მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთმა ირანული საბრძოლო დრონები შეიძინა და მათ გამოყენებას უკრაინასთან ომში გეგმავს - CNN
რუსეთმა ირანული საბრძოლო დრონები შეიძინა და მათ გამოყენებას უკრაინასთან ომში გეგმავს - CNN

აშშ-ში აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სე­თი ფლობს ირა­ნულ საბ­რძო­ლო უპი­ლო­ტო საფ­რენ აპა­რა­ტებს, რომ­ლებ­საც ისი­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკ­რა­ი­ნა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, - ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან სა­უ­ბარ­ში ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ რუ­სებ­მა დრო­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე თვის და­სა­წყის­ში ირა­ნის აე­როდ­რო­მი­დან წა­ი­ღეს და აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვებ­ში სატ­ვირ­თო თვითმფრი­ნა­ვე­ბით რუ­სეთ­ში გა­და­ი­ტა­ნეს.

აშშ-ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ რუ­სეთ­მა Mohajer-6, Shahed-129 და Shahed-191 ტი­პის დრო­ნე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ი­ძი­ნა და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მათ უკ­რა­ი­ნის ომში გა­მო­ი­ყე­ნებს. CNN-ი გან­მარ­ტავს, რომ აღ­ნიშ­ნულ უპი­ლო­ტო საფ­რენ აპა­რატს მარ­თვა­დი საბ­რძო­ლო მა­სა­ლის გა­და­ტა­ნა შე­უძ­ლია და მათი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია დაზ­ვერ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნი­თაც.

აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქმით, რუს ოპე­რა­ტო­რებს ირან­ში ჯერ კი­დევ უტარ­დე­ბათ წვრთნე­ბი უპი­ლო­ტო დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. აშშ-ში ფიქ­რო­ბენ, რომ რუ­სე­თი ასო­ბით დრო­ნის იმ­პორ­ტს გეგ­მავს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 70 წლის
0

ირანელები უპილოტო საფრენი აპარატების (უსა) დაპროექტებაში და წარმოებაში საკმაოდ წინ წასულები არიან. მათ სპეციალიზირებულ დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატებს (Striking unmanned aerial vehicle) სადაზვერვო ფუნქციების შესრულების გარდა შეუძლიათ მცირე ზომებისა და წონის რაკეტების გაშვება და ბომბების ჩამოყრა.

მსოფლიოში წარმოებული სხვა ანალოგიური უპილოტო საფრენი აპარატების მსგავსად ირანულ უსა-ს ახასიათებს ერთ-ერთი ძირითადი ნაკლოვანება - ეს არის მათი დაბალი კრეისერული სიჩქარე, რომელიც არ აღემატება 130 -150 კილომეტრს საათში, რაც მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემებისათვის მარტივად გასანადგურებელია.

რაც შეეხება რუსეთს, ისინი საკმაოდ ჩამორჩებიან მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს უპილოტო საფრენი აპარატების დაპროექტებაში და წარმოებაში, როგორებიცაა აშშ, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ჩინეთი და თურქეთი.

დავით
11

ჰო ირანი როგორც ყოველთვის არასწირ გზას ირჩევს

რუსებს ეგ არ უშველის 

ჩვენ ნუ გაგვიკვირდება ირანული პილიტიკა, სხვა არ გვახსოვს მათგან

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რუსეთმა ირანული საბრძოლო დრონები შეიძინა და მათ გამოყენებას უკრაინასთან ომში გეგმავს - CNN

რუსეთმა ირანული საბრძოლო დრონები შეიძინა და მათ გამოყენებას უკრაინასთან ომში გეგმავს - CNN

აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსეთი ფლობს ირანულ საბრძოლო უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც ისინი, სავარაუდოდ, უკრაინაში გამოიყენებენ, - ინფორმაციას CNN-ი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიასთან საუბარში ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსებმა დრონები მიმდინარე თვის დასაწყისში ირანის აეროდრომიდან წაიღეს და აგვისტოს შუა რიცხვებში სატვირთო თვითმფრინავებით რუსეთში გადაიტანეს.

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთმა Mohajer-6, Shahed-129 და Shahed-191 ტიპის დრონები ოფიციალურად შეიძინა და, სავარაუდოდ, მათ უკრაინის ომში გამოიყენებს. CNN-ი განმარტავს, რომ აღნიშნულ უპილოტო საფრენ აპარატს მართვადი საბრძოლო მასალის გადატანა შეუძლია და მათი გამოყენება შესაძლებელია დაზვერვის განხორციელების მიზნითაც.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, რუს ოპერატორებს ირანში ჯერ კიდევ უტარდებათ წვრთნები უპილოტო დრონების გამოყენებაზე. აშშ-ში ფიქრობენ, რომ რუსეთი ასობით დრონის იმპორტს გეგმავს.