პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
KIU-მ „GET LOST WIZZAIR“-ის მონაწილეებს უმასპინძლა
KIU-მ „GET LOST WIZZAIR“-ის მონაწილეებს უმასპინძლა

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტს, არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი­დან ვი­ზი­ტად მყო­ფი სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ბლო­გე­რე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ინფლუ­ენ­სე­რე­ბი ეწ­ვივ­ნენ.

პრო­ექ­ტის “GET LOST WIZZAIR“ – „და­ი­კარ­გე Wizz air-თან ერ­თად“ მო­ნა­წი­ლე 200 სტუმ­რის­თვის მო­ე­წყო სა­ინ­ფორ­მა­ციო ტური. ვი­ზი­ტო­რე­ბი გა­ეც­ნენ რე­გი­ონ­ში ერთ-ერთ უდი­დეს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქს, და­ათ­ვა­ლი­ე­რეს KIU-ს კამ­პუ­სი,სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და სას­წავ­ლო სივ­რცე და სტრიტ არ­ტის ნა­მუ­შევ­რე­ბი. ასე­ვე შეხ­ვდნენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­სა და სტუ­დენ­ტებს.

ბლო­გე­რე­ბის ვი­ზი­ტი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრო­ექ­ტის “GET LOST WIZZAIR“ ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. მსგავ­სი მას­შტა­ბის ინფო-ტური სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და. ქუ­თა­ი­სი არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი­დან ჩა­მო­სულ 100 ჟურ­ნა­ლისტს, ბლო­გერ­სა და ინფლუ­ენ­სერს (მე­წყვი­ლე­ებ­თან ერ­თად) 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­პინ­ძლობ­და. ისი­ნი გა­ეც­ნენ რე­გი­ო­ნის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს, და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლებს. ვი­ზი­ტის შემ­დეგ იგეგ­მე­ბა სხვა­დას­ხვა ვი­დე­ორ­გო­ლის გა­და­ღე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია პლატ­ფორ­მებ­ზე მათი გან­თავ­სდე­ბა.

პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში იმე­რე­თის რე­გი­ო­ნის ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდის ხელ­შე­წყო­ბას ისა­ხავს, ქუ­თა­ის­ში DMO იმე­რე­თი­სა და კომ­პა­ნი­ის Wizz air abu dhabi-ს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

პრო­ექ­ტში პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სტა­ტუ­სით ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია, სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო, ვა­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მუ­ზე­უ­მი, ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრის - სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლი.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

KIU-მ „GET LOST WIZZAIR“-ის მონაწილეებს უმასპინძლა

KIU-მ „GET LOST WIZZAIR“-ის მონაწილეებს უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ვიზიტად მყოფი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები, ჟურნალისტები და ინფლუენსერები ეწვივნენ.

პროექტის “GET LOST WIZZAIR“ – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ მონაწილე 200 სტუმრისთვის მოეწყო საინფორმაციო ტური. ვიზიტორები გაეცნენ რეგიონში ერთ-ერთ უდიდეს საუნივერსიტეტო ქალაქს, დაათვალიერეს KIU-ს კამპუსი,საცხოვრებელი და სასწავლო სივრცე და სტრიტ არტის ნამუშევრები. ასევე შეხვდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს.

ბლოგერების ვიზიტი უნივერსიტეტში პროექტის “GET LOST WIZZAIR“ ფარგლებში განხორციელდა. მსგავსი მასშტაბის ინფო-ტური საქართველოში პირველად ჩატარდა. ქუთაისი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ჩამოსულ 100 ჟურნალისტს, ბლოგერსა და ინფლუენსერს (მეწყვილეებთან ერთად) 4 დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ისინი გაეცნენ რეგიონის ღირსშესანიშნაობებს, დაცულ ტერიტორიებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ვიზიტის შემდეგ იგეგმება სხვადასხვა ვიდეორგოლის გადაღება და საერთაშორისო მედია პლატფორმებზე მათი განთავსდება.

პროექტი, რომელიც მიზნად ახლო აღმოსავლეთში იმერეთის რეგიონის ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობას ისახავს, ქუთაისში DMO იმერეთისა და კომპანიის Wizz air abu dhabi-ს თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება.

პროექტში პარტნიორი ორგანიზაციების სტატუსით ჩართულები არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ქუთაისის მერიის ფოლკლორის ცენტრის - სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.

NS