პარტნიორები:
    ავტორი:

    რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ათწლიანი ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტების გაცემაზე განაცხადების მიღება შეაჩერა

    რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ათწლიანი ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტების გაცემაზე განაცხადების მიღება შეაჩერა

    რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ათწლიანი ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტების გაცემაზე განაცხადების მიღება შეაჩერა. ხუთწლიანი პასპორტის გაცემა გრძელდება.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა რუსეთის ამ გადაწყვეტილების განმარტებისას აცხადებს, რომ ეს შეჩერება დაკავშირებულია ტექნიკური სამუშაოების განხორციელებასთან.

    მისი თქმით, საუბარია მხოლოდ დროებით შეჩერებაზე, რაც დაკავშირებულია ათწლიანი პასპორტების გადაფორმატებასთან.

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რუსეთის საკონსულომ პასპორტების გაცემაზე აკრძალვა 26 აგვისტოდან დააწესა.