გონიოში, ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცს თურქეთის ორი მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა. თვითმხილველების თქმით, დაზარალებულს დაპირისპირებისას მსუბუქი ავტომობილიც დაუზიანეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დაპირისპირება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო. შემთხვევის ადგილზე სამართალდაცავები იყვნენ მობილიზებული.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
უწყების განცხადებით, მოხდარის გამო ორი პირი დაკავებულია.
საქართველო უნდა დატოვონ ტკივილით, არამარტო გონებაში არამედ უკანა გასასვლელშიც.
ჯერ ვირის აბანოში გაუშვით და მერე გაადეპორტეთ ისე რომ აქ ფეხი ვეღარასდროს შემოდგან. საერთოდ აკონტროლებს კი ვინმე, რა წარსულის მქონე ხალხი შემოდის ქვეყანაში?