სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიშტიმის აფეთქება: ბირთვული კატასტროფა საბჭოთა რუსეთში, რომელიც დამალეს - "დიადი ქვეყნის" ამბიციებს შეწირული ადამიანების ისტორია სიკვდილის ზონიდან
კიშტიმის აფეთქება: ბირთვული კატასტროფა საბჭოთა რუსეთში, რომელიც დამალეს - "დიადი ქვეყნის" ამბიციებს შეწირული ადამიანების ისტორია სიკვდილის ზონიდან

ჩერ­ნო­ბი­ლის კა­ტას­ტრო­ფამ­დე თით­ქმის სამი ათწლე­უ­ლით ადრე, ცენ­ტრა­ლურ რუ­სეთ­ში დიდი აფეთ­ქე­ბა მოხ­და.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა შეგ­ნე­ბუ­ლად და­მა­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რათა ამ­ბი­ცი­უ­რი საბ­ჭო­თა ატო­მუ­რი პროგ­რა­მის იმი­ჯი არ შე­ლა­ხუ­ლი­ყო. ქვეყ­ნის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კა­ტას­ტრო­ფი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით ცხოვ­რობ­დნენ, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­ე­წირ­ნენ სსრკ-ს სურ­ვილს, მი­ეღ­წია აშშ-ის ბირ­თვუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

ტრა­გე­დი­ის მძი­მე ეკო­ლო­გი­უ­რი შე­დე­გე­ბი ბო­ლომ­დე დღემ­დე არ აღ­მო­ფხვრი­ლა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ამ ამ­ბავ­ში ის სა­ი­დუმ­ლოა, რო­მე­ლიც ამ მოვ­ლე­ნის გარ­შე­მო ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს.

1957 წლის 25 სექ­ტემ­ბერს მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ბირ­თუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და, რო­მე­ლიც კიშ­ტი­მის ავა­რი­ის სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი.

სამ­ხრეთ ურალ­ში მდე­ბა­რე ქა­ლაქ ჩე­ლი­ა­ბინ­სკ - 40-ში (ახ­ლან­დე­ლი ოზერსკი) მომ­ხდა­რი ეს კა­ტას­ტრო­ფა რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყო­ფის მი­ხედ­ვით მსოფ­ლი­ო­ში, ჩერ­ნო­ბი­ლის შემ­დეგ, მე­ო­რე ად­გილ­ზეა.

არ­სე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, პლუ­ტო­ნი­უ­მის და­მამ­ზა­დე­ბელ და ატო­მუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხა­ნა "მა­ი­აკ­ში" ატო­მუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბი მი­წის­ქვე­შა სა­ცავ­ში არას­წო­რად შე­ი­ნა­ხეს, რა­მაც აფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვია. შე­დე­გად, უდი­დე­სი ტე­რი­ტო­რია რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნა­წი­ლა­კე­ბით და­ი­ფა­რა - ნარ­ჩე­ნე­ბის მოხ­ვედ­რა გა­რე­მო­ში წარ­მო­უდ­გენ­ლად მძი­მე შე­დე­გის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­წი­რეს, კი­დევ უფრო მეტი სა­მუ­და­მოდ გა­და­ა­სახ­ლეს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ეს იყო ადა­მი­ა­ნე­ბის ბირ­თვუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტი, სხვე­ბი კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს, უბ­რა­ლოდ, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­უ­დევ­რო­ბით მოხ­და.

  • გარ­შე­მო აქ ყვე­ლა სახ­ლს კიშ­ტი­მის კა­ტას­ტრო­ფის კვა­ლი ატყვია.

სო­ფე­ლი თათ­რე­ბის კა­რა­ბოლ­კა, რო­მე­ლიც ქარ­ხა­ნა "მა­ი­ა­კი­დან“ 30-40 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს, ყვე­ლა­ზე ახ­ლოა კა­ტას­ტრო­ფის ად­გილ­თან.

