პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო გოგაშვილის დაცვის წარმომადგენელს, ალექსანდრე სამხარაძეს ბრალდება წარუდგინეს - რას ედავება მას გამოძიება
სოსო გოგაშვილის დაცვის წარმომადგენელს, ალექსანდრე სამხარაძეს ბრალდება წარუდგინეს - რას ედავება მას გამოძიება

სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, სოსო გო­გაშ­ვი­ლის დაც­ვის წარ­მო­მად­გე­ნელს ალექ­სან­დრე სამ­ხა­რა­ძეს საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვის მუხ­ლით ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნეს.

  • მისი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის, რა­მაზ ჩინ­ჩა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე ეხე­ბა მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბულ ვაზ­ნებს.

"ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით წა­უ­ყე­ნეს, რაც საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს. ის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, საშ­ტა­ტო ია­რა­ღი ჰქონ­და. რო­დე­საც თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა, ია­რა­ღი ჩა­ა­ბა­რა, ხოლო ტყვი­ე­ბის ჩა­ბა­რე­ბა და­ა­ვი­წყდა და ამან მისი სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა გა­მო­იწ­ვია. 16 ივ­ნისს, რო­დე­საც მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი გა­ჩხრი­კეს, ეს ტყვი­ე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ბრა­ლი დღეს წა­უ­ყე­ნეს,“ - გა­ნა­ცხა­და რა­მაზ ჩინ­ჩა­ლა­ძემ.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ალექ­სან­დრე სამ­ხა­რა­ძის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­სა­მარ­თლო სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ იმ­სჯე­ლებს. ის სა­სა­მარ­თლო­ზე ალექ­სან­დრე სამ­ხა­რა­ძის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას მო­ი­თხოვს.

"და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ იყო და არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს და გა­მო­უშ­ვეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ გა­ი­მარ­თე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის პირ­ვე­ლი წარ­დგე­ნა სა­სა­მარ­თლო­ში აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე და მე ვფიქ­რობ, რომ მის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბა არ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. მე გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბა­საც არ მო­ვი­თხოვ. გი­რა­ოს არ და­ვე­თან­ხმე­ბი, რად­გან მისი მხრი­დან მი­მალ­ვის საფრ­თხე, მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის საფრ­თხე, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხე არ არ­სე­ბობსდა, ამი­ტომ აღ­კვე­თის არც ერთი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ უნდა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯუტა
4

დაცვაც ყოლია მაგ ქაჯუნას ტოო?))) კარიერულ წინსვლაზე ვკაიფობ, არტალ უსტაბაშიდან სოს-ს უფროსამდე, სოციალურად დაუცველიდან მილიონერამდე ჰა ჰა ჰა ))) ქოცებო რა ხდება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

სოსო გოგაშვილის დაცვის წარმომადგენელს, ალექსანდრე სამხარაძეს ბრალდება წარუდგინეს - რას ედავება მას გამოძიება

სოსო გოგაშვილის დაცვის წარმომადგენელს, ალექსანდრე სამხარაძეს ბრალდება წარუდგინეს - რას ედავება მას გამოძიება

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის წარმომადგენელს ალექსანდრე სამხარაძეს საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლით ბრალდება წარუდგინეს.

  • მისი უფლებადამცველის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, საქმე ეხება მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ვაზნებს.

"ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო, საშტატო იარაღი ჰქონდა. როდესაც თანამდებობა დატოვა, იარაღი ჩააბარა, ხოლო ტყვიების ჩაბარება დაავიწყდა და ამან მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა გამოიწვია. 16 ივნისს, როდესაც მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, ეს ტყვიები აღმოაჩინეს და ბრალი დღეს წაუყენეს,“ - განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.

ადვოკატის თქმით, ალექსანდრე სამხარაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. ის სასამართლოზე ალექსანდრე სამხარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

"დაკავების საფუძველი არ იყო და არ დაუკავებიათ. ბრალი წაუყენეს და გამოუშვეს. სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და მე ვფიქრობ, რომ მის მიმართ პატიმრობა არ იქნება გამოყენებული. მე გირაოს შეფარდებასაც არ მოვითხოვ. გირაოს არ დავეთანხმები, რადგან მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არ არსებობსდა, ამიტომ აღკვეთის არც ერთი ღონისძიება არ უნდა იქნას გამოყენებული,“ - განაცხადა ადვოკატმა.