რუსეთის მიერ დანიშნულმა ოკუპირებული ხერსონის ლიდერის მოადგილემ, კირილ სტრემოუსოვმა ქალაქი ხერსონი დატოვა და რუსეთიდან მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოციალური მედიის მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ სტრემოუსოვის ბოლო ვიდეო მიმართვები რუსეთის ქალაქ ვორონეჟში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „მარიოტშია“ გადაღებული.
ამასთან, ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ მათ ვერ მოახერხეს ინფორმაციის გადამოწმება იმის შესახებ თუ რატომ ან როდის დატოვა მან ხერსონი, თუმცა შეუძლია დაადასტუროს, რომ ოკუპირებული ხერსონის ლიდერის მოადგილე რუსეთის დასავლეთში მდებარე ქალაქში იმყოფება.
ცნობისთვის, სოციალურ მედიაში სტრემოუსოვმა დღეს დასავლური და უკრაინული მედიის მიერ ხერსონის გარშემო მიმდინარე ბრძოლების გაშუქება გააკრიტიკა.
და რა მერე? ამერიკის საელჩო ყოველ გაფაჩუნებაზე გარბის კიევიდან.
ლიდერი დარჩაა?