TransferGo-ს მისიაა, დაეხმაროს შრომით მიგრანტებს , რომ გაგზავნონ ფული სახლში მომგებიანად და მოხერხებულად. კომპანია ამყარებს თავის მოსაზრებებს ინოვაციური მიდგომებისა და ციფრული ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით .
ონლაინ ფულადი გადარიცხვების საერთაშორისო სერვისმა TransferGo გამოაცხადა ფულადი გადარიცხვების დაწყება ევროპიდან საქართველოში.ეს ინიციატივა აძლევს შრომით მიგრანტებს საქართველოდან საშუალებას, გააგზავნონ ფული ევროპიდან სამშობლოში სწრაფად და მომგებიანად- პირველი ორი გადარიცხვა უფასოა, ფულის გაგზავნა შესაძლებელია
ნებისმიერი ადგილიდან ნებისმიერ დროს. გაგზავნილი თანხა ირიცხება მიმღების საბანკო ბარათზე 30 წუთის განმავლობაში.
TransferGo-ს მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მხოლოდ 7 თვის განმავლობაში მიგრანტებმა ევროპის ქვეყნებში განახორციელეს 3,5 მილიონზე მეტი გადარიცხვა სამშობლოში, 900 მილიონ დოლარზე მეტი თანხის ოდენობით.
„ჩვენ ვხედავთ ფულადი გადარიცხვების ბაზრის დიდ პოტენციალს საქართველოში“, ხაზს უსვამს ანასტასია ფომენკო, TransferGo-ს ბიზნესის განვითარების რეგიონალური მენეჯერი. „ტრანზაქციების ოდენობა და გადარიცხვების მოცულობა მკვეთრად იზრდება. ჩვენ ველოდებით, რომ მყისიერი და იაფი ფულადი გადარიცხვების დაწყება საქართველოში, ასევე სომხეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში დამატებითი სტიმული გახდება შრომითი მიგრანტებისთვის, რომ მეტი ფული გადარიცხონ სახლში და უზრუნველყონ ოჯახი ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენებით“.
უნდა აღინიშნოს, რომ TransferGo-ს საქმიანობის მკვეთრი ზრდა შესაძლებელი გახდა 50 მილიონი დოლარის ოდენობის საერთაშორისო ინვესტიციების წარმატებული მოზიდვის წყალობით.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ონლაინ ფულადი გადარიცხვების ბაზარი გაიზრდება და გადარიცხვების მოცულობა TransferGo-ს მეშვეობით ხუთჯერ გაიზრდება“, აღნიშნავს დაუმანტას დვილინსკასი, კომპანია TransferGo-ს თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.
„ეს შემთხვევითი არ არის, რადგან სულ უფრო მეტი კლიენტი უპირატესობას ანიჭებს ფულის მომგებიან ონლაინ გადარიცხვას ტრადიციული მაღალი კომისიების ნაცვლად, როდესაც ტრანზაქციები ხორციელდება ბანკისა ან ოფლაინ ადგილების მეშვეობით. ჩვენი ამოცანაა, შევესაბამებოდეთ მომხმარებლებისა და ბაზრის ტენდენციების მოლოდინებს.“
კომპანია TransferGo-ს შესახებ
TransferGo, რომელიც დაარსდა 2012 წელს, ფულადი გადარიცხვების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო სერვისია ევროპაში და პირველი ზოგადევროპული კომპანიაა, რომელსაც შეუძლია იმის გარანტიის მიცემა, რომ მომხმარებელი მიიღებს თანხას 30 წუთის განმავლობაში. მომხმარებელთა შეფასებების გლობალურ პლატფორმაზე Trustpilot, კომპანიამ „შესანიშნავი“ შეფასება და 96%-იანი ხუთვარსკვლავიანი რეიტინგი მიიღო.
კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი დაუმანტას დვილინსკასი შეიყვანეს Forbes-ის სიაში „30 under 30“ 2017 წელს.
კომპანია იყო ნომინირებული წოდებაზე „წლის ყველაზე სწრაფმზარდი სტარტაპი“ TechCrunch Europa Awards 2018-ზე და შევიდა ხუთი ყველაზე ცხელი ბრიტანული სტარტაპების სიაში 2019 წელს, TNW-ს ვერსიით.2021 წლის სექტემბერში TransferGo-მ მიიღო ჯილდო „Cross border solution of year“ კონფერენციაზე Global Payments Day 2021 კიევში.
ამჟამად კომპანია ემსახურება 4 მილიონ მომხმარებელს 160 ბაზარზე ევროპის ქვეყნებში, აზიის ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და ლათინური ამერიკაში, და აქვს ოფისები ბერლინში, ვილნიუსში, სტამბოლში, ვარშავაში და შტაბ-ბინა ლონდონში.
R
როდიდან იწყება ეგ თუ იცით ვინმემ გაგვაგებინეთ