საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაიდენი, მაკრონი, ჯონსონი - როგორ ეხმაურებიან მსოფლიოს ლიდერები გორბაჩოვის გარდაცვალების ამბავს
ბაიდენი, მაკრონი, ჯონსონი - როგორ ეხმაურებიან მსოფლიოს ლიდერები გორბაჩოვის გარდაცვალების ამბავს

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბით, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვი "გა­მორ­ჩე­უ­ლი ხედ­ვის“ ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა რე­ფორ­მე­ბის გზა­ზე მი­იყ­ვა­ნა.

"ეს იყო იშ­ვი­ა­თი ლი­დე­რი, რო­მელ­საც ჰქონ­და უნა­რი და­ე­ნა­ხა, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი და ჰქონ­და გამ­ბე­და­ო­ბა, რომ გა­ე­რის­კა მთე­ლი თა­ვი­სი კა­რი­ე­რა მის მი­საღ­წე­ვად. შე­დე­გი იყო უფრო უსაფრ­თხო სამ­ყა­რო და მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის­თვის“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც მან მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ავ­რცე­ლა.

მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ის იყო სან­დო და პა­ტივ­ცე­მუ­ლი ლი­დე­რი.

"მან გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა “ცივი ომის” დას­რუ­ლე­ბა­სა და "რკი­ნის ფარ­დის“ ჩა­მოგ­დე­ბა­ში. მან გზა გახ­სნა თა­ვი­სუ­ფა­ლი ევ­რო­პის­თვის. ეს მემ­კვიდ­რე­ო­ბა არის ის, რა­საც ჩვენ არ და­ვი­ვი­წყებთ“, - წერს ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი "ტვი­ტერ­ზე“.

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა კი გორ­ბა­ჩოვს უწო­და "მშვი­დო­ბის ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის არ­ჩე­ვან­მა რუ­სებს გზა გა­უხ­სნა თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა­კენ".

”მის­მა ერ­თგუ­ლე­ბამ ევ­რო­პა­ში მშვი­დო­ბი­სად­მი შეც­ვა­ლა ჩვე­ნი სა­ერ­თო ის­ტო­რია”, - გა­ნა­ცხა­და მაკ­რონ­მა.

გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, ან­ტო­ნიო გუ­ტე­რე­შის შე­ფა­სე­ბით, გორ­ბა­ჩო­ვი იყო "გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე, რო­მელ­მაც შეც­ვა­ლა ის­ტო­რი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა".

"მსოფ­ლი­ომ და­კარ­გა ძლი­ე­რი გლო­ბა­ლუ­რი ლი­დე­რი და მშვი­დო­ბის და­უ­ღა­ლა­ვი დამ­ცვე­ლი. ღრმად დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ვარ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო“, - და­წე­რა მან "ტვი­ტერ­ზე“.

ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბო­რის ჯონ­სონ­მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ ის "ყო­ველ­თვის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო იმ სი­მა­მა­ცი­თა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბით, რო­მე­ლიც მან [მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩოვ­მა] გა­მო­ი­ჩი­ნა “ცივი ომის” მშვი­დო­ბი­ა­ნი დას­რუ­ლე­ბის მიზ­ნით“.

შე­გახ­სე­ნებთ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვი 91 წლის ასაკ­ში გუ­შინ გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ბოლშევიზმი ჭირი იყო, ნაციზმივით, მარქსიზმი დაკვეთილი და დესტრუქციული ცრუ დემაგოგიაა, მეცნიერულად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს -აგებულია მზაკვრულ დოგმებზე, რევოლუციის იდეოლოგიაა , რევოლუცია კი დანაშაულია - კანონდაურღვევლად რევოლუცია ვერ ხდება, სასახლის გადატრიალება და კანონიერი მეფე იმპერატორის ჩამოგდება და მისი ოჯახის დახვრეტაც უკანონობა იყო, მათი და მათი გარემოცვის ქონების მითვისებაც (სვერდლოვ გაუხმანს რომ მეფის გვირგვინი ადგას თავზე და გარშემო არტყია ლენინის პოლიტბიურო მაგიდაზე კი აურაცხელი თვალმარგალიტი ფენია, ეს ფოტოა რევოლუციის სახე !) მიუხედავად იმისა , რომ ცარიზმი არ იყო საუკეთესო მონარქიებს შორის, ერთი ბოროტება მეორეთი არ იძირკვება, სხვისთვის წართმეული ქონების ხარჯზე საყოველთაო კეთილდღეობა ვერ დადგება, (წართმევაა, როცა ერთი უნარიანი ნიჭიერი მცოდნე ადამიანის ნაშრომს , ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ ათ უქნარა მცონარა უცოდინარ და უსარგებლო ცეცხლისწამკიდებელ ავაზაკს უნაწილებ, ამასთან, გულაგებში ახალ ადამიანს "ზრდი", ნებით რომ გასცეს ეს თავისი ნაშრომი ?! ადამიანი ღმერთმა და განგებამ ერთპიროვნულ მესაკუთრედ შექმნა და თუ დაიმონებ , მოგცემს მონის პროდუქტს -აი, რაც გქონდა ბანაკური სოციალისმისას იმას- ცოტას, და უხარისხოს !) რომ არა ბოლშევიზმი, სრულიად სხვანაირ ისტორიული განვითარების გზას გავივლიდით , შესაძლოა არც ნაციზმი ყოფილიყო , ვიმეორებ შესაძლოა არც ყოფილიყო ჰიტლერი, რომ არ ყოფილიყო სტალინი - მასე ქართველია ბაგრატიონიც და თუ მაინც იმაზეა ორიენტაცია, რომ სტალინი ქართველი ჯუღაშვილი იყო და ამასთან გასაოცრად ჭკვიანი , გამჭრიახიც, ხოლო მკაცრი და მოწინააღმდეგეთა მიმართ დაუნდობელი დავითიც კი იყო, ჯუღაშვილს მაინც კრემლში ბაგრატიონის ნახვა მერჩივნა, სხვათაშორის არის კიდეც გიორგი რომანოვ დედით ბაგრატიონი !

ბაიდენს მაკრონს ჯონსონს
1

მავზოლეუმში დაასვენეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ბაიდენი, მაკრონი, ჯონსონი - როგორ ეხმაურებიან მსოფლიოს ლიდერები გორბაჩოვის გარდაცვალების ამბავს

ბაიდენი, მაკრონი, ჯონსონი - როგორ ეხმაურებიან მსოფლიოს ლიდერები გორბაჩოვის გარდაცვალების ამბავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი "გამორჩეული ხედვის“ ადამიანი იყო, რომელმაც საკუთარი ქვეყანა რეფორმების გზაზე მიიყვანა.

"ეს იყო იშვიათი ლიდერი, რომელსაც ჰქონდა უნარი დაენახა, რომ განსხვავებული მომავალი იყო შესაძლებელი და ჰქონდა გამბედაობა, რომ გაერისკა მთელი თავისი კარიერა მის მისაღწევად. შედეგი იყო უფრო უსაფრთხო სამყარო და მეტი თავისუფლება მილიონობით ადამიანისთვის“, - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში, რომელიც მან მიხეილ გორბაჩოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაავრცელა.

მიხეილ გორბაჩოვის გარდაცვალებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის იყო სანდო და პატივცემული ლიდერი.

"მან გადამწყვეტი როლი ითამაშა “ცივი ომის” დასრულებასა და "რკინის ფარდის“ ჩამოგდებაში. მან გზა გახსნა თავისუფალი ევროპისთვის. ეს მემკვიდრეობა არის ის, რასაც ჩვენ არ დავივიწყებთ“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი "ტვიტერზე“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი გორბაჩოვს უწოდა "მშვიდობის ადამიანი, რომლის არჩევანმა რუსებს გზა გაუხსნა თავისუფლებისაკენ".

”მისმა ერთგულებამ ევროპაში მშვიდობისადმი შეცვალა ჩვენი საერთო ისტორია”, - განაცხადა მაკრონმა.

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის შეფასებით, გორბაჩოვი იყო "გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც შეცვალა ისტორიის მიმდინარეობა".

"მსოფლიომ დაკარგა ძლიერი გლობალური ლიდერი და მშვიდობის დაუღალავი დამცველი. ღრმად დამწუხრებული ვარ მისი გარდაცვალების გამო“, - დაწერა მან "ტვიტერზე“.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კი განაცხადა, რომ ის "ყოველთვის აღფრთოვანებული იყო იმ სიმამაცითა და სამართლიანობით, რომელიც მან [მიხეილ გორბაჩოვმა] გამოიჩინა “ცივი ომის” მშვიდობიანი დასრულების მიზნით“.

შეგახსენებთ, საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი 91 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა.