერ­თად, სა­ხელ­მწი­ფოს­თვის უპირ­ვე­ლე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია. "სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტი,“ - გვე­უბ­ნე­ბა ნინო თევ­დო­რაშ­ვი­ლი, ხინ­კლის სახ­ლი "ივე­რო­ნის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი და ეკო­ნო­მის­ტია.

ამ­ჯე­რად ის სწო­რედ სურ­სა­თის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კითხს ჩვენ­თან ვრცლად გა­ნი­ხი­ლავს სა­რეს­ტორ­ნე დარგთან მი­მარ­თე­ბა­ში.

ქალ­ბა­ტო­ნი ნინო 13 აგ­ვის­ტოს "თბი­ლი­სი მე­რი­ოტ­ში“ გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მე­ლიც სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბას მი­ე­ძღვნა. კონ­ფე­რენ­ცია ორ­გა­ნი­ზა­ცია "ერი და სა­ხელ­მწი­ფოს“ და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლის ბა­ტონ ზვი­ად ტო­მა­რა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­ი­მარ­თა. მათი მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო გახ­დეს თვითკმა­რი სა­ხელ­მწი­ფო და მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნას კა­ნო­ნი სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ.

რო­გორც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, სექ­ტემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მოხ­დე­ბა ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ა­ში აკა­დე­მი­კოს ბა­ტონ მი­ხე­ილ ჯი­ბუ­ტის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გა­ხილ­ვა. ორ­გა­ნი­ზა­ცია - "ერი და სა­ხელ­მწი­ფო“ უზ­რუნ­ველ­ყოფს 25.000 ხელ­მო­წე­რის შეგ­რო­ვე­ბას და კა­ნონპ­რო­ექ­ტის პარ­ლა­მენ­ტში შე­ტა­ნას შემ­დგო­მი გან­ხილ­ვის­თვის. ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, ერთ თვე­სა და ერთი კვი­რა­ში უნდა დას­რულ­დეს.

"ეს არ არის მარ­ტი­ვი პრო­ცე­სი, ამი­ტომ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას. მე, რო­გორც ერთი რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე და სამ­შობ­ლოს ჭი­რი­სუ­ფა­ლი აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში და ჩემი დარ­გი­დან გა­მომ­დი­ნა­რე (სა­რეს­ტორ­ნე ბიზ­ნე­სი) თემა "სა­გა­და­სა­ხა­დო პრობ­ლე­მე­ბი, მათი გა­დაჭ­რის გზე­ბი და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გაზ­რდა“ მო­ვამ­ზა­დე,“ - აღ­ნიშ­ნავს ნინო თევ­დო­რაშ­ვი­ლი.

მისი თქმით, სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სის სფე­რო მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ზე და მის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ალ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე. ზო­გა­დად კვე­ბის და მათ შო­რის, სა­რეს­ტორ­ნე ინ­დუსტრია ეკო­ნო­მი­კის დი­ნა­მი­კუ­რად გან­ვი­თა­რე­ბა­დი სექ­ტო­რია. ის გავ­ლე­ნას ახ­დენს ქვეყ­ნის მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე. მჭიდ­როდ არის გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი გას­ტრო­ნო­მი­ულ ტუ­რიზ­მთან, რო­მე­ლიც დღე­ი­სათ­ვის მსოფ­ლი­ო­ში მზარდ ტენ­დენ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს.

გა­ე­როს მსოფ­ლიო ტუ­რიზ­მის სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ტუ­რის­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 40%-ის მოგ­ზა­უ­რო­ბის მთა­ვარ მი­ზანს ეროვ­ნუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს გაც­ნო­ბა წარ­მო­ად­გენს. ამას­თან, ტუ­რის­ტუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის თით­ქმის 30%-ზე მეტი, სწო­რედ გას­ტრო­ნო­მი­ულ სერ­ვი­სებ­ში იხარ­ჯე­ბა. ეს ეფექ­ტი­ა­ნი ინ­სტრუ­მენ­ტია და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, ლო­კო­მო­ტი­ვიც კი, ტუ­რიზ­მის ბა­ზარ­ზე ქვეყ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სათ­ვის.

სა­ქარ­თვე­ლოს გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მრა­ვა­ლე­რო­ვა­ნი, მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოა. გვაქვს სხვა­დას­ხვა კლი­მა­ტუ­რი და ბუ­ნებ­რი­ვი ზო­ნე­ბი, მდი­და­რი კულ­ტუ­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა. ქარ­თველ ხალ­ხს უძ­ვე­ლე­სი გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი აქვს, რო­მელ­საც მთელ მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია. რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი სფე­როს ნა­წი­ლი, სა­რეს­ტორ­ნე ინ­დუსტრია დიდ­წი­ლად მრა­ვა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. ის აკ­მა­ყო­ფი­ლებს ვი­ზი­ტი­ორ­თა არა მხო­ლოდ ძი­რი­თად სა­ჭი­რო­ე­ბებს, არა­მედ კო­მუ­ნი­კა­ცი­ურ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებ­საც. ასე­ვე დას­ვე­ნე­ბის გარ­კვე­ულ ფორ­მებს და გარ­კვე­უ­ლი სარ­გებ­ლო­ბის მი­ღე­ბას. სა­რეს­ტორ­ნე ინ­დუსტრია მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს და­საქ­მე­ბის პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ში. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს არის მისი ერთ-ერთი სო­ცი­ა­ლუ­რი ფუნ­ქცია.

"კო­ვიდ­პან­დე­მი­ამ­დე სა­რეს­ტორ­ნე სფე­რო­ში თით­ქმის 300.000 ადა­მი­ა­ნი იყო და­საქ­მე­ბუ­ლი. ხინ­კლის სახლ "ივე­რონ­ში“ მუდ­მი­ვად, 80-100 ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობ­და. დღეს კი და­საქ­მე­ბუ­ლია 43... ეს დიდი ციფ­რია. კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მა­ღა­ლია მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მიგ­რა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. მის შე­სა­ჩე­რებ­ლად, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა უნდა გა­ტარ­დეს. ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით, რაც სა­გა­და­სა­ხა­დო ტვირ­თის შემ­სუ­ბუ­ქე­ბით და ფუ­ლა­დი რე­სურ­სე­ბის გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბით მი­იღ­წე­ვა.

სა­რეს­ტორ­ნე დარ­გი მა­ღა­ლი კა­ბა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის ქვეშ არის მოქ­ცე­უ­ლი. ამ სფე­როს შე­ნა­ტა­ნებს ბი­უ­ჯეტ­ში დიდი წილი უჭი­რავს. მხო­ლოდ ერთი რეს­ტორ­ნის ხინ­კლის სახ­ლი "ივე­რო­ნი­დან“ ბი­უ­ჯეტ­ში თით­ქმის 7.000.000 ლა­რია შე­ტა­ნი­ლი. რო­გორც მთე­ლი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ეფექ­ტი­ა­ნი და გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, ისე ნე­ბის­მი­ე­რი ბიზ­ნე­სის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­ტა­რე­ბულ რა­ცი­ო­ნა­ლურ სა­გა­და­სა­ხა­დო პო­ლი­ტი­კა­სა და სა­გა­და­სა­ხა­დო სის­ტე­მის ეფექ­ტი­ან მუ­შა­ო­ბა­ზე.

ამი­ტომ, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბის დროს, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს სა­გა­და­სა­ხა­დო ტვირ­თის გა­ნა­წი­ლე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და სის­წო­რე,“ - გვე­უბ­ნე­ბა ნინო თევ­დო­რაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თებს გარ­კვე­უ­ლი დარ­გის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და­ბეგ­ვრი­სა­გან, ან სხვა რო­მე­ლი­მე ხელ­საყ­რე­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო რე­ჟი­მის შე­თა­ვა­ზე­ბას სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მთავ­რო­ბე­ბი ხში­რად მი­მარ­თა­ვენ გარ­კვე­უ­ლი ეკო­ნო­მი­უ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად. ასე­ვე უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­სა­ზი­დად და იმ დარ­გე­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად, რაც ქვეყ­ნის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ად­გი­ლობ­რი­ვი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია დღგ-ს გა­და­სა­ხა­დი­სა­გან და ეს ასეც უნდა იყოს.

"რად­გან ეს ფაქ­ტო­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ად­გი­ლობ­რი­ვი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, მაგ­რამ ნა­ხეთ, რა ხდე­ბა ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში? სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ტე­ბის დიდი შემ­სყიდ­ვე­ლია გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც ვერ ით­ვლის დღგ-ს ამ ნა­წილ­ში. ეს მძი­მე ტვირ­თად აწევს დარ­გს და დიდი პრობ­ლე­მას უქ­მნის. სა­რეს­ტორ­ნე ბიზ­ნე­სი იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა, შე­ის­ყი­დოს უცხო­ე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი პრო­დუქ­ტი, სა­ი­და­ნაც დღგ-ს ჩა­ით­ვლის. ეს კი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­ყიდ­ვას. გო­ნივ­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და, დარ­გის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა დღგ-სგან სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტე­ბის­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ნა­წილ­ში.

სა­ქარ­თვე­ლომ, რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2014 წელს ხელი მო­ე­წე­რა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბულ წევ­რო­ბა­სა და თა­ვი­სუ­ფალ ვაჭ­რო­ბა­ზე. ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში გა­და­სა­ხა­დე­ბით და­ბეგ­ვრის სის­ტე­მა, თა­ნა­მედ­რო­ვე ეტაპ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გა­და­სა­ხა­დო სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და რე­ფორ­მე­ბის აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი რე­ა­ლო­ბაა, რა­მე­თუ სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­რე­მოს და­ახ­ლო­ე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

თვით ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს შე­უძ­ლი­ათ, გა­მო­ი­ყე­ნონ შემ­ცი­რე­ბუ­ლი დღგ-ს გა­ნაკ­ვე­თე­ბი ზო­გი­ერთ სექ­ტორ­ში და სფე­რო­ებ­ში, მათ შო­რის, სა­რეს­ტორ­ნე ინ­დუსტრი­ა­ში (ევ­რო­საბ­ჭოს დი­რექ­ტი­ვა 2006 წ. 112 EC) შემ­ცი­რე­ბუ­ლი დღგ-ს გა­ნაკ­ვე­თი სა­რეს­ტორ­ნე ბიზ­ნეს­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის 16 ქვე­ყა­ნა­ში, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს მთელ რიგ ქვეყ­ნებ­ში. არ­სე­ბობს სტან­დარ­ტუ­ლი და შემ­ცი­რე­ბუ­ლი დღგ-ს გა­ნაკ­ვე­თიც. ჩვენ­თან კი ყვე­ლა დარ­გის­თვის ერთი ციფ­რია მა­შინ, რო­დე­საც ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში დღგ-ს გა­და­სა­ხა­დი დარ­გე­ბის მი­ხედ­ვით არის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ავ­სტრი­ა­ში სტან­დარ­ტუ­ლი არის 20% დღგ, ხოლო სა­რეს­ტორ­ნე ბიზ­ნე­სის­თვის - 10%; ბელ­გი­ა­ში - 21%-ია, სა­რეს­ტორ­ნე -12%; ირ­ლან­დი­ა­ში - 23 %-ია სტან­დარ­ტუ­ლი, სა­რეს­ტორ­ნეს­თვის - 9%; იტა­ლი­ა­ში - 22%-ია, სა­რეს­ტორ­ნე - 10%; პო­ლო­ნეთ­ში -30%, სა­რეს­ტორ­ნეს­თვის - 8%; ეს­პა­ნეთ­ში - 21%, სა­რეს­ტორ­ნე­ში არის - 10%.

სა­ერ­თოდ ნუ­ლო­ვა­ნია დღგ-ს გა­და­სა­ხა­დი გიბ­რალ­ტარ­ში, ავ­ღა­ნეთ­ში, კა­ტარ­ში, ქუ­ვე­ით­ში, ასე­ვე აშშ-სა და კა­ნა­და­ში. სინ­გა­პურ­ში არის 5%, ტა­ი­ლან­დში - 7%, შვე­ი­ცა­რია-ია­პო­ნი­ა­ში არის 8%... უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში დღგ-ს გა­და­სა­ხა­დი გო­ნივ­რუ­ლად, დარ­გის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა და­ნერ­გი­ლი“ - გან­მარ­ტავს რეს­პონ­დენ­ტი.

მი­სი­ვე თქმით, სა­რეს­ტორ­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა ერთ-ერთი მო­თხოვ­ნა­დი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­აა, რო­მელ­საც ფა­სი­სა და ხა­რის­ხის თვალ­საზ­რი­სით, მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცია აქვს. სა­შე­მო­სავ­ლო და და­მა­ტე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­და­სა­ხა­დი, პირ­და­პირ გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­რეს­ტორ­ნე მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ბო­ლოო ფას­ზე. პრო­დუქ­ცი­ის ფა­სებ­მა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მო­ი­მა­ტა, სა­გა­და­სა­ხა­დო ტვირ­თი - კა­ბა­ლუ­რი, ლოკ­და­უ­ნის უმ­ძი­მე­სი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მელ­მაც სა­რეს­ტორ­ნე სფე­როს გან­სა­კუთ­რე­ბით და­არ­ტყა. არ­ნა­ხუ­ლი შრო­მი­თი მიგ­რა­ცია - ყვე­ლა ეს ფაქ­ტო­რი რეს­ტორ­ნებს ჩრდი­ლო­ვან ეკო­ნო­მი­კა­ში მოქ­მე­დე­ბის­კენ უბიძ­გებს, რათა მათი ფა­სე­ბი უფრო და­ბა­ლი იყოს.

სა­შე­მო­სავ­ლო და­ნა­კარ­გე­ბი, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, გა­და­სა­ხა­დე­ბი­სა­გან თა­ვის არი­დე­ბის და ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის და­ფარ­ვის შე­დე­გია.

"გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბის პრობ­ლე­მა არ­სე­ბობ­და ყველ­გან და ყო­ველ­თვის, მაგ­რამ გა­და­სა­ხა­დე­ბის დიდი სიმ­ძი­მე ყვე­ლა­ზე მე­ტად მწვა­ვედ დგას სა­რეს­ტორ­ნე ინ­დუსტრი­ა­ში.

არ­სე­ბობს კვლე­ვა, რომ და­მა­ტე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­და­სა­ხა­დი უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს შრო­მა­ტე­ვად კომ­პა­ნი­ებ­ში, რად­გან დღგ პრო­პორ­ცი­უ­ლად ნაკ­ლე­ბია ჩათ­ვლი­ლი და პირ­და­პირ მომ­სა­ხუ­რე­ო­ბი­დან იქ­ვი­თე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­რეს­ტორ­ნე ბიზ­ნესს აქვს დღგ-ს უფრო მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ვიდ­რე სხვა შრო­მის ნაკ­ლე­ბად ტე­ვად ინ­დუსტრი­ებს

სა­რეს­ტორ­ნე ბიზ­ნესს აქვს შრო­მის და­ნა­ხარ­ჯე­ბის მა­ღა­ლი წილი ოპე­რი­რე­ბის შე­მო­სა­ვალ­ში. ეს იმას ეფუძ­ნე­ბა, რომ რეს­ტორ­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბის ხარ­ჯე­ბი ძი­რი­თა­დად ხე­ლით შრო­მას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი ზრდის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ხარ­ჯებს. რამ­დე­ნა­დაც სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბის სფე­რო შრო­მა­ტე­ვა­დი ინ­დუსტრი­აა და ვე­რა­ნა­ი­რი ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სი ვერ ცვლის ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს, ერ­თნა­ი­რი ბრუნ­ვის კომ­პა­ნი­ებს, დღგ-ს ტვირ­თი სხვა­დას­ხვა აქვს და სა­რეს­ტორ­ნე ბიზ­ნე­სის­თვის ყო­ველ­თვის მა­ღა­ლია ვიდ­რე სხვა დარ­გე­ბის­თვის.

მი­უ­ხე­და­ვად ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა, ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კვე­ბა­ში და სა­რეს­ტორ­ნე მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში მა­ინც უც­ვლე­ლი რჩე­ბა. ვე­რა­ნა­ი­რი ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სი ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს ვერ ათა­ვი­სუფ­ლებს. კო­ვი­დამ­დე ხინ­კლის სახლ "ივე­რონ­ში“ მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის სა­ხელ­ფა­სო ბი­უ­ჯე­ტი ყო­ველ­თვი­უ­რად 60.000-80.000 ლარს შე­ად­გენ­და. ეს დიდი წი­ლია ბრუნ­ვი­დან, ლე­გა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის ფონ­ზე,“ - გან­მარ­ტავს ქალ­ბა­ტო­ნი ნინო.

ის ასე­ვე წუხს იმა­ზე, რომ კო­ვიდ­პან­დე­მი­ის დროს და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ყვე­ლა­ზე გა­მა­ნად­გუ­რებ­ლად ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ერთ-ერთ წამ­ყვან დარ­გს, სა­რეს­ტორ­ნე სფე­როს შე­ე­ხეო. იყო მთავ­რო­ბის მხრი­დან უმ­ნიშ­ვნე­ლო შე­ღა­ვა­თე­ბი. 2021 წლის 14 ივ­ნისს იბი­არ­დი­სა და მთავ­რო­ბის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ ინ­ვეს­ტორ­თა საბ­ჭოს სამ­დივ­ნომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა კვლე­ვა, სა­დაც გან­ხი­ლუ­ლია ის სა­ბი­უ­ჯე­ტო ეკო­ნო­მი­უ­რი ეფექ­ტი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის მო­ცუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბას ეხე­ბა.

"კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­და­სა­ხა­დის შემ­ცი­რე­ბას ეკო­ნო­მი­ურ ზრდა­ზე და­დე­ბი­თი შე­დე­გი აქვს. სა­რეს­ტორ­ნე ბიზ­ნე­სის­თვის თუ დღგ 18%-დან 10 %-მდე შემ­ცირ­დე­ბა, ის ეკო­ნო­მი­ურ ზრდას 0,027%-ით გაზ­რდის, ხოლო სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის 20%-დან 0%-მდე შემ­ცი­რე­ბა ეკო­ნო­მი­ურ ზრდას 0,4%-ით გაზ­რდის. ეს კვლე­ვა თვით პრე­მი­ერ­თან არ­სე­ბულ­მა სა­ინ­ვეს­ტი­ციო საბ­ჭომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სა­გა­და­სა­ხა­დო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბო­ბის სრუ­ლი დაც­ვით, სა­მარ­თლი­ა­ნი სა­გა­და­სა­ხა­დო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბი­უ­ჯეტ­ში გა­ცი­ლე­ბით მეტი თან­ხა შევა, ვიდ­რე დღეს შე­დის. ეს მიდ­გო­მაა ევ­რო­კავ­ში­რის და მსოფ­ლი­ოს ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სა­გა­და­სა­ხა­დო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია დღგ-ს გა­უქ­მე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტე­ბის­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ნა­წილ­ში. ეს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდის ად­გი­ლობ­რი­ვი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, დარ­გს გა­მო­უ­თა­ვი­სუფ­ლებს ფი­ნან­სებს, გა­იზ­რდე­ბა და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ხელ­ფა­სე­ბი, შემ­ცირ­დე­ბა შრო­მი­თი მიგ­რა­ცია და გა­იზ­რდე­ბა ბი­უ­ჯეტ­ში შე­სუ­ლი ფი­ნან­სე­ბი. ეს არის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მიდ­გო­მა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხის მი­მართ. და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, არის სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი, რა­მე­თუ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყობს ხელს ად­გი­ლობ­რი­ვი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტე­ბის გა­ყიდ­ვას,“ - გვე­უბ­ნე­ბა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი.

მისი მო­თხოვ­ნაა, - დარ­გი რომ არ და­ი­ღუ­პოს, შე­ჩერ­დეს შრო­მი­თი მიგ­რა­ცია, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სა­რეს­ტორ­ნე ბიზ­ნე­სი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტე­ბით წარ­მო­ე­ბუ­ლი კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ნა­წილ­ში დღგ-სგან.

R

ავტორი:

სასურსათო უსაფრთხოება, სოფლის მეურნეობისა და სარესტორნე ბიზნესის განვითარების პერსპექტივა - რა პრობლემებია ამ მიმართულებით და როგორია მათი გადაჭრის გზები?

სასურსათო უსაფრთხოება, სოფლის მეურნეობისა და სარესტორნე ბიზნესის განვითარების პერსპექტივა - რა პრობლემებია ამ მიმართულებით და როგორია მათი გადაჭრის გზები?

სასურსათო უსაფრთხოება სამხედრო შეიარაღებასა და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასთან ერთად, სახელმწიფოსთვის უპირველესი პრიორიტეტია. "სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სასურსათო უსაფრთხოების კანონპროექტი,“ - გვეუბნება ნინო თევდორაშვილი, ხინკლის სახლი "ივერონის“ დამფუძნებელი და დირექტორი, რომელიც პროფესიით იურისტი და ეკონომისტია.

ამჯერად ის სწორედ სურსათის უსაფრთხოების საკითხს ჩვენთან ვრცლად განიხილავს სარესტორნე დარგთან მიმართებაში.

ქალბატონი ნინო 13 აგვისტოს "თბილისი მერიოტში“ გამართულ კონფერენციაშიც მონაწილეობდა, რომელიც სასურსათო უსაფრთხოებას მიეძღვნა. კონფერენცია ორგანიზაცია "ერი და სახელმწიფოს“ და მისი ხელმძღვანელის ბატონ ზვიად ტომარაძის ინიციატივით გაიმართა. მათი მიზანია, საქართველო გახდეს თვითკმარი სახელმწიფო და მიღებული იქნას კანონი სასურსათო უსაფრთხოების შესახებ.

როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, სექტემბრის მეორე ნახევარში მოხდება ფართო აუდიტორიაში აკადემიკოს ბატონ მიხეილ ჯიბუტის მიერ მომზადებული კანონპროექტის გახილვა. ორგანიზაცია - "ერი და სახელმწიფო“ უზრუნველყოფს 25.000 ხელმოწერის შეგროვებას და კანონპროექტის პარლამენტში შეტანას შემდგომი განხილვისთვის. ხელმოწერების შეგროვება კანონმდებლობის მიხედვით, ერთ თვესა და ერთი კვირაში უნდა დასრულდეს.

"ეს არ არის მარტივი პროცესი, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ექნება საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე და სამშობლოს ჭირისუფალი აქტიურად ჩავერთე კონფერენციაში და ჩემი დარგიდან გამომდინარე (სარესტორნე ბიზნესი) თემა "საგადასახადო პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციის გაზრდა“ მოვამზადე,“ - აღნიშნავს ნინო თევდორაშვილი.

მისი თქმით, სარესტორნო ბიზნესის სფერო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და მის წინაშე არსებული სოციალ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე. ზოგადად კვების და მათ შორის, სარესტორნე ინდუსტრია ეკონომიკის დინამიკურად განვითარებადი სექტორია. ის გავლენას ახდენს ქვეყნის მთელი მოსახლეობის ინტერესებზე. მჭიდროდ არის გადაჯაჭვული გასტრონომიულ ტურიზმთან, რომელიც დღეისათვის მსოფლიოში მზარდ ტენდენციას წარმოადგენს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის სტატისტიკის თანახმად, ტურისტების დაახლოებით 40%-ის მოგზაურობის მთავარ მიზანს ეროვნული სამზარეულოს გაცნობა წარმოადგენს. ამასთან, ტურისტული ბიუჯეტის თითქმის 30%-ზე მეტი, სწორედ გასტრონომიულ სერვისებში იხარჯება. ეს ეფექტიანი ინსტრუმენტია და ზოგ შემთხვევაში, ლოკომოტივიც კი, ტურიზმის ბაზარზე ქვეყნის პოპულარიზაციისათვის.

საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი ქვეყანა მრავალეროვანი, მულტიკულტურული სახელმწიფოა. გვაქვს სხვადასხვა კლიმატური და ბუნებრივი ზონები, მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა. ქართველ ხალხს უძველესი გასტრონომიული ტრადიციები აქვს, რომელსაც მთელ მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. როგორც სოციალური სფეროს ნაწილი, სარესტორნე ინდუსტრია დიდწილად მრავალი სოციალური პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობს. ის აკმაყოფილებს ვიზიტიორთა არა მხოლოდ ძირითად საჭიროებებს, არამედ კომუნიკაციურ მოთხოვნილებებსაც. ასევე დასვენების გარკვეულ ფორმებს და გარკვეული სარგებლობის მიღებას. სარესტორნე ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დასაქმების პრობლემების გადაჭრაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მისი ერთ-ერთი სოციალური ფუნქცია.

"კოვიდპანდემიამდე სარესტორნე სფეროში თითქმის 300.000 ადამიანი იყო დასაქმებული. ხინკლის სახლ "ივერონში“ მუდმივად, 80-100 ადამიანი მუშაობდა. დღეს კი დასაქმებულია 43... ეს დიდი ციფრია. კატასტროფულად მაღალია მოგეხსენებათ, მიგრაციის მაჩვენებელი. მის შესაჩერებლად, სახელმწიფოს მხრიდან ყველა ღონისძიება უნდა გატარდეს. ეს შესაძლებელი იქნება მაღალი ანაზღაურების შეთავაზებით, რაც საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებით და ფულადი რესურსების გამოთავისუფლებით მიიღწევა.

სარესტორნე დარგი მაღალი კაბალური გადასახადების ქვეშ არის მოქცეული. ამ სფეროს შენატანებს ბიუჯეტში დიდი წილი უჭირავს. მხოლოდ ერთი რესტორნის ხინკლის სახლი "ივერონიდან“ ბიუჯეტში თითქმის 7.000.000 ლარია შეტანილი. როგორც მთელი ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანი და გამართული ფუნქციონირება, ისე ნებისმიერი ბიზნესის ეფექტიანობა დამოკიდებულია სახელმწიფოს მიერ გატარებულ რაციონალურ საგადასახადო პოლიტიკასა და საგადასახადო სისტემის ეფექტიან მუშაობაზე.

ამიტომ, საკანონმდებლო ცვლილების დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს საგადასახადო ტვირთის განაწილების სამართლიანობა და სისწორე,“ - გვეუბნება ნინო თევდორაშვილი.

მისივე თქმით, საგადასახადო შეღავათებს გარკვეული დარგის განთავისუფლებას დაბეგვრისაგან, ან სხვა რომელიმე ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმის შეთავაზებას სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ხშირად მიმართავენ გარკვეული ეკონომიური, სოციალური და სხვა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ასევე უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და იმ დარგების განსავითარებლად, რაც ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის დარგი განთავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისაგან და ეს ასეც უნდა იყოს.

"რადგან ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, მაგრამ ნახეთ, რა ხდება ჩვენს შემთხვევაში? სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დიდი შემსყიდველია გასტრონომიული ბიზნესი, რომელიც ვერ ითვლის დღგ-ს ამ ნაწილში. ეს მძიმე ტვირთად აწევს დარგს და დიდი პრობლემას უქმნის. სარესტორნე ბიზნესი იძულებული ხდება, შეისყიდოს უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქტი, საიდანაც დღგ-ს ჩაითვლის. ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს ქართული პროდუქციის გაყიდვას. გონივრული იქნებოდა, დარგის განთავისუფლება დღგ-სგან სოფლის მეურნეობის პროდუქტებისგან წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ნაწილში.

საქართველომ, როგორც ცნობილია, 2014 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროკავშირთან ასოცირებულ წევრობასა და თავისუფალ ვაჭრობაზე. ევროკავშირის ქვეყნებში გადასახადებით დაბეგვრის სისტემა, თანამედროვე ეტაპზე, საქართველოში საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბებისა და რეფორმების აუცილებლად გასათვალისწინებელი რეალობაა, რამეთუ სამართლებრივი გარემოს დაახლოება აღნიშნული ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.

თვით ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ, გამოიყენონ შემცირებული დღგ-ს განაკვეთები ზოგიერთ სექტორში და სფეროებში, მათ შორის, სარესტორნე ინდუსტრიაში (ევროსაბჭოს დირექტივა 2006 წ. 112 EC) შემცირებული დღგ-ს განაკვეთი სარესტორნე ბიზნესში გამოიყენება ევროკავშირის 16 ქვეყანაში, ასევე მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში. არსებობს სტანდარტული და შემცირებული დღგ-ს განაკვეთიც. ჩვენთან კი ყველა დარგისთვის ერთი ციფრია მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნებში დღგ-ს გადასახადი დარგების მიხედვით არის დიფერენცირებული. მაგალითად, ავსტრიაში სტანდარტული არის 20% დღგ, ხოლო სარესტორნე ბიზნესისთვის - 10%; ბელგიაში - 21%-ია, სარესტორნე -12%; ირლანდიაში - 23 %-ია სტანდარტული, სარესტორნესთვის - 9%; იტალიაში - 22%-ია, სარესტორნე - 10%; პოლონეთში -30%, სარესტორნესთვის - 8%; ესპანეთში - 21%, სარესტორნეში არის - 10%.

საერთოდ ნულოვანია დღგ-ს გადასახადი გიბრალტარში, ავღანეთში, კატარში, ქუვეითში, ასევე აშშ-სა და კანადაში. სინგაპურში არის 5%, ტაილანდში - 7%, შვეიცარია-იაპონიაში არის 8%... უამრავ ქვეყანაში დღგ-ს გადასახადი გონივრულად, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარეა დანერგილი“ - განმარტავს რესპონდენტი.

მისივე თქმით, სარესტორნო მომსახურება ერთ-ერთი მოთხოვნადი ტურისტული პროდუქციაა, რომელსაც ფასისა და ხარისხის თვალსაზრისით, მაღალი კონკურენცია აქვს. საშემოსავლო და დამატებითი ღირებულების გადასახადი, პირდაპირ გავლენას ახდენს სარესტორნე მომსახურების საბოლოო ფასზე. პროდუქციის ფასებმა კატასტროფულად მოიმატა, საგადასახადო ტვირთი - კაბალური, ლოკდაუნის უმძიმესი რეგულაციები, რომელმაც სარესტორნე სფეროს განსაკუთრებით დაარტყა. არნახული შრომითი მიგრაცია - ყველა ეს ფაქტორი რესტორნებს ჩრდილოვან ეკონომიკაში მოქმედებისკენ უბიძგებს, რათა მათი ფასები უფრო დაბალი იყოს.

საშემოსავლო დანაკარგები, უმეტეს შემთხვევაში, გადასახადებისაგან თავის არიდების და ეკონომიკური საქმიანობის დაფარვის შედეგია.

"გადასახადებისგან თავის არიდების პრობლემა არსებობდა ყველგან და ყოველთვის, მაგრამ გადასახადების დიდი სიმძიმე ყველაზე მეტად მწვავედ დგას სარესტორნე ინდუსტრიაში.

არსებობს კვლევა, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადი უარყოფით გავლენას ახდენს შრომატევად კომპანიებში, რადგან დღგ პროპორციულად ნაკლებია ჩათვლილი და პირდაპირ მომსახურეობიდან იქვითება. აქედან გამომდინარე, სარესტორნე ბიზნესს აქვს დღგ-ს უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე სხვა შრომის ნაკლებად ტევად ინდუსტრიებს

სარესტორნე ბიზნესს აქვს შრომის დანახარჯების მაღალი წილი ოპერირების შემოსავალში. ეს იმას ეფუძნება, რომ რესტორნის მომსახურების ხარჯები ძირითადად ხელით შრომასთან არის დაკავშირებული. დასაქმებულთა რაოდენობა კი ზრდის შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. რამდენადაც სტუმარმასპინძლობის სფერო შრომატევადი ინდუსტრიაა და ვერანაირი ტექნიკური პროგრესი ვერ ცვლის ადამიანურ რესურსს, ერთნაირი ბრუნვის კომპანიებს, დღგ-ს ტვირთი სხვადასხვა აქვს და სარესტორნე ბიზნესისთვის ყოველთვის მაღალია ვიდრე სხვა დარგებისთვის.

მიუხედავად ტექნოლოგიების განვითარებისა, ადამიანური ფაქტორი საზოგადოებრივ კვებაში და სარესტორნე მომსახურებაში მაინც უცვლელი რჩება. ვერანაირი ტექნიკური პროგრესი ადამიანურ რესურსს ვერ ათავისუფლებს. კოვიდამდე ხინკლის სახლ "ივერონში“ მომსახურე პერსონალის სახელფასო ბიუჯეტი ყოველთვიურად 60.000-80.000 ლარს შეადგენდა. ეს დიდი წილია ბრუნვიდან, ლეგალური მუშაობის ფონზე,“ - განმარტავს ქალბატონი ნინო.

ის ასევე წუხს იმაზე, რომ კოვიდპანდემიის დროს დაწესებული რეგულაციები ყველაზე გამანადგურებლად ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან დარგს, სარესტორნე სფეროს შეეხეო. იყო მთავრობის მხრიდან უმნიშვნელო შეღავათები. 2021 წლის 14 ივნისს იბიარდისა და მთავრობის მიერ დაფუძნებულ ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც განხილულია ის საბიუჯეტო ეკონომიური ეფექტი, რომელიც კონკრეტული გადასახადების მოცულობის შემცირებას ეხება.

"კვლევის თანახმად, გადასახადის შემცირებას ეკონომიურ ზრდაზე დადებითი შედეგი აქვს. სარესტორნე ბიზნესისთვის თუ დღგ 18%-დან 10 %-მდე შემცირდება, ის ეკონომიურ ზრდას 0,027%-ით გაზრდის, ხოლო საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 0%-მდე შემცირება ეკონომიურ ზრდას 0,4%-ით გაზრდის. ეს კვლევა თვით პრემიერთან არსებულმა საინვესტიციო საბჭომ გამოაქვეყნა. საგადასახადო ადმინისტრირების კანონმდებლობობის სრული დაცვით, სამართლიანი საგადასახადო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში, ბიუჯეტში გაცილებით მეტი თანხა შევა, ვიდრე დღეს შედის. ეს მიდგომაა ევროკავშირის და მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში საგადასახადო კანონმდებლობის შემუშავების პროცესში.

ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია დღგ-ს გაუქმება სოფლის მეურნეობის პროდუქტებისგან წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ნაწილში. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციას, დარგს გამოუთავისუფლებს ფინანსებს, გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, ხელფასები, შემცირდება შრომითი მიგრაცია და გაიზრდება ბიუჯეტში შესული ფინანსები. ეს არის სახელმწიფოებრივი, რაციონალური მიდგომა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. და ყველაზე მთავარი, არის სასურსათო უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი, რამეთუ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვას,“ - გვეუბნება დარგის სპეციალისტი.

მისი მოთხოვნაა, - დარგი რომ არ დაიღუპოს, შეჩერდეს შრომითი მიგრაცია, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს სარესტორნე ბიზნესი სოფლის მეურნეობის პროდუქტებით წარმოებული კვების პროდუქტების რეალიზაციის ნაწილში დღგ-სგან.

R