მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკში მიმდინარე „თვინინგის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
სემეკში მიმდინარე „თვინინგის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ეროვ­ნულ კო­მი­სი­ა­ში (სე­მეკ) ევ­რო­კავ­ში­რის მიერ 1, 500 000 ევ­რო­თი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რე­ბის დაძ­მო­ბი­ლე­ბის რი­გით მე-4 პრო­ექ­ტის - „გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის რე­გუ­ლი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ფარ­გლებ­ში სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კო­მი­ტე­ტის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. შეხ­ვედ­რა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ პრო­ექ­ტის მხა­რე­ე­ბი, სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით ნარ­მა­ნი­ამ გახ­სნა.

მე-4 დაძ­მო­ბი­ლე­ბის პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ბაზ­რებ­ზე არ­სე­ბუ­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩოს ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტებ­თან მი­სა­და­გე­ბით. პრო­ექ­ტის ხან­გრძლი­ვოვ­ბაა 27 თვე და ხორ­ცი­ელ­დე­ბა ავ­სტრი­ის ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი უწყე­ბის (E-Control) მიერ გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი ქსე­ლის სა­ა­გენ­ტოს­თან (BNetzA) თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. პრო­ექ­ტის პირ­და­პი­რი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია სე­მე­კი.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა სა­ტა­რი­ფო სის­ტე­მის რე­ფორ­მის ჩარ­ჩოს შექ­მნა­ზე გა­და­ცე­მი­სა და გა­ნა­წი­ლე­ბის სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რე­ბი­სათ­ვის ტა­რი­ფე­ბის გა­ან­გა­რი­შე­ბის მიზ­ნით. ასე­ვე, შე­მუ­შავ­დე­ბა სა­ცა­ლო ბაზ­რებ­ზე წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი სქე­მე­ბი მიმ­წო­დებ­ლე­ბი­სა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის, შე­მუ­შავ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონ­ქვემ­დე­ბა­რე აქ­ტე­ბის ჩარ­ჩო, ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­დე­ბა გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით სე­მე­კის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სემეკში მიმდინარე „თვინინგის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

სემეკში მიმდინარე „თვინინგის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ევროკავშირის მიერ 1, 500 000 ევროთი დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების რიგით მე-4 პროექტის - „განახლებადი ენერგიის რეგულირება საქართველოში“ ფარგლებში სამეთვალყურეო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ პროექტის მხარეები, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გახსნა.

მე-4 დაძმობილების პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიების განვითარების პროცესის მხარდაჭერა საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან მისადაგებით. პროექტის ხანგრძლივოვბაა 27 თვე და ხორციელდება ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების (E-Control) მიერ გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოსთან (BNetzA) თანამშრომლობით. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარია სემეკი.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა სატარიფო სისტემის რეფორმის ჩარჩოს შექმნაზე გადაცემისა და განაწილების სისტემის ოპერატორებისათვის ტარიფების გაანგარიშების მიზნით. ასევე, შემუშავდება საცალო ბაზრებზე წამახალისებელი სქემები მიმწოდებლებისა და მომხმარებლებისათვის, შემუშავდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ჩარჩო, ყურადღება გამახვილდება განახლებადი ენერგიების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით სემეკის როლის გაძლიერებაზე.

NS