სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველი არიის დაწყებამდე, ჩვეულზე უფრო დიდი პაუზა გააკეთა, წელში ოდნავ მოხრილი იყო… თურმე ძლივს იდგა სცენაზე... " - გია ბაღაშვილის მოგონება თემურ წიკლაურზე
"პირველი არიის დაწყებამდე, ჩვეულზე უფრო დიდი პაუზა გააკეთა, წელში ოდნავ მოხრილი იყო…  თურმე ძლივს იდგა სცენაზე... " - გია ბაღაშვილის მოგონება თემურ წიკლაურზე

გია ბა­ღაშ­ვი­ლი მომ­ღე­რალ თე­მურ წიკ­ლა­უ­რის შე­სა­ხებ ერთ-ერთ მო­გო­ნე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს. მუ­სი­კო­სი იხ­სე­ნებს 2018 წელს, “ბლექ სი არე­ნა­ზე”, “ჩხიკვთა ქორ­წი­ლის” რე­პე­ტი­ცი­ებს და ახ­ლად ინ­სულტგა­და­ტა­ნილ დიდ მომ­ღე­რალს, რო­მელ­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე უნაკ­ლოდ წარ­სდგო­მა შეძ­ლო.

"ეს ფო­ტე­ბი ზუს­ტად 4 წლის წინ, 2018 წლის 27 აგ­ვის­ტო­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. დიდი მზა­დე­ბა გვქონ­და. მე­ო­რე დღეს, “ბლექ სი არე­ნა­ზე”, “ჩხიკვთა ქორ­წი­ლის” სა­ნა­ხა­ვად მო­სუ­ლი 10 000 მა­ყუ­რებ­ლით­ვის უნდა გვე­მას­პინ­ძლა. ჩვე­ნი არ­წი­ვი მა­შინ ჩვენ გვერ­დით იყო. რე­პე­ტი­ცი­ა­ზე, რო­გორც წესი, პირ­ვე­ლი მო­დი­ო­და. პირ­ველ მუ­სი­კა­ლურ სცე­ნას ჩვენ ორნი გავ­დი­ო­დით. ხმა­საც ყო­ველ­თვის ერ­თად ვას­წო­რებ­დით. ყვე­ლა­ზე მომ­თხოვ­ნი სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ იყო. ამ დროს, ერთი თვით ადრე ინ­სულ­ტი ჰქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი. არა­ვის გვე­გო­ნა, სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლას თუ მო­ა­ხერ­ხებ­და. თა­ვად გა­და­წყვი­ტა, “ბლექ სი”-ს სპექ­ტაკ­ლე­ბის­თვის მზად ვიქ­ნე­ბიო! თქვა და შე­ას­რუ­ლა! რო­გორც ყო­ველ­თვის! მე­ო­რე დღეს დიდი გა­მარ­ჯვე­ბა გვე­ლო­და ყვე­ლას ერ­თად. ეს გა­მარ­ჯვე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, თე­მურ წიკ­ლა­ურ­მა გან­სა­ზღვრა. მის პირ­ველ გა­მო­ჩე­ნას მა­ყუ­რებ­ლის დიდი ოვა­ცია მოჰ­ყვა და ეს მუხ­ტი სპექ­ტაკ­ლის ბო­ლომ­დე არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. ერთი რამ კი მეჩ­ვე­ნა ცოტა უც­ნა­უ­რად - არ­წი­ვის პირ­ვე­ლი არი­ის და­წყე­ბამ­დე, თე­მურ­მა ჩვე­ულ­ზე უფრო დიდი პა­უ­ზა გა­ა­კე­თა… წელ­ში ოდ­ნავ მოხ­რი­ლი იყო… შემ­დეგ, მხრებ­ში ერ­თი­ა­ნად გა­ი­შა­ლა და თა­ვი­სი ჯა­დოს­ნუ­რი, ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლი­სა და გა­ნუ­მე­ო­რებ­ლი ტემ­ბრის მქო­ნე ხმით დას­ჭე­ქა: “ვი­საც მაღ­ლა ფრე­ნა უყ­ვარს, არ ერ­გე­ბა შეს­ვე­ნე­ბა…” სა­ოც­რად ორი­გი­ნა­ლუ­რი და შთამ­ბეჭ­და­ვი ფრა­ზი­რე­ბა გა­მო­უ­ვი­და... არა და თურ­მე ძლივს იდგა სცე­ნა­ზე. ეს არა­ვინ ვი­ცო­დით. მხო­ლოდ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბან­კეტ­ზე გაგ­ვან­დო - სა­ნამ პირ­ველ ფრა­ზას და­ვი­წყებ­დი, ფე­ხებს სა­ერ­თოდ ვერ ვგრძნობ­დი და მე­გო­ნა წელ­ში გა­მარ­თვას ვე­რაფ­რით შევ­ძლებ­დიო… ეს არ უგ­რძვნია მა­ყუ­რე­ბელს, არ გვიგ­რძვნია სცე­ნა­ზე მდგომ 37 არ­ტისტს. ყვე­ლა ერ­თად ვგრძნობ­დით და ვხე­დავ­დით მხო­ლოდ ერთ რა­მეს - დიდ შე­მოქ­მედ­სა და დიდ პი­როვ­ნე­ბას! ასე­თი მომ­ღე­რა­ლი სა­უ­კუ­ნე­ში ერთხელ იბა­დე­ბა, ასე­თი ვაჟ­კა­ცი - კი­დევ უფრო იშ­ვი­ა­თად!" - იხ­სე­ნებს გია ბა­ღაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
0

თემურ წიკლაური დაუვიწყარია

მარადიული სიყვარული თავისი ერისგან მისი წილხვედრაა

მისი წასვლა ყველას გვტკივა

 

 

წკრრრ
33

ბაღაშვილი კი იყურება მწყერივით:)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"პირველი არიის დაწყებამდე, ჩვეულზე უფრო დიდი პაუზა გააკეთა, წელში ოდნავ მოხრილი იყო… თურმე ძლივს იდგა სცენაზე... " - გია ბაღაშვილის მოგონება თემურ წიკლაურზე

"პირველი არიის დაწყებამდე, ჩვეულზე უფრო დიდი პაუზა გააკეთა, წელში ოდნავ მოხრილი იყო…  თურმე ძლივს იდგა სცენაზე... " - გია ბაღაშვილის მოგონება თემურ წიკლაურზე

გია ბაღაშვილი მომღერალ თემურ წიკლაურის შესახებ ერთ-ერთ მოგონებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მუსიკოსი იხსენებს 2018 წელს, “ბლექ სი არენაზე”, “ჩხიკვთა ქორწილის” რეპეტიციებს და ახლად ინსულტგადატანილ დიდ მომღერალს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მიუხედავად აუდიტორიის წინაშე უნაკლოდ წარსდგომა შეძლო.

"ეს ფოტები ზუსტად 4 წლის წინ, 2018 წლის 27 აგვისტოსაა გადაღებული. დიდი მზადება გვქონდა. მეორე დღეს, “ბლექ სი არენაზე”, “ჩხიკვთა ქორწილის” სანახავად მოსული 10 000 მაყურებლითვის უნდა გვემასპინძლა. ჩვენი არწივი მაშინ ჩვენ გვერდით იყო. რეპეტიციაზე, როგორც წესი, პირველი მოდიოდა. პირველ მუსიკალურ სცენას ჩვენ ორნი გავდიოდით. ხმასაც ყოველთვის ერთად ვასწორებდით. ყველაზე მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ იყო. ამ დროს, ერთი თვით ადრე ინსულტი ჰქონდა გადატანილი. არავის გვეგონა, სცენაზე გამოსვლას თუ მოახერხებდა. თავად გადაწყვიტა, “ბლექ სი”-ს სპექტაკლებისთვის მზად ვიქნებიო! თქვა და შეასრულა! როგორც ყოველთვის! მეორე დღეს დიდი გამარჯვება გველოდა ყველას ერთად. ეს გამარჯვება, პირველ რიგში, თემურ წიკლაურმა განსაზღვრა. მის პირველ გამოჩენას მაყურებლის დიდი ოვაცია მოჰყვა და ეს მუხტი სპექტაკლის ბოლომდე არ განელებულა. ერთი რამ კი მეჩვენა ცოტა უცნაურად - არწივის პირველი არიის დაწყებამდე, თემურმა ჩვეულზე უფრო დიდი პაუზა გააკეთა… წელში ოდნავ მოხრილი იყო… შემდეგ, მხრებში ერთიანად გაიშალა და თავისი ჯადოსნური, ზებუნებრივი ძალისა და განუმეორებლი ტემბრის მქონე ხმით დასჭექა: “ვისაც მაღლა ფრენა უყვარს, არ ერგება შესვენება…” საოცრად ორიგინალური და შთამბეჭდავი ფრაზირება გამოუვიდა... არა და თურმე ძლივს იდგა სცენაზე. ეს არავინ ვიცოდით. მხოლოდ მოგვიანებით, სპექტაკლის შემდეგ გამართულ ბანკეტზე გაგვანდო - სანამ პირველ ფრაზას დავიწყებდი, ფეხებს საერთოდ ვერ ვგრძნობდი და მეგონა წელში გამართვას ვერაფრით შევძლებდიო… ეს არ უგრძვნია მაყურებელს, არ გვიგრძვნია სცენაზე მდგომ 37 არტისტს. ყველა ერთად ვგრძნობდით და ვხედავდით მხოლოდ ერთ რამეს - დიდ შემოქმედსა და დიდ პიროვნებას! ასეთი მომღერალი საუკუნეში ერთხელ იბადება, ასეთი ვაჟკაცი - კიდევ უფრო იშვიათად!" - იხსენებს გია ბაღაშვილი.