თათ­რე­ბის კა­რა­ბოლ­კა ჩე­ლი­ა­ბინ­სკის ოლ­ქში მდე­ბა­რე­ობს. აქ თათ­რე­ბი მა­სობ­რი­ვად 1553-1556 წლებ­ში კა­მა­სა და ვოლ­გა­დან ჩა­სახ­ლდნენ, სა­ი­და­ნაც ძა­ლით გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბას გა­ექ­ცნენ. 1957 წელს აქ 4 000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და, 2010-ში კი - 423.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ყვე­ბი­ან, რომ ისი­ნი, ვინც ავა­რი­ის დროს მინ­დორ­ში სა­მუ­შა­ოდ იყ­ვნენ გა­სუ­ლე­ბი, მო­მენ­ტა­ლუ­რად ცუ­დად გახ­დნენ - ცხვი­რი­დან და ყუ­რე­ბი­დან წა­მო­უ­ვი­დათ სის­ხლი, ნა­წილ­მა სის­ხლი აღე­ბი­ნა. ადა­მი­ა­ნებ­მა არ იცოდ­ნენ რა მოხ­და, ამი­ტომ ბირ­თვუ­ლი კვამ­ლის და­ნახ­ვი­სას, მათ ეგო­ნათ, რომ ისევ ომი და­ი­წყო და სას­წრა­ფოდ სახ­ლებ­სა და სარ­და­ფებს მი­ა­შუ­რეს...

გა­ვი­და 60 წელი და თა­ნა­მედ­რო­ვე კა­რა­ბოლ­კა­ში ისევ ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი. თუმ­ცა, ახლა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი... ერთი შე­ხედ­ვით, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სო­ფე­ლია, რო­გო­რიც რუ­სეთ­ში ათა­სო­ბით მო­ით­ვლე­ბა, თუმ­ცა და­ნარ­ჩე­ნე­ბის­გან ის სა­საფ­ლა­ო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა - რვა უზარ­მა­ზა­რი სა­საფ­ლაო და მი­ნი­მუმ ერთი ონ­კო­პა­ცი­ენ­ტი თითო ოჯახ­ში. ექ­სპერ­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც ამ 60 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ არა­ერ­თხელ ჩა­სუ­ლან, და­ად­გი­ნეს, რომ სიმ­სივ­ნით ავა­დო­ბა აქ 5-6-ჯერ მა­ღა­ლია, ვიდ­რე მთელ ქვე­ყა­ნა­ში.

"სო­ფელ­ში რვა სა­საფ­ლაო გვაქვს. უხე­შად რომ ვთქვათ, აქე­დან შვი­დი - მხო­ლოდ ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბით გარ­დაც­ვლი­ლე­ბია. ბავ­შვე­ბი და­ბა­დე­ბი­დან ონკო-პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან. მა­გა­ლი­თად, მე­ზო­ბელს ეყო­ლა შვი­ლიშ­ვი­ლი, 2 წლის ასაკ­ში და­უდ­გინ­და თირკმლის სიმ­სივ­ნე, გა­უ­კე­თეს ოპე­რა­ცია, მაგ­რამ ერთ თვე­ში ის ცხრა სან­ტი­მეტ­რით გა­ი­ზარ­და. რამ­დენ­ჯერ­მე მოს­კოვ­შიც ჰყავ­დათ, რე­მი­სია და­ი­წყო, მაგ­რამ ბავ­შვი 13 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა“, - ყვე­ბა მარ­ტო­ხე­ლა ად­გი­ლობ­რი­ვი.

ის დიდ­ხანს ათ­ვა­ლი­ე­რებს ფო­ტო­ებს და იწყებს ლა­პა­რაკს, ვინ რითი და­ი­ღუ­პა მის ოჯახ­ში ბოლო ექ­ვსი ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში:

"ეს მა­მი­დაა, მას ქა­ლის ყვე­ლა სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო ამოც­ლი­ლი ჰქონ­და, სიმ­სივ­ნის გამო. დედა - ქა­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვა­ლის სიმ­სივ­ნე. ჩემი ძმა 56 წლის და­ი­ღუ­პა, მას კუ­ჭის კიბო ჰქონ­და. ჩვენ მუ­სულ­მა­ნე­ბი ვართ, ამი­ტომ, როცა აქ ვინ­მე კვდე­ბა, ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს არ ხსნი­ან, ეს კი მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ხდე­ბა, რად­გან ოფი­ცი­ა­ლუ­რად ყო­ველ­თვის არ არის დას­კვნა, რომ ადა­მი­ა­ნი სიმ­სივ­ნით და­ი­ღუ­პა. მე - თირკმლის კიბო მაქვს“.

ქალი ყვე­ბა, რომ წას­ვლით აქე­დან ბევ­რი წა­ვი­და, მაგ­რამ და­სა­მარ­ხად, ყო­ველ­თვის უკან მოჰ­ყავთ.

  • "მა­ი­ა­კი“ და კიშ­ტი­მის კა­ტას­ტრო­ფა

ქარ­ხა­ნა "მა­ი­ა­კი“ 1948 წელს ამოქ­მედ­და და მას­ში ია­რა­ღის პლუ­ტო­ნი­უ­მი იწარ­მო­ე­ბო­და. ექ­სპერ­ტე­ბი ტე­რი­ტო­რი­ის და­ბინ­ძუ­რე­ბის სამ ეტაპს აღ­ნიშ­ნა­ვენ, რო­მელ­შიც "თათ­რე­ბის კა­რა­ბოლ­კა“ მოხ­ვდა.

პირ­ვე­ლი ეტა­პი - 1949-1951 წლებ­ში, თხე­ვა­დი რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის ჩაშ­ვე­ბა მდი­ნა­რე ტე­ჩა­ში. 124 ათა­სი ადა­მი­ა­ნი 41 და­სახ­ლე­ბა­ში რა­დი­ა­ცი­ის ქვეშ მოყ­ვა. ნა­წი­ლი ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი სო­ფე­ლი, მა­გა­ლი­თად: მუს­ლი­უ­მო­ვო, ბრო­დო­კალ­მა­კი, რუ­სუ­ლი რეჩა და სხვე­ბი ად­გილ­ზე და­ტო­ვეს.

მე­ო­რე ეტა­პი - თვით კიშ­ტი­მის კა­ტას­ტრო­ფა, რო­მე­ლიც 1957 წლის 25 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. სა­ღა­მოს 5 სა­ათ­ზე, "მა­ი­ა­კის“ ატო­მურ ქარ­ხა­ნა­ში მოხ­და ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა. შე­დე­გად, ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 20 მი­ლი­ო­ნი კი­უ­რის ბირ­თვუ­ლი ნარ­ჩე­ნი იქნა გაბ­ნე­უ­ლი. შე­და­რე­ბის­თვის, ჩერ­ნო­ბილ­ში ეს რი­ცხვი 50 მი­ლი­ო­ნი იყო. 23 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი რა­დი­ა­ცი­ით და­ბინ­ძურ­და, ხოლო 270 ათა­სი ადა­მი­ა­ნი მისი ღრუბ­ლის ქვეშ მო­ექ­ცა. ღრუ­ბე­ლი სტრონ­ცი­უმ 90-გან შედ­გე­ბო­და.

და მე­სა­მე ეტა­პი - რა­დი­ა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა "მა­ი­ა­კის" სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე ყარ­ა­ჩა­ის ტბი­დან, რო­მე­ლიც ბირ­თვუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის ნა­გავ­საყ­რე­ლად არის ქცე­უ­ლი. 1967 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ტბა დაშ­რა და ფსკე­რი გა­მოჩ­ნდა. მა­შინ ატ­მოს­ფე­რო­ში 0,6 მი­ლი­ო­ნი კი­უ­რი გა­ი­ფან­ტა და 2,7 ათას კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრზე გავ­რცელ­და. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 42 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და.

1957 წლის 25 სექ­ტემ­ბრის კა­ტას­ტრო­ფა ყვე­ლა­ზე მძლავ­რი იყო, მაგ­რამ მა­შინ ეს ხალ­ხმა ვერ გა­ი­გო, რად­გან ჩე­ლი­ა­ბინ­სკში 40 გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი იყო და ინ­ფორ­მა­ცია მას­ზე მხო­ლოდ სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ებ­ში ფი­გუ­რი­რებ­და...

კა­ტას­ტრო­ფის შე­სა­ხებ ხალ­ხმა საკ­მა­ოდ გვი­ან, 1989 წელს შე­ი­ტყო, სსრკ-ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე და­დას­ტურ­და, რომ 32 წლის წინ კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და.

დღეს­დღე­ო­ბით, კიშ­ტი­მის აფეთ­ქე­ბა სიმ­ძი­მით მხო­ლოდ ჩერ­ნო­ბილ­სა და ფუ­კუ­სი­მას ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა.

  • მარ­ტო მინ­დორ­ში

გულ­შა­რა ის­მა­ი­ლო­ვა 1946 წელს და­ი­ბა­და. ავა­რი­ის დღეს ის 11 წლის იყო. იმ დღეს, დი­ლით, კლა­სე­ლებ­თან ერ­თად ის მინ­დორ­ში მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ დაბ­რუნ­და სკო­ლა­ში და გაკ­ვე­თი­ლებს და­ეს­წრო. ბოლო გაკ­ვე­თილ­ზე აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა. ყვე­ლა სახ­ლის­კენ გა­იქ­ცა.

გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე დღე, ბავ­შვე­ბი ისევ შეკ­რი­ბეს სკო­ლა­ში და ისევ გა­უშ­ვეს მინ­დორ­ში სა­მუ­შა­ოდ. ოღონდ, ამ­ჯე­რად და­ვა­ლე­ბა არა კარ­ტო­ფი­ლის ამო­ღე­ბა, არა­მედ უკან მი­წა­ში ჩაბ­რუ­ნე­ბა იყო. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ისი­ნი კვლავ მინ­დორ­ში გა­იყ­ვა­ნეს კარ­ტო­ფი­ლის კვლავ ამო­სა­ღე­ბად. ეს იყო ომის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი და საჭ­მე­ლი არც ისე ბევ­რი იყო, ამი­ტომ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი კარ­ტო­ფილს სრუ­ლად არ იღებ­დნენ და მათ ამ გზით "ინა­ხავ­დნენ“.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ყვე­ბი­ან, რამ­დე­ნი­მე დღე­ში ქი­მი­ურ დაც­ვა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ვიდ­ნენ, შე­ა­მოწ­მეს ტე­რი­ტო­რია, სახ­ლე­ბი და შე­პირ­დნენ მა­ცხოვ­რებ­ლებს, რომ მალე მათ გა­და­საყ­ვა­ნად მო­ვი­დოდ­ნენ, თუმ­ცა იქ აღა­რა­ვინ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

ახ­ლოს იყო კი­დევ ერთი სო­ფე­ლი - რუ­სუ­ლი კა­რა­ბოლ­კა. იქი­დან მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი გა­იყ­ვა­ნეს, სა­ქო­ნე­ლი და­ხო­ცეს და სახ­ლე­ბი და­ან­გი­რეს.

თათ­რე­ბის კა­რა­ბოლ­კას მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა მხო­ლოდ 90-იან წლებ­ში გა­ი­გეს, რომ რა­დი­ო­აქ­ტი­ურ მი­წა­ზე ცხოვ­რობ­დნენ და კიშ­ტი­მის ავა­რი­ის საც­დე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იყ­ვნენ. მაგ­რამ დო­კუ­მენ­ტებ­ში ეწე­რა, რომ ისი­ნიც და ათო­ბით სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბიც 1959 წელს გა­და­ა­სახ­ლეს...

"ჩვენ არა­ნა­ი­რი მხარ­და­ჭე­რა არ გვაქვს“, - ამ­ბობს ის­მა­ი­ლო­ვა. -2005 წლი­დან 2010 წლამ­დე სოფ­ლის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რედ ვმუ­შა­ობ­დი. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა შე­საძ­ლო ავ­ტო­რი­ტეტს მივ­მარ­თე. მოს­კოვ­ში 12 სა­მი­ნის­ტრო­ში ვი­ყა­ვი, ბევრ რა­მეს დამ­პირ­დნენ, მაგ­რამ რო­გორც ხე­დავთ, ისევ აქ ვართ“.

შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ჩე­ლი­ა­ბინ­სკის მუ­შა­თა დე­პუ­ტატ­თა სამ­ხა­რეო საბ­ჭოს აღ­მას­კომ­მა 1959 წლის 29 სექ­ტემ­ბრის No546 გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით 50-იანი წლე­ბის ბო­ლოს, "თათ­რე­ბის კა­რა­ბოლ­კა“ "გა­და­ა­სახ­ლა“. სო­ფე­ლი რუ­კე­ბი­დან გაქ­რა და მხო­ლოდ 20 წლის წინ ისევ გა­მოჩ­ნდა. სწო­რედ მა­შინ გა­ი­გო მსოფ­ლი­ომ, რომ აფეთ­ქე­ბის ეპი­ცენ­ტრი­დან 30 კი­ლო­მეტრში რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი გა­და­უ­სახ­ლე­ბე­ლი დარ­ჩა.

"თით­ქმის ყვე­ლა რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­გა­ნიზ­მი­დან ქრე­ბა. ყვე­ლა­ზე მეტი - 35 წე­ლია. ჩვე­ნი შე­მოწ­მე­ბა მხო­ლოდ 1993 წელს და­ი­წყეს და 2000 წელს გა­და­ა­მოწ­მეს. მერე გა­ირ­კვა, რომ ხე­ე­ბი რა­დი­ა­ცი­ას აგ­რო­ვებს და მათი დაწ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. ჩვენ კი ვწვავ­დით - გაზი არ იყო სო­ფელ­ში. ამ­დე­ნი წე­ლია ვცდი­ლობთ და მხო­ლოდ შარ­შან მი­ვაღ­წი­ეთ, რომ რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს გაზი უფა­სოდ გვქო­ნო­და..." - აცხა­დებს ქალ­ბა­ტო­ნი.

"ახ­ლოს ფერ­მაც ავა­შე­ნეთ, მაგ­რამ მა­ლე­ვე შევ­წყვი­ტეთ. ხალ­ხმა არ იცის რო­გორ იცხოვ­როს, რა ჭა­მოს. აქ დაგვტო­ვეს საც­დელ კურ­დღლე­ბად. 20-30 წლის ასაკ­ში ირ­გვლივ ყვე­ლა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­საა. ფერ­მის უკან პი­რუ­ტყვე­ბის დიდი სა­მარ­ხი გვაქვს“.

სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი არა­თუ არ გა­და­ა­სახ­ლეს, არა­მედ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა­დაც არ სცნეს. ამი­ტომ, გულ­შა­რა ის­მა­ი­ლო­ვა მრა­ვა­ლი წე­ლია უჩი­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რათა და­ამ­ტკი­ცოს, რომ ის და მისი მე­ზობ­ლე­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

"ახლა აქ თით­ქმის არა­ვინ მო­დის. ჩვენ ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წევთ - მე­ზობ­ლე­ბი კვდე­ბი­ან. ჩვენ უბ­რა­ლოდ გვინ­და, რომ ხალ­ხმა აღი­ა­როს, თუნ­დაც სი­ბე­რე­ში, რომ ისი­ნი იყ­ვნენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი. ჩვენ გვინ­და, რომ მათ სიკ­ვდი­ლამ­დე იგ­რძნონ, რომ სა­ხელ­მწი­ფომ აღი­ა­რა ისი­ნი. ყვე­ლა­ფე­რი რაც ჩვენ გვჭირ­დე­ბა არის ეს. საქ­მე ფულ­ში არ არის!”

2005 წელს სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ "მა­ი­ა­კი“ საფრ­თხეს უქ­მნის ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას და გა­რე­მოს. იმა­ვე წელს, წარ­მო­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის დი­რექ­ტო­რი, ვიტა­ლი სა­დოვ­ნი­კო­ვი მდი­ნა­რე ტე­ჩა­ში, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი კუ­ბურ მეტრზე თხე­ვა­დი რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ნარ­ჩე­ნის გაშ­ვე­ბის გამო და­ა­პა­ტიმ­რეს.

2006 წელს, სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს 100 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მას ამ­ნის­ტია შე­ე­ხო.

2022 წელს მხატ­ვარ­მა პა­ველ ოტ­დელ­ნოვ­მა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მახ­ლობ­ლად მი­ტო­ვე­ბუ­ლი შე­ნო­ბა სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცედ აქ­ცია. გა­მო­ფე­ნა­ზე პა­ტი­ვი საბ­ჭო­თა ატო­მუ­რი პროგ­რა­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად გან­წი­რულ და და­დუ­მე­ბულ სი­ცო­ცხლე­ებს მი­ა­გეს...

მო­ამ­ზა­და ეკა დარ­ჩი­აშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

კიშტიმის აფეთქება: ბირთვული კატასტროფა საბჭოთა რუსეთში, რომელიც დამალეს - "დიადი ქვეყნის" ამბიციებს შეწირული ადამიანების ისტორია სიკვდილის ზონიდან

კიშტიმის აფეთქება: ბირთვული კატასტროფა საბჭოთა რუსეთში, რომელიც დამალეს - "დიადი ქვეყნის" ამბიციებს შეწირული ადამიანების ისტორია სიკვდილის ზონიდან

ჩერნობილის კატასტროფამდე თითქმის სამი ათწლეულით ადრე, ცენტრალურ რუსეთში დიდი აფეთქება მოხდა.

უბედური შემთხვევა შეგნებულად დამალა ხელისუფლებამ, რათა ამბიციური საბჭოთა ატომური პროგრამის იმიჯი არ შელახულიყო. ქვეყნის მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც კატასტროფიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდნენ, პრაქტიკულად, შეეწირნენ სსრკ-ს სურვილს, მიეღწია აშშ-ის ბირთვული განვითარებისთვის.

ტრაგედიის მძიმე ეკოლოგიური შედეგები ბოლომდე დღემდე არ აღმოფხვრილა, მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ამ ამბავში ის საიდუმლოა, რომელიც ამ მოვლენის გარშემო ჯერ კიდევ არსებობს.

1957 წლის 25 სექტემბერს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბირთული კატასტროფა მოხდა, რომელიც კიშტიმის ავარიის სახელით არის ცნობილი.

სამხრეთ ურალში მდებარე ქალაქ ჩელიაბინსკ - 40-ში (ახლანდელი ოზერსკი) მომხდარი ეს კატასტროფა რადიოაქტიური ნივთიერების გამოყოფის მიხედვით მსოფლიოში, ჩერნობილის შემდეგ, მეორე ადგილზეა.

არსებული ვერსიით, პლუტონიუმის დამამზადებელ და ატომური ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანა "მაიაკში" ატომური ნარჩენები მიწისქვეშა საცავში არასწორად შეინახეს, რამაც აფეთქება გამოიწვია. შედეგად, უდიდესი ტერიტორია რადიოაქტიური ნაწილაკებით დაიფარა - ნარჩენების მოხვედრა გარემოში წარმოუდგენლად მძიმე შედეგის მომტანი აღმოჩნდა. ათასობით ადამიანი სასიკვდილოდ გაწირეს, კიდევ უფრო მეტი სამუდამოდ გადაასახლეს.

ადგილობრივების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეს იყო ადამიანების ბირთვული განადგურების ექსპერიმენტი, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ეს, უბრალოდ, ადგილობრივი ხელისუფლების დაუდევრობით მოხდა.

  • გარშემო აქ ყველა სახლს კიშტიმის კატასტროფის კვალი ატყვია.

სოფელი თათრების კარაბოლკა, რომელიც ქარხანა "მაიაკიდან“ 30-40 კილომეტრში მდებარეობს, ყველაზე ახლოა კატასტროფის ადგილთან.

თათრების კარაბოლკა ჩელიაბინსკის ოლქში მდებარეობს. აქ თათრები მასობრივად 1553-1556 წლებში კამასა და ვოლგადან ჩასახლდნენ, საიდანაც ძალით გაქრისტიანებას გაექცნენ. 1957 წელს აქ 4 000 ადამიანი ცხოვრობდა, 2010-ში კი - 423.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ისინი, ვინც ავარიის დროს მინდორში სამუშაოდ იყვნენ გასულები, მომენტალურად ცუდად გახდნენ - ცხვირიდან და ყურებიდან წამოუვიდათ სისხლი, ნაწილმა სისხლი აღებინა. ადამიანებმა არ იცოდნენ რა მოხდა, ამიტომ ბირთვული კვამლის დანახვისას, მათ ეგონათ, რომ ისევ ომი დაიწყო და სასწრაფოდ სახლებსა და სარდაფებს მიაშურეს...

გავიდა 60 წელი და თანამედროვე კარაბოლკაში ისევ ცხოვრობენ ადამიანები. თუმცა, ახლა გაცილებით ნაკლები... ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი სოფელია, როგორიც რუსეთში ათასობით მოითვლება, თუმცა დანარჩენებისგან ის სასაფლაოების რაოდენობით გამოირჩევა - რვა უზარმაზარი სასაფლაო და მინიმუმ ერთი ონკოპაციენტი თითო ოჯახში. ექსპერტებმა, რომლებიც ამ 60 წლის განმავლობაში იქ არაერთხელ ჩასულან, დაადგინეს, რომ სიმსივნით ავადობა აქ 5-6-ჯერ მაღალია, ვიდრე მთელ ქვეყანაში.

"სოფელში რვა სასაფლაო გვაქვს. უხეშად რომ ვთქვათ, აქედან შვიდი - მხოლოდ ონკოლოგიური დაავადებებით გარდაცვლილებია. ბავშვები დაბადებიდან ონკო-პაციენტები არიან. მაგალითად, მეზობელს ეყოლა შვილიშვილი, 2 წლის ასაკში დაუდგინდა თირკმლის სიმსივნე, გაუკეთეს ოპერაცია, მაგრამ ერთ თვეში ის ცხრა სანტიმეტრით გაიზარდა. რამდენჯერმე მოსკოვშიც ჰყავდათ, რემისია დაიწყო, მაგრამ ბავშვი 13 წლის ასაკში გარდაიცვალა“, - ყვება მარტოხელა ადგილობრივი.

ის დიდხანს ათვალიერებს ფოტოებს და იწყებს ლაპარაკს, ვინ რითი დაიღუპა მის ოჯახში ბოლო ექვსი ათეული წლის განმავლობაში:

"ეს მამიდაა, მას ქალის ყველა სასქესო ორგანო ამოცლილი ჰქონდა, სიმსივნის გამო. დედა - ქალური დაავადებები და ფარისებრი ჯირკვალის სიმსივნე. ჩემი ძმა 56 წლის დაიღუპა, მას კუჭის კიბო ჰქონდა. ჩვენ მუსულმანები ვართ, ამიტომ, როცა აქ ვინმე კვდება, ტრადიციისამებრ, მიცვალებულებს არ ხსნიან, ეს კი მხოლოდ ხელისუფლების სასარგებლოდ ხდება, რადგან ოფიციალურად ყოველთვის არ არის დასკვნა, რომ ადამიანი სიმსივნით დაიღუპა. მე - თირკმლის კიბო მაქვს“.

ქალი ყვება, რომ წასვლით აქედან ბევრი წავიდა, მაგრამ დასამარხად, ყოველთვის უკან მოჰყავთ.

  • "მაიაკი“ და კიშტიმის კატასტროფა

ქარხანა "მაიაკი“ 1948 წელს ამოქმედდა და მასში იარაღის პლუტონიუმი იწარმოებოდა. ექსპერტები ტერიტორიის დაბინძურების სამ ეტაპს აღნიშნავენ, რომელშიც "თათრების კარაბოლკა“ მოხვდა.

პირველი ეტაპი - 1949-1951 წლებში, თხევადი რადიოაქტიური ნარჩენების ჩაშვება მდინარე ტეჩაში. 124 ათასი ადამიანი 41 დასახლებაში რადიაციის ქვეშ მოყვა. ნაწილი ევაკუირებული იყო, მაგრამ ზოგიერთი სოფელი, მაგალითად: მუსლიუმოვო, ბროდოკალმაკი, რუსული რეჩა და სხვები ადგილზე დატოვეს.

მეორე ეტაპი - თვით კიშტიმის კატასტროფა, რომელიც 1957 წლის 25 სექტემბერს მოხდა. საღამოს 5 საათზე, "მაიაკის“ ატომურ ქარხანაში მოხდა ძლიერი აფეთქება. შედეგად, ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე 20 მილიონი კიურის ბირთვული ნარჩენი იქნა გაბნეული. შედარებისთვის, ჩერნობილში ეს რიცხვი 50 მილიონი იყო. 23 ათასი კვადრატული კილომეტრი რადიაციით დაბინძურდა, ხოლო 270 ათასი ადამიანი მისი ღრუბლის ქვეშ მოექცა. ღრუბელი სტრონციუმ 90-გან შედგებოდა.

და მესამე ეტაპი - რადიაციის გავრცელება "მაიაკის" სიახლოვეს მდებარე ყარაჩაის ტბიდან, რომელიც ბირთვული ნარჩენების ნაგავსაყრელად არის ქცეული. 1967 წლის გაზაფხულზე ტბა დაშრა და ფსკერი გამოჩნდა. მაშინ ატმოსფეროში 0,6 მილიონი კიური გაიფანტა და 2,7 ათას კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდა. ტერიტორიაზე 42 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

1957 წლის 25 სექტემბრის კატასტროფა ყველაზე მძლავრი იყო, მაგრამ მაშინ ეს ხალხმა ვერ გაიგო, რადგან ჩელიაბინსკში 40 გასაიდუმლოებული ქალაქი იყო და ინფორმაცია მასზე მხოლოდ საიდუმლო დოკუმენტაციებში ფიგურირებდა...

კატასტროფის შესახებ ხალხმა საკმაოდ გვიან, 1989 წელს შეიტყო, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დადასტურდა, რომ 32 წლის წინ კატასტროფა მოხდა.

დღესდღეობით, კიშტიმის აფეთქება სიმძიმით მხოლოდ ჩერნობილსა და ფუკუსიმას ჩამოუვარდება.

  • მარტო მინდორში

გულშარა ისმაილოვა 1946 წელს დაიბადა. ავარიის დღეს ის 11 წლის იყო. იმ დღეს, დილით, კლასელებთან ერთად ის მინდორში მუშაობდა, შემდეგ დაბრუნდა სკოლაში და გაკვეთილებს დაესწრო. ბოლო გაკვეთილზე აფეთქების ხმა გაისმა. ყველა სახლისკენ გაიქცა.

გავიდა რამდენიმე დღე, ბავშვები ისევ შეკრიბეს სკოლაში და ისევ გაუშვეს მინდორში სამუშაოდ. ოღონდ, ამჯერად დავალება არა კარტოფილის ამოღება, არამედ უკან მიწაში ჩაბრუნება იყო. რამდენიმე დღის შემდეგ, ისინი კვლავ მინდორში გაიყვანეს კარტოფილის კვლავ ამოსაღებად. ეს იყო ომის შემდგომი პერიოდი და საჭმელი არც ისე ბევრი იყო, ამიტომ ადგილობრივები კარტოფილს სრულად არ იღებდნენ და მათ ამ გზით "ინახავდნენ“.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, რამდენიმე დღეში ქიმიურ დაცვაში გამოწყობილი ადამიანები მოვიდნენ, შეამოწმეს ტერიტორია, სახლები და შეპირდნენ მაცხოვრებლებს, რომ მალე მათ გადასაყვანად მოვიდოდნენ, თუმცა იქ აღარავინ გამოჩენილა.

ახლოს იყო კიდევ ერთი სოფელი - რუსული კარაბოლკა. იქიდან მაცხოვრებლები გაიყვანეს, საქონელი დახოცეს და სახლები დაანგირეს.

თათრების კარაბოლკას მაცხოვრებლებმა მხოლოდ 90-იან წლებში გაიგეს, რომ რადიოაქტიურ მიწაზე ცხოვრობდნენ და კიშტიმის ავარიის საცდელი საშუალებები იყვნენ. მაგრამ დოკუმენტებში ეწერა, რომ ისინიც და ათობით სოფლის მაცხოვრებლებიც 1959 წელს გადაასახლეს...

"ჩვენ არანაირი მხარდაჭერა არ გვაქვს“, - ამბობს ისმაილოვა. -2005 წლიდან 2010 წლამდე სოფლის საკრებულოს თავმჯდომარედ ვმუშაობდი. ამ ხნის განმავლობაში ყველა შესაძლო ავტორიტეტს მივმართე. მოსკოვში 12 სამინისტროში ვიყავი, ბევრ რამეს დამპირდნენ, მაგრამ როგორც ხედავთ, ისევ აქ ვართ“.

შემდეგ გაირკვა, რომ საბჭოთა პერიოდში ჩელიაბინსკის მუშათა დეპუტატთა სამხარეო საბჭოს აღმასკომმა 1959 წლის 29 სექტემბრის No546 გადაწყვეტილებით 50-იანი წლების ბოლოს, "თათრების კარაბოლკა“ "გადაასახლა“. სოფელი რუკებიდან გაქრა და მხოლოდ 20 წლის წინ ისევ გამოჩნდა. სწორედ მაშინ გაიგო მსოფლიომ, რომ აფეთქების ეპიცენტრიდან 30 კილომეტრში რამდენიმე სოფელი გადაუსახლებელი დარჩა.

"თითქმის ყველა რადიოაქტიური ნივთიერება დროთა განმავლობაში ორგანიზმიდან ქრება. ყველაზე მეტი - 35 წელია. ჩვენი შემოწმება მხოლოდ 1993 წელს დაიწყეს და 2000 წელს გადაამოწმეს. მერე გაირკვა, რომ ხეები რადიაციას აგროვებს და მათი დაწვა არ შეიძლება. ჩვენ კი ვწვავდით - გაზი არ იყო სოფელში. ამდენი წელია ვცდილობთ და მხოლოდ შარშან მივაღწიეთ, რომ როგორც დაზარალებულებს გაზი უფასოდ გვქონოდა..." - აცხადებს ქალბატონი.

"ახლოს ფერმაც ავაშენეთ, მაგრამ მალევე შევწყვიტეთ. ხალხმა არ იცის როგორ იცხოვროს, რა ჭამოს. აქ დაგვტოვეს საცდელ კურდღლებად. 20-30 წლის ასაკში ირგვლივ ყველა შეზღუდული შესაძლებლობისაა. ფერმის უკან პირუტყვების დიდი სამარხი გვაქვს“.

სოფლის მაცხოვრებლები არათუ არ გადაასახლეს, არამედ დაზარალებულადაც არ სცნეს. ამიტომ, გულშარა ისმაილოვა მრავალი წელია უჩივის ხელისუფლებას, რათა დაამტკიცოს, რომ ის და მისი მეზობლები დაზარალებულები არიან.

"ახლა აქ თითქმის არავინ მოდის. ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ - მეზობლები კვდებიან. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ხალხმა აღიაროს, თუნდაც სიბერეში, რომ ისინი იყვნენ დაზარალებულები. ჩვენ გვინდა, რომ მათ სიკვდილამდე იგრძნონ, რომ სახელმწიფომ აღიარა ისინი. ყველაფერი რაც ჩვენ გვჭირდება არის ეს. საქმე ფულში არ არის!”

2005 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ "მაიაკი“ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს. იმავე წელს, წარმოების ასოციაციის დირექტორი, ვიტალი სადოვნიკოვი მდინარე ტეჩაში, რამდენიმე ათეული მილიონი კუბურ მეტრზე თხევადი რადიოაქტიური ნივთიერებების ნარჩენის გაშვების გამო დააპატიმრეს.

2006 წელს, სახელმწიფო სათათბიროს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მას ამნისტია შეეხო.

2022 წელს მხატვარმა პაველ ოტდელნოვმა უბედური შემთხვევის ადგილის მახლობლად მიტოვებული შენობა საგამოფენო სივრცედ აქცია. გამოფენაზე პატივი საბჭოთა ატომური პროგრამის შესანარჩუნებლად განწირულ და დადუმებულ სიცოცხლეებს მიაგეს...

მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა