სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არქტიკაში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის სტრატეგიული გამოწვევაა" - იენს სტოლტენბერგი
"არქტიკაში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის სტრატეგიული გამოწვევაა" - იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნი, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი აცხა­დებს, რომ ჩრდი­ლო­ეთ­ში, არ­ქტი­კა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის ზრდა ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სტოლ­ტენ­ბერ­გმა კა­ნა­და­ში, ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ჯას­ტინ ტრი­უ­დოს­თან შეხ­ვედ­რის დროს გა­ა­კე­თა.

მისი თქმით, პლა­ნე­ტის უკი­დუ­რე­სი ჩრდი­ლო­ეთ ნა­წი­ლი ბოლო დროს სულ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა კა­ნა­დი­სა და მთლი­ა­ნად ნატო-სთვის, სა­დაც რუ­სე­თი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობს და სამ­ხედ­რო ძა­ლებს ზრდის.

"რუ­სუ­ლი რა­კე­ტე­ბი­სა და ბომბდამ­შე­ნე­ბის­თვის ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის­კენ უმოკ­ლე­სი გზა ჩრდი­ლო­ეთ პო­ლუ­სის გავ­ლით იქ­ნე­ბო­და. ეს კი ქვეყ­ნებს შო­რის მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვანს ხდის ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის­თვის და, შე­სა­ბა­მი­სად, ნა­ტოს­თვი­საც“, -გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

შეხ­ვედ­რი­სას კა­ნა­დის პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბი­დან რე­გი­ო­ნის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა და ალი­ან­სის წევ­რებს შო­რის მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ უფრო მე­ტად სა­ჭი­რო გახ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"არქტიკაში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის სტრატეგიული გამოწვევაა" - იენს სტოლტენბერგი

"არქტიკაში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის სტრატეგიული გამოწვევაა" - იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ჩრდილოეთში, არქტიკაში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის სტრატეგიული გამოწვევაა. აღნიშნული განცხადება სტოლტენბერგმა კანადაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მისი თქმით, პლანეტის უკიდურესი ჩრდილოეთ ნაწილი ბოლო დროს სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კანადისა და მთლიანად ნატო-სთვის, სადაც რუსეთი განსაკუთრებით აქტიურობს და სამხედრო ძალებს ზრდის.

"რუსული რაკეტებისა და ბომბდამშენებისთვის ჩრდილოეთ ამერიკისკენ უმოკლესი გზა ჩრდილოეთ პოლუსის გავლით იქნებოდა. ეს კი ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს ხდის ჩრდილოეთ ამერიკისთვის და, შესაბამისად, ნატოსთვისაც“, -განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეხვედრისას კანადის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან რეგიონის გეოპოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ალიანსის წევრებს შორის მჭიდრო ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად საჭირო გახდა.