ავტორი:

"უნდა მოხდეს უკრაინის "დეუკრაინიზაცია"... ამიტომ "გვკიდია" რამდენ უკრაინელს და როგორ მოვკლავთ... " - რუსი ნაციონალისტი სცენაზე თავის ქალით ხელში და ფაშისტური განცხადებები

"უნდა მოხდეს უკრაინის "დეუკრაინიზაცია"... ამიტომ "გვკიდია" რამდენ უკრაინელს და როგორ მოვკლავთ... " - რუსი ნაციონალისტი სცენაზე თავის ქალით ხელში და  ფაშისტური განცხადებები

28 აგვისტოს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც რუსი ნაციონალისტი, კერძო სამხედრო კომპანიის, Е.Н.О.Т-ის ერთ-ერთი ე.წ. ხელმძღვანელი იგორ მანგუშევი სცენაზე დგას თავის ქალით ხელში და ამბობს, რომ ეს უკრაინელის, კერძოდ, "აზოვსტალის“ დამცველის თავის ქალაა და მას დამცინავად მიმართავს.

"ჩვენ ცოცხლები ვართ, ეს უკვე აღარ... დაე, ჯოჯოხეთში დაიწვას... ჩვენ ვიბრძვით იდეისთვის, უნდა მოხდეს უკრაინის "დეუკრაინიზაცია" და "მალოროსიას" რუსული მიწები უნდა იყოს დაბრუნებული. ჩვენ ვიბრძვით იდეით, ამიტომ "გვკიდია" რამდენ უკრაინელს და როგორ მოვკლავთ... " - აცხადებს "რაშისტი" მანგუშევი. ოკუპანტის თქმით, რუსეთი იბრძვის "უკრაინის, როგორც "ანტირუსული სახელმწიფოს იდეის“ წინააღმდეგ და "ამ იდეის ყველა მატარებელი უნდა განადგურდეს“.

სად არის გადაღებული ვიდეო და ვინ არის მანგუშევის აუდიტორია, რომელსაც სცენიდან ელაპარაკება, უცნობია, თუმცა მათი რეაქციიდან გამომდინარე, ისინი მანგუშევის პოზიციას იზიარებენ.

უკრაინის ომბუდსმენმა გაეროს საგამოძიებო კომისიის ფაქტების დამდგენ ჯგუფს უკვე მიმართა. დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, სამხედრო თემაზე მსგავსი გამოსვლის ერთადერთი მიზანი დაღუპული და დაკარგული უკრაინელი მებრძოლების ახლობლებისთვის ტკივილის მიყენებაა.

"რაშისტის" ეს უღირსი და სასტიკი საქციელი და განცხადებები კარგად აჩვენებს პუტინის რეჟიმის რეალურ მიზნებს